საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც "ბიბისი" იუწყება, დაღუპულია 14 წლის სკოლის მოსწავლე და უკრაინელი ტურისტი. ინციდენტი იზერიში მდებარე სათხილამურო კურორტზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ზვავში ქალაქ ლიონიდან ჩასული მასწავლებელი და ცხრა მოსწავლე მოყვა. ხუთი მათგანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამი გადარჩენილის მდგომარეობა კი მძიმეა. 1 იანვრიდან დღემდე საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.