2016 ''ჩემი ცოლის მსახიობი'' თინა მახარაძე შეყვარებულ დიმუ მენაბდესთან ერთად ხშირად მოგზაურობს. ამჯერად წყვილმა ბარსელონაში დასვენება გადაწყვიტა. თინას და დიმუს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში ეროტიულ ფოტოებს აქვეყნებენ და ამით სხვებს ცუდ მაგალითს აძლევენ. ბევრი წყვილის დაშორებასაც წინასწარმეტყველებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თინა და დიმუ ერთად თავს არაჩვეულებრივად რომ გრძნობენ, ეს ბარსელონაში გადაღებული ფოტოებიდანაც კარგად ჩანს.