პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მჯერა, სიზმარში ვარ და გავიღვიძებ!" - 15 წლის ბარბარა სამხარაძის პირველი ემოციები "ნიჭიერის" მოგების შემდეგ
"არ მჯერა, სიზმარში ვარ და გავიღვიძებ!" - 15 წლის ბარბარა სამხარაძის პირველი ემოციები "ნიჭიერის" მოგების შემდეგ

15 წლის ლა­გო­დე­ხე­ლი ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძის ცხოვ­რე­ბა ერთ ღა­მე­ში რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე "ნი­ჭი­ე­რის" ტი­ტუ­ლის გარ­და, ბარ­ბა­რამ თბი­ლის­ში 3-ოთა­ხი­ა­ნი ბინა, "მი­ცუ­ბი­შის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, 5000-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი და პრა­ღა­ში ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი მი­ი­ღო, ელ­ტონ ჯო­ნის კონ­ცერ­ტზე.

"არ მჯე­რა, სიზ­მარ­ში ვარ და ხვალ გა­ვიღ­ვი­ძებ! მე­ტყო­ბა, რომ ვე­ლო­დი? მგო­ნი, ჩემ გარ­და ყვე­ლა ელო­და. მად­ლო­ბა ყვე­ლას! ცხოვ­რე­ბა ახლა და­ვი­წყე", - აც­რემ­ლე­ბულ­მა ბარ­ბა­რამ პირ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბი სცე­ნა­ზე­ვე გა­უ­ზი­ა­რა "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლისტს.

იხი­ლეთ ვი­დეო: წუ­თე­ბი, როცა ბარ­ბა­რა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­ა­სა­ხე­ლეს

"რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას ბარ­ბა­რამ გა­მარ­ჯვე­ბის პირ­ველ ემო­ცი­ებ­ზე ისა­უბ­რა: "ერ­თა­დერ­თი, რა­საც სცე­ნა­ზე იმ მო­მენ­ტში ვგრძნობ­დი, იყო ის, რომ ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და მე­ძი­ნე­ბო­და. ეს იყო სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა, ასე­თი რამ პირ­ვე­ლად ვნა­ხე - ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი მე­უბ­ნე­ბო­და: "ჩე­მებს ვუ­თხა­რი, მე არ და­მირ­ე­კონ, შენ და­გირ­ე­კო­ნო. ჩემ­ზე ძა­ლი­ან მგო­ნი მათ გა­უ­ხარ­დათ, ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მათ".

რაც შე­ე­ხე­ბა ლა­გო­დე­ხე­ლი ვარ­სკვლა­ვის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, გო­გო­ნა პრა­ღა­ში, ელ­ტონ ჯო­ნის კონ­ცერ­ტზე გამ­გზავ­რე­ბას დას­თან ერ­თად აპი­რებს, მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას კი აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს: "სიმ­ღე­რას თავი არ უნდა და­ვა­ნე­ბო. ხალ­ხმა იმ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა, რომ ეს ჩემი დიდი შეც­დო­მა და ხალ­ხის ღა­ლა­ტი იქ­ნე­ბა, რომ მომ­ღერ­ლო­ბა არ გა­ვაგ­რძე­ლო".

"ეს ხმა მარ­ტო აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლებს და ბარ­ბა­რას აქვთ" - ასე შე­ა­ფა­სა ნიკა გვა­რა­მი­ამ ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძის ტრი­უმ­ფა­ლუ­რი გა­მოს­ვლა "ნი­ჭი­ე­რის" ფი­ნალ­ში. სწო­რედ ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხმით გა­მორ­ჩე­ულ გო­გო­ნას მა­ყუ­რე­ბელ­თა შე­მო­სუ­ლი ზა­რე­ბის 49 პრო­ცენ­ტმა, თით­ქმის 60 ათას­მა ადა­მი­ან­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი.

VIDEO| "გა­მარ­ჯვე­ბი­სას ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და მე­ძი­ნე­ბო­და" - ბარ­ბა­რას პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კა­ხუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"არ მჯერა, სიზმარში ვარ და გავიღვიძებ!" - 15 წლის ბარბარა სამხარაძის პირველი ემოციები "ნიჭიერის" მოგების შემდეგ

"არ მჯერა, სიზმარში ვარ და გავიღვიძებ!" - 15 წლის ბარბარა სამხარაძის პირველი ემოციები "ნიჭიერის" მოგების შემდეგ

15 წლის ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძის ცხოვრება ერთ ღამეში რადიკალურად შეიცვალა. ქვეყნის ყველაზე "ნიჭიერის" ტიტულის გარდა, ბარბარამ თბილისში 3-ოთახიანი ბინა, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი, 5000-ლარიანი ვაუჩერი და პრაღაში ორკაციანი საგზური მიიღო, ელტონ ჯონის კონცერტზე.

"არ მჯერა, სიზმარში ვარ და ხვალ გავიღვიძებ! მეტყობა, რომ ველოდი? მგონი, ჩემ გარდა ყველა ელოდა. მადლობა ყველას! ცხოვრება ახლა დავიწყე", - აცრემლებულმა ბარბარამ პირველი ემოციები სცენაზევე გაუზიარა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.

იხილეთ ვიდეო: წუთები, როცა ბარბარა გამარჯვებულად დაასახელეს

"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში სტუმრობისას ბარბარამ გამარჯვების პირველ ემოციებზე ისაუბრა: "ერთადერთი, რასაც სცენაზე იმ მომენტში ვგრძნობდი, იყო ის, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. ეს იყო საოცარი შეგრძნება, ასეთი რამ პირველად ვნახე - ყველა კონკურსანტი მეუბნებოდა: "ჩემებს ვუთხარი, მე არ დამირეკონ, შენ დაგირეკონო. ჩემზე ძალიან მგონი მათ გაუხარდათ, ამისთვის დიდი მადლობა მათ".

რაც შეეხება ლაგოდეხელი ვარსკვლავის სამომავლო გეგმებს, გოგონა პრაღაში, ელტონ ჯონის კონცერტზე გამგზავრებას დასთან ერთად აპირებს, მუსიკალურ კარიერას  კი აუცილებლად გააგრძელებს: "სიმღერას თავი არ უნდა დავანებო. ხალხმა იმხელა მხარდაჭერა გამოხატა, რომ ეს ჩემი დიდი შეცდომა და ხალხის ღალატი იქნება, რომ მომღერლობა არ გავაგრძელო".

"ეს ხმა მარტო აფროამერიკელებს და ბარბარას აქვთ" - ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ ბარბარა სამხარაძის ტრიუმფალური გამოსვლა "ნიჭიერის" ფინალში. სწორედ ამ განსაკუთრებული ხმით გამორჩეულ გოგონას მაყურებელთა შემოსული ზარების 49 პროცენტმა, თითქმის 60 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

VIDEO| "გამარჯვებისას ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა" - ბარბარას პირველი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ კახური გულწრფელობით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება