საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული ტელეშოუ ზაზა ფაჩულიას და საქართველოს ბოდიშს უხდის
ამერიკული ტელეშოუ ზაზა ფაჩულიას და საქართველოს ბოდიშს უხდის

ამე­რი­კელ­მა კო­მენ­ტა­ტო­რებ­მა შოუ The Starters-ში გა­და­ცე­მა მი­უ­ძღვნეს ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას. ამ­ჯე­რად მათ გა­არ­კვი­ეს, თუ სა­ი­დან აქვს ქარ­თველ ცენ­ტრს ამ­დე­ნი ხმა NBA ALL STAR-ის გა­მო­კი­თხვის შუ­ა­ლე­დურ შე­დე­გებ­ში. კო­მენ­ტა­ტო­რებ­მა ირო­ნი­ი­თა და იუ­მო­რით გა­ნი­ხი­ლეს ფა­ჩუ­ლი­ას შე­დე­გე­ბი, თუმ­ცა, ასე­ვე, ბო­დი­შიც მო­ი­ხა­დეს და გა­და­წყვი­ტეს, ფა­ჩუ­ლი­ას კა­რი­ე­რის 5 სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ მა­ყუ­რებ­ლის­თვის.

იხი­ლეთ ვი­დეო The Starters-ის შო­უ­დან

"წინა ჯერ­ზე გან­ვი­ხი­ლეთ, რო­გორ არის სა­ერ­თოდ შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ 30 წლის ზაზა ფა­ჩუ­ლია, რო­მე­ლიც არას­დროს ახ­ლო­საც კი არ ყო­ფი­ლა "ოლ სტარ­ში" მო­სახ­ვედ­რად, ახლა ასე მაღ­ლა არის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებ­ში. უფრო მაღ­ლაც კი, ვიდ­რე დე­მარ­კუს კა­ზი­ნი, დუ­ე­ინ ჰო­ვარ­დი და დირკ ნო­ვიც­კი. ეს უმაღ­ლე­სი ლი­გაა, რო­გორ მოხ­და ეს? ვინ გა­ა­კე­თა ეს? სა­ქარ­თვე­ლომ? რამ­დე­ნია მათი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა? ოღონდ შტა­ტის კი არა, ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სი? რო­გორც ჩანს, ჩვენ­მა ამ შე­ფა­სე­ბებ­მა ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა ქარ­თვე­ლე­ბი. ჩვე­ნი გვერ­დი აივ­სო კო­მენ­ტა­რე­ბით მათი მხრი­დან და ათა­სო­ბით ხმა კი­დევ და­ე­მა­ტა ზა­ზას.

ზა­ზას სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა უჭერს ხმას: ეს არის ქარ­თუ­ლი შოუ "ნი­ჭი­ე­რი" და თქვენ ხე­დავთ, ზა­ზას სა­ხე­ლი სცე­ნა­ზე ჩანს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა იგი­ვე; ასე­ვე, სამ­ხედ­რო­ე­ბიც ერ­თად უჭე­რენ მას მხარს. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, მოგ­ვე­ბო­დი­შე­ბი­ნა და შევ­კრი­ბეთ მთე­ლი მისი კა­რი­ე­რის 5 სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტი. უკვე მე­გობ­რე­ბი ვართ ქარ­თვე­ლე­ბო! გვიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო", - აღ­ნიშ­ნეს წამ­ყვა­ნებ­მა შო­უ­ში.

თქვენ კი რა თქმა უნდა არ უნდა და­გა­ვი­წყდეთ და­უ­ჭი­როთ მხა­რი ქარ­თველ კა­პი­ტანს, რომ "ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვის" მატჩში ითა­მა­შოს!

Sportall.ge

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ახლა და­ვი­ბა­დე" - რას ყვე­ბი­ან თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი "გუნ­დის კაც" ზაზა ფა­ჩუ­ლი­ა­ზე ESPN-ის სტა­ტი­ა­ში

ამერიკული ტელეშოუ ზაზა ფაჩულიას და საქართველოს ბოდიშს უხდის

ამერიკული ტელეშოუ ზაზა ფაჩულიას და საქართველოს ბოდიშს უხდის

ამერიკელმა კომენტატორებმა შოუ The Starters-ში გადაცემა მიუძღვნეს ზაზა ფაჩულიას. ამჯერად მათ გაარკვიეს, თუ საიდან აქვს ქართველ ცენტრს ამდენი ხმა NBA ALL STAR-ის გამოკითხვის შუალედურ შედეგებში. კომენტატორებმა ირონიითა და იუმორით განიხილეს ფაჩულიას შედეგები, თუმცა, ასევე, ბოდიშიც მოიხადეს და გადაწყვიტეს, ფაჩულიას კარიერის 5 საუკეთესო მომენტი შეეთავაზებინათ მაყურებლისთვის.

იხილეთ ვიდეო The Starters-ის შოუდან

"წინა ჯერზე განვიხილეთ, როგორ არის საერთოდ შესაძლებელი, რომ 30 წლის ზაზა ფაჩულია, რომელიც არასდროს ახლოსაც კი არ ყოფილა "ოლ სტარში" მოსახვედრად, ახლა ასე მაღლა არის გამოკითხვის შედეგებში. უფრო მაღლაც კი, ვიდრე დემარკუს კაზინი, დუეინ ჰოვარდი და დირკ ნოვიცკი. ეს უმაღლესი ლიგაა, როგორ მოხდა ეს? ვინ გააკეთა ეს? საქართველომ? რამდენია მათი მოსახლეობის რაოდენობა? ოღონდ შტატის კი არა, ქვეყანა საქართველოსი? როგორც ჩანს, ჩვენმა ამ შეფასებებმა ძალიან გააბრაზა ქართველები. ჩვენი გვერდი აივსო კომენტარებით მათი მხრიდან და ათასობით ხმა კიდევ დაემატა ზაზას.

ზაზას საქართველოში ყველა უჭერს ხმას: ეს არის ქართული შოუ "ნიჭიერი" და თქვენ ხედავთ, ზაზას სახელი სცენაზე ჩანს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა იგივე; ასევე, სამხედროებიც ერთად უჭერენ მას მხარს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვებოდიშებინა და შევკრიბეთ მთელი მისი კარიერის 5 საუკეთესო მომენტი. უკვე მეგობრები ვართ ქართველებო! გვიყვარხარ საქართველო", - აღნიშნეს წამყვანებმა შოუში.

თქვენ კი რა თქმა უნდა არ უნდა დაგავიწყდეთ დაუჭიროთ მხარი ქართველ კაპიტანს, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშოს!

Sportall.ge

ასევე წაიკითხეთ: "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა დავიბადე" - რას ყვებიან თანაგუნდელები "გუნდის კაც" ზაზა ფაჩულიაზე ESPN-ის სტატიაში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია