საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღების ვადას უმცირებს. როგორც "ფრანს 24" იუწყება, შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა გააკეთა.
ფაბიუსის თქმით, ვიზის მიღების ვადა ხუთი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, თურქეთის, ვიეტნამის და ინდონეზიის მოქალაქეებს შეუმცირდებათ.
კერძოდ, აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეები, ტურისტულ ვიზას 48 საათში მიიღებენ.
გადაწყვეტილება საფრანგეთმა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გამო მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ის ძალაში.