ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოსცდა. "ბიბისის" ცნობით, "ბრენტის" ტიპის ე.წ შავი ოქროს ფასი 29.96 დოლარამდე დაეცა, თუმცა, მოგვიანებით 30.22 დოლარამდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ნავთობის ფასი 2004 წლის აპრილის შემდეგ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ბოლო 15 თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 70 პროცენტითაა შემცირებული.

როგორც რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, ნავთობის ფასის კლების გამო, მოსკოვი იძულებულია 2016 წლის ბიუჯეტს გადახედოს. მისივე თქმით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური სცენარი განვითარდება, თუ ნავთობის ფასები კლებას განაგრძობს. ვინაიდან ნავთობისა და გაზის გაყიდვებით მიღებული სარგებელი რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების ნახევარს შეადგენს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა