მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო სახლი მუზეუმი" - სიღნაღელი ამერიკელი, რომელსაც ცეცხლმა 20 წლის ნაგროვები უნიკალური არქივი გაუნადგურა
"ეს იყო სახლი მუზეუმი" - სიღნაღელი ამერიკელი, რომელსაც ცეცხლმა 20 წლის ნაგროვები უნიკალური არქივი გაუნადგურა

ამე­რი­კელ ჯონ უერ­დე­მანს, რო­მე­ლიც 20 წელ­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, სიღ­ნაღ­ში სახ­ლი და­ეწ­ვა. სახ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუსს ატა­რებ­და. ერეკ­ლე მე­ო­რის დრო­ინ­დე­ლი შე­ნო­ბა 580 კვ. მეტ­რის ფარ­თო­ბი იყო.

პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი ჯონ უერ­დე­მა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 1995 წელს ჩა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ ქარ­თულ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა - ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბის ყუ­რძნის­გან ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით ღვი­ნოს ამ­ზა­დებს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 20-მდე ქვე­ყა­ნა­ში ექ­სპორტზე გა­დის.

მისი მე­უღ­ლე ქარ­თვე­ლია - ქე­თე­ვან მინ­დო­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ან­სამ­ბლ "ზე­და­შეს" ხელ­მძღვა­ნე­ლობს და მი­ვი­წყე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­სიმ­ღე­რო ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­ცო­ცხლე­ბას ცდი­ლობს, ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ან მუ­სი­კას მსოფ­ლი­ოს აც­ნობს. "ზე­და­შეს­თან" ერ­თად თვი­თო­ნაც მღე­რის. ჯონი სწო­რედ სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რულ­მა მი­ა­ჯაჭ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს - 16 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად მო­ის­მი­ნა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი. ცოლ-ქმარს ორი შვი­ლი ჰყავთ - ლა­ზა­რე და გვან­ცა. მექ­სი­კის შტატ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ჯონი ხში­რად ამ­ბობს: "ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი". შე­სა­ნიშ­ნა­ვად სა­უბ­რობს ქარ­თუ­ლად, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია. აქვს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნია "ხოხ­ბის ცრემ­ლე­ბი", ასე­ვე ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი და ღვი­ნის ბარი.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჯონ უერ­დე­მანს სახ­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­ეწ­ვა. გავ­რცელ­და ხმე­ბი, რომ ამე­რი­კელს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის ბიზ­ნე­სი აქვს, ეს გან­გებ მო­უ­წყვეს. თუმ­ცა, ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" სა­უ­ბარ­ში ჯონი ამ ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს. ის ამ­ბობს, რომ ხან­ძა­რი, რო­მელ­მაც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაგ­რო­ვე­ბი მისი ქო­ნე­ბა ფერ­ფლად აქ­ცია, გა­უ­მარ­თა­ვი ელექტრო­სა­დე­ნე­ბის ბრა­ლი იყო.

"ის­ტო­რი­უ­ლი სახ­ლი იყო, ძეგლ­თა დაც­ვის ფონდში შე­ტა­ნი­ლი. ერეკ­ლე მე­ო­რის დრო­ინ­დე­ლი ყო­ფი­ლა. სრუ­ლი ის­ტო­რია არ ვიცი. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტექ­ნი­კის გამო რომ ასე­თი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლი იწ­ვის, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. უნდა იყოს სის­ტე­მა, რომ ასეთ დროს ქა­ლაქ­ში დენი გა­ი­თი­შოს. კი­დევ უამ­რა­ვი წვრილ­მა­ნია, რის გა­მოც ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი ხდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ფა­სე­უ­ლი იყო ჩემ­თვის - ჩემი ნა­ხა­ტე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა და ყვე­ლა ნივ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბო­და, ოჯახს 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა. ეთ­ნოგ­რა­ფი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში დავ­დი­ო­დი და ათას რა­მეს ვაგ­რო­ვებ­დი. შე­უ­ფა­სე­ბე­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი მქონ­და. ეს იყო სახ­ლი მუ­ზე­უ­მი. იქ გა­იზ­რად­ნენ ჩემი შვი­ლე­ბი".

- თქვე­ნი ცოლი რო­გორ არის ამ სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ?

- ქეთი დღემ­დე არ არის კარ­გად. 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ შე­აგ­რო­ვებ და უცებ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თბა­შად გაქ­რე­ბა, ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნია. ქე­თის მთე­ლი არ­ქი­ვი და­ეწ­ვა - ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის ნო­ტე­ბი, ხალ­ხუ­რი ფორ­მე­ბი სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბის. თვი­თონ რა კოს­ტი­უ­მე­ბი­თაც კონ­ცერ­ტებ­ზე გა­დი­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს, უსახ­ლკა­როდ არ დავ­რჩით და არც შიშ­ვლე­ბი ვართ.

უფ­ლის წყა­ლო­ბით, ცო­ცხლე­ბი ვართ, მე­გობ­რე­ბი გვყავს და წინ მივ­დი­ვართ. თან, არც ისე­თი ბებ­რე­ბი ვართ, რომ ცხოვ­რე­ბა ახ­ლი­დან არ და­ვი­წყოთ. სხვა­გა­ნაც მაქვს ნა­ხა­ტე­ბი. ზოგი - ჩემს რეს­ტო­რან­შია, ზოგი - თბი­ლი­სურ სახ­ლში, ზოგი გა­ყი­დუ­ლია. სიღ­ნა­ღის სახ­ლში კი ისე­თებს ვი­ნა­ხავ­დი, რომ­ლე­ბიც მინ­დო­და, ჩვენს ოჯახ­ში ყო­ფი­ლი­ყო. დახ­მა­რე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან მი­ვი­ღეთ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბევ­რი მე­ცე­ნა­ტია, რო­მელ­მაც გულ­თან მი­ი­ტა­ნა ჩვე­ნი გა­ჭირ­ვე­ბა და დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ეს იყო სახლი მუზეუმი" - სიღნაღელი ამერიკელი, რომელსაც ცეცხლმა 20 წლის ნაგროვები უნიკალური არქივი გაუნადგურა

"ეს იყო სახლი მუზეუმი" - სიღნაღელი ამერიკელი, რომელსაც ცეცხლმა 20 წლის ნაგროვები უნიკალური არქივი გაუნადგურა

ამერიკელ ჯონ უერდემანს, რომელიც 20 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, სიღნაღში სახლი დაეწვა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. ერეკლე მეორის დროინდელი შენობა 580 კვ. მეტრის ფართობი იყო.

პროფესიით მხატვარი ჯონ უერდემანი საქართველოში პირველად 1995 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქართულ საქმეს ემსახურება - ქართული ჯიშების ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით ღვინოს ამზადებს, რომელიც მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ექსპორტზე გადის.

მისი მეუღლე ქართველია - ქეთევან მინდორაშვილი, რომელთან ერთადაც ანსამბლ "ზედაშეს" ხელმძღვანელობს და მივიწყებული ქართული სასიმღერო ტრადიციების გაცოცხლებას ცდილობს, ქართულ მრავალხმიან მუსიკას მსოფლიოს აცნობს. "ზედაშესთან" ერთად თვითონაც მღერის. ჯონი სწორედ სიმღერის სიყვარულმა მიაჯაჭვა საქართველოს - 16 წლის იყო, როდესაც პირველად მოისმინა ქართული სიმღერები. ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ - ლაზარე და გვანცა. მექსიკის შტატში დაბადებული ჯონი ხშირად ამბობს: "ჩვენ, ქართველები". შესანიშნავად საუბრობს ქართულად, მართლმადიდებელია. აქვს ქართული ღვინის კომპანია "ხოხბის ცრემლები", ასევე ქართული რესტორანი და ღვინის ბარი.

რამდენიმე კვირის წინ ჯონ უერდემანს სახლი ხანძრის შედეგად დაეწვა. გავრცელდა ხმები, რომ ამერიკელს, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა სახის ბიზნესი აქვს, ეს განგებ მოუწყვეს. თუმცა, ჟურნალ "სარკესთან" საუბარში ჯონი ამ ვერსიას გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ხანძარი, რომელმაც 20 წლის განმავლობაში ნაგროვები მისი ქონება ფერფლად აქცია, გაუმართავი ელექტროსადენების ბრალი იყო.

"ისტორიული სახლი იყო, ძეგლთა დაცვის ფონდში შეტანილი. ერეკლე მეორის დროინდელი ყოფილა. სრული ისტორია არ ვიცი. მოუწესრიგებელი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამო რომ ასეთი კულტურული ძეგლი იწვის, ძალიან სამწუხაროა. უნდა იყოს სისტემა, რომ ასეთ დროს ქალაქში დენი გაითიშოს. კიდევ უამრავი წვრილმანია, რის გამოც ასეთი ტრაგედიები ხდება. ყველაფერი ფასეული იყო ჩემთვის - ჩემი ნახატები, ბიბლიოთეკა და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა, ოჯახს 20 წლის განმავლობაში შეეგროვებინა. ეთნოგრაფიაში ვმუშაობდი, სხვადასხვა რეგიონში დავდიოდი და ათას რამეს ვაგროვებდი. შეუფასებელი კოლექციები მქონდა. ეს იყო სახლი მუზეუმი. იქ გაიზრადნენ ჩემი შვილები".

- თქვენი ცოლი როგორ არის ამ სამწუხარო შემთხვევის შემდეგ?

- ქეთი დღემდე არ არის კარგად. 20 წლის განმავლობაში რომ შეაგროვებ და უცებ ყველაფერი ერთბაშად გაქრება, ძალიან რთული გადასატანია. ქეთის მთელი არქივი დაეწვა - ხალხური სიმღერის ნოტები, ხალხური ფორმები სხვადასხვა რეგიონების. თვითონ რა კოსტიუმებითაც კონცერტებზე გადიოდა, ყველაფერი განადგურდა. მადლობა ღმერთს, უსახლკაროდ არ დავრჩით და არც შიშვლები ვართ.

უფლის წყალობით, ცოცხლები ვართ, მეგობრები გვყავს და წინ მივდივართ. თან, არც ისეთი ბებრები ვართ, რომ ცხოვრება ახლიდან არ დავიწყოთ. სხვაგანაც მაქვს ნახატები. ზოგი - ჩემს რესტორანშია, ზოგი - თბილისურ სახლში, ზოგი გაყიდულია. სიღნაღის სახლში კი ისეთებს ვინახავდი, რომლებიც მინდოდა, ჩვენს ოჯახში ყოფილიყო. დახმარება მთელი მსოფლიოდან მივიღეთ, საქართველოშიც ბევრი მეცენატია, რომელმაც გულთან მიიტანა ჩვენი გაჭირვება და დახმარების სურვილი გამოთქვა.

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია