სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელოვანი დეპუტატები" - რა მიღწევები ჰქონდათ კულტურისა და სპორტის მოღვაწეებს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში
"ხელოვანი დეპუტატები" - რა მიღწევები ჰქონდათ კულტურისა და სპორტის მოღვაწეებს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში

მას შემ­დეგ, რაც ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის კო­ა­ლი­ცი­ის გა­და­ხა­ლი­სე­ბა მოხ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ ცხრე­ბა ინ­ტე­რე­სი, თუ ვინ იქ­ნე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­არ­ჩევ­ნო სიის მიღ­მა დარ­ჩე­ბა. ამას გარ­და, ექს-პრე­მი­ერ­მა ისიც დას­ძი­ნა, რომ პარ­ლა­მენ­ტში უნდა იყ­ვნენ შე­სა­ბა­მი­სი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ნაკ­ლე­ბად ხე­ლო­ვა­ნე­ბი.

ეს თემა კვლავ გა­აქ­ტი­ურ­და მას შემ­დეგ, რაც პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ "არ­სე­ბუ­ლი სი­ჭარ­ბით, მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში ჩვენს რი­გებ­ში მსა­ხი­ო­ბებ­სა და სპორ­ტსმე­ნებს არ იხი­ლავთ". მი­სი­ვე თქმით, მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში აქ­ცენ­ტი კონ­კრე­ტულ სფე­რო­ებ­ში გა­მოც­დილ, პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­კეთ­დე­ბა.

2012 წელს არ­ჩე­ულ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში 12-მდე ხე­ლო­ვა­ნი და სპორ­ტსმე­ნია. ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პარ­ტი­ულ სი­ა­ში შეყ­ვა­ნა წინა მთავ­რო­ბე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­შიც გვახ­სოვს, ასე რომ, ქვე­მოთ გთა­ვა­ზობთ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დრო­ი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მოღ­ვა­წე ხე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სიას:

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი - მწე­რა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი 1991-1995 წლებ­ში. სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის და აღორ­ძი­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

ვაჟა ოთა­რაშ­ვი­ლი - პო­ე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­სი­ის მდი­ვა­ნი 1991 - 1995 წლებ­ში.

ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე - კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 1991-1995 წლებ­ში, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - ბლო­კი "ერ­თო­ბა".

ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი - პო­ე­ტი, 1995 და 1999 წლებ­ში იყო პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი. სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - "სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბის კავ­ში­რი"

და­ვით მაღ­რა­ძე - პო­ე­ტი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 1999-2004 წლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი" (სმკ).

მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი - პო­ე­ტი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - "სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბა".

რეზო მიშ­ვე­ლა­ძე - მწე­რა­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 1999-2004 წლებ­ში. სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - "სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბა"

გი­ორ­გი ასა­ნი­ძე - სპორ­ტსმე­ნი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი. სა­ქარ­თვე­ლოს მე­ექ­ვსე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2004-2008, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - დე­მოკ­რა­ტე­ბი".

გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი - მსა­ხი­ო­ბი, პარ­ლა­მენ­ტის მეშ­ვი­დე მოწ­ვე­ვის წევ­რი 2008-2012 წლებ­ში. სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის"

ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი - ფოლკ­ლო­რის­ტი, ვო­კა­ლურ ან­სამ­ბლ "რუს­თა­ვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი. მეშ­ვი­დე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 2008-2012 წლებ­ში, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის"

ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე - მომ­ღე­რა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 2008-2013 წლებ­ში.

გოგა ხა­ინ­დრა­ვა - რე­ჟი­სო­რი, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში 2004-2006 წლებ­ში, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 2008-2012 წლებ­ში, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია (ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო, მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი)".

გოგა ხა­ჩი­ძე - მას პო­ლი­ტა­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის დიდი ის­ტო­რია აქვს, თუმ­ცა თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი სცე­ნი­დან აღ­მოჩ­ნდა. ჯგუფ "სა­ხის" ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი 2004 წელს პარ­ლა­მენ­ტში პარ­ტი­უ­ლი სიით მოხ­ვდა. ამ­ჟა­მად, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის "გირ­ჩის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი - ძი­უ­დო­ის­ტი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

ელ­დარ (ლუკა კურ­ტა­ნი­ძე) - სპორ­ტსმე­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე, მსოფ­ლი­ო­სა და ვე­რო­პის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 2012 წლი­დან. სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"

შოთა ხა­ბა­რე­ლი - ძი­უ­დო­ის­ტი, მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი 2012 წლი­დან.

ლერი ხა­ბე­ლო­ვი - მო­ჭი­და­ვე, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 2012 წლი­დან, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი - "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"

სოსო ჯაჭვლი­ა­ნი - მსა­ხი­ო­ბი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 2012 წლი­დან, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე ხე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კოსს და­უ­კავ­შირ­და და პარ­ლა­მენ­ტში მათი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა სთხო­ვა:

ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე: 3 წელი ვი­ყა­ვი უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი. იმ პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­ნო­ნი რაც მი­ვი­ღეთ, იყო სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­უქ­მე­ბა. მა­შინ ჯერ უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი არ ვი­ყა­ვი, გახ­ლდით "ლი­ბე­რა­ლუ­რი ფრაქ­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე და წვლი­ლი მი­მი­ძღვის ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა­ში. ვფიქ­რობ, ეს იყო გარ­დამ­ტე­ხი ჩემს სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა­ში. ამას გარ­და, ვი­ყა­ვი ევ­რო­საბ­ჭო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ამ დე­ლე­გა­ცი­ა­ში შე­დი­ოდ­ნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, კახა ჩი­ტა­ია, ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი და ვანო ღუ­ღუ­ნაშ­ვი­ლი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ევ­რო­პის საბ­ჭო­ში მი­ღე­ბის მომ­ზა­დე­ბა იყო. ბევ­რი შრო­მის შე­დე­გად, 1999 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­საბ­ჭო­ში მი­ი­ღეს. ამის მერე და­ვი­ნიშ­ნე ელ­ჩად ევ­რო­საბ­ჭო­ში და ამით შე­წყდა ჩემი სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა.

გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი: მე ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე. რა თქმა უნდა, ჩემი მხრი­დან იყო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბიც კო­მი­ტეტ­ში. ამას გარ­და, მე ვი­ყა­ვი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის წევ­რი და აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რეზო მიშ­ვე­ლა­ძე: პარ­ლა­მენ­ტში ვი­ყა­ვი ეროვ­ნულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე. ეს კო­მი­ტე­ტი აწეს­რი­გებ­და ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბებ­სა და ქარ­თველ ხალ­ხს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კო­მი­ტეტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ხე­ლი გა­და­არ­ქვა და და­არ­ქვეს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი. მერე ესეც გა­და­არ­ქვეს და ეწო­და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი. პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლი­სას რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა მინ­დო­და. პირ­ვე­ლი ეხე­ბო­და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ბუ­თებ­ში ეროვ­ნე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი სტა­ტუ­სის დაბ­რუ­ნე­ბას. მინ­დო­და და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა შე­ვარ­დნა­ძის, ჟვა­ნი­ას, ბურ­ჯა­ნა­ძის და სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ ამო­ღე­ბუ­ლი ეროვ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ბუ­თე­ბი­დან. მი­უ­ხე­და­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბი­სა, დღეს კვლავ არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა ეს პრობ­ლე­მა. მე­ო­რე სა­კი­თხი, რისი გა­და­წყვე­ტაც მინ­დო­და, ეხე­ბა ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მწი­ფო ენად გა­მო­ცხა­დე­ბას. ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტის კა­ნო­ნით ეს სა­კი­თხი დღე­საც კი გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. ჩემი და გუ­რამ შა­რა­ძის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი დღე­საც პარ­ლა­მენ­ტის თა­რო­ზე დევს.

შოთა ხა­ბა­რე­ლი: გახ­ლა­ვართ სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე. ყვე­ლა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც იხი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, თუ ეს თე­მა­ტუ­რად სპორ­ტს ეხე­ბა, გა­ნი­ხი­ლე­ბა ჩვენს კო­მი­ტეტ­ში. ვმუ­შა­ობთ აქ­ტი­უ­რად, მა­გა­ლი­თად, გა­ვა­კე­თეთ სპორ­ტის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის ერთ-ერთი ავ­ტო­რი პი­რა­დად მე ვარ. ჩვე­ნი კო­მი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სულ მალე სე­სი­ა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლად გავა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ფე­დე­რა­ცი­ე­ბი არ უნდა ეწე­ოდ­ნენ კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

"ხელოვანი დეპუტატები" - რა მიღწევები ჰქონდათ კულტურისა და სპორტის მოღვაწეებს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში

"ხელოვანი დეპუტატები" - რა მიღწევები ჰქონდათ კულტურისა და სპორტის მოღვაწეებს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში

მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის გადახალისება მოხდება, საზოგადოებაში არ ცხრება ინტერესი, თუ ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვინც საარჩევნო სიის მიღმა დარჩება. ამას გარდა, ექს-პრემიერმა ისიც დასძინა, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები და ნაკლებად ხელოვანები.

ეს თემა კვლავ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ". მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

2012 წელს არჩეულ საპარლამენტო უმრავლესობაში 12-მდე ხელოვანი და სპორტსმენია. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების პარტიულ სიაში შეყვანა წინა მთავრობების გამოცდილებაშიც გვახსოვს, ასე რომ, ქვემოთ გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას დროიდან დღემდე საქართველოს პარლამენტში მოღვაწე ხელოვანი პოლიტიკოსების სიას:

ჭაბუა ამირეჯიბი - მწერალი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 1991-1995 წლებში. საარჩევნო ბლოკი - ეროვნული თანხმობის და აღორძინების გაერთიანება.

ვაჟა ოთარაშვილი - პოეტი, საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი და იურიდიული კომისიის მდივანი 1991 - 1995 წლებში.

ლანა ღოღობერიძე - კინორეჟისორი, პარლამენტის წევრი 1991-1995 წლებში, საარჩევნო ბლოკი - ბლოკი "ერთობა".

ჯანსუღ ჩარკვიანი - პოეტი, 1995 და 1999 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი. საარჩევნო ბლოკი - "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი"

დავით მაღრაძე - პოეტი, პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საარჩევნო ბლოკი - "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" (სმკ).

მუხრან მაჭავარიანი - პოეტი, პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი - "საქართველოს აღორძინება".

რეზო მიშველაძე - მწერალი, პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში. საარჩევნო ბლოკი - "საქართველოს აღორძინება"

გიორგი ასანიძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი. საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი, 2004-2008, საარჩევნო ბლოკი - "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები".

გია როინიშვილი - მსახიობი, პარლამენტის მეშვიდე მოწვევის წევრი 2008-2012 წლებში. საარჩევნო ბლოკი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის"

ანზორ ერქომაიშვილი - ფოლკლორისტი, ვოკალურ ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი. მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში, საარჩევნო ბლოკი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის"

ნუგზარ ერგემლიძე - მომღერალი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2013 წლებში.

გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში 2004-2006 წლებში, პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში, საარჩევნო ბლოკი - "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)".

გოგა ხაჩიძე - მას პოლიტაკაში მოღვაწეობის დიდი ისტორია აქვს, თუმცა თავის დროზე პოლიტიკურ სცენაზე მუსიკალური სცენიდან აღმოჩნდა. ჯგუფ "სახის" ყოფილი სოლისტი 2004 წელს პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა. ამჟამად, პარლამენტის წევრი და ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ზურაბ ზვიადაური - ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის წევრი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კოალიცია "ქართული ოცნება".

ელდარ (ლუკა კურტანიძე) - სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოსა და ვეროპის მრავალგზის ჩემპიონი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წლიდან. საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"

შოთა ხაბარელი - ძიუდოისტი, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნების" წევრი 2012 წლიდან.

ლერი ხაბელოვი - მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის წევრი 2012 წლიდან, საარჩევნო ბლოკი - "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"

სოსო ჯაჭვლიანი - მსახიობი, პარლამენტის წევრი 2012 წლიდან, საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება".

AMBEBI.GE რამდენიმე ხელოვან პოლიტიკოსს დაუკავშირდა და პარლამენტში მათი პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასება სთხოვა:

ლანა ღოღობერიძე: 3 წელი ვიყავი უმრავლესობის ლიდერი. იმ პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონი რაც მივიღეთ, იყო სიკვდილით დასჯის გაუქმება. მაშინ ჯერ უმრავლესობის ლიდერი არ ვიყავი, გახლდით "ლიბერალური ფრაქციის" თავმჯდომარე და წვლილი მიმიძღვის ამ კანონპროექტის მიღებაში. ვფიქრობ, ეს იყო გარდამტეხი ჩემს საპარლამენტო ცხოვრებაში. ამას გარდა, ვიყავი ევროსაბჭოში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი. ამ დელეგაციაში შედიოდნენ მიხეილ სააკაშვილი, კახა ჩიტაია, ირინა სარიშვილი და ვანო ღუღუნაშვილი. ჩვენი მთავარი საქმიანობა ევროპის საბჭოში მიღების მომზადება იყო. ბევრი შრომის შედეგად, 1999 წელს საქართველოს ევროსაბჭოში მიიღეს. ამის მერე დავინიშნე ელჩად ევროსაბჭოში და ამით შეწყდა ჩემი საპარლამენტო საქმიანობა.

გია როინიშვილი: მე ვიყავი საქართველოს პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან იყო ინიციატივებიც კომიტეტში. ამას გარდა, მე ვიყავი ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი და აქტიურად ვმუშაობდი ამ მიმართულებით.

რეზო მიშველაძე: პარლამენტში ვიყავი ეროვნულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ეს კომიტეტი აწესრიგებდა ეროვნულ უმცირესობებსა და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის საკითხებს. მოგვიანებით, კომიტეტს მიხეილ სააკაშვილმა სახელი გადაარქვა და დაარქვეს ეროვნული ინტეგრაციის კომიტეტი. მერე ესეც გადაარქვეს და ეწოდა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. პარლამენტში შესვლისას რამდენიმე საკითხის მოგვარება მინდოდა. პირველი ეხებოდა სამოქალაქო საბუთებში ეროვნების აღმნიშვნელი სტატუსის დაბრუნებას. მინდოდა დამებრუნებინა შევარდნაძის, ჟვანიას, ბურჯანაძის და სააკაშვილის მიერ სრულიად უკანონოდ ამოღებული ეროვნება ოფიციალური საბუთებიდან. მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, დღეს კვლავ არ მოგვარებულა ეს პრობლემა. მეორე საკითხი, რისი გადაწყვეტაც მინდოდა, ეხება ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. ჩვენი პარლამენტის კანონით ეს საკითხი დღესაც კი გადაწყვეტილი არ არის. ჩემი და გურამ შარაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღესაც პარლამენტის თაროზე დევს.

შოთა ხაბარელი: გახლავართ სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ყველა კანონპროექტი, რომელიც იხილება პარლამენტში, თუ ეს თემატურად სპორტს ეხება, განიხილება ჩვენს კომიტეტში. ვმუშაობთ აქტიურად, მაგალითად, გავაკეთეთ სპორტის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი ავტორი პირადად მე ვარ. ჩვენი კომიტეტის ინიციატივით, სულ მალე სესიაზე განსახილველად გავა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, სპორტული ფედერაციის პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ფედერაციები არ უნდა ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცესი უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო

ღარიბაშვილი, კობახიძე, თალაკვაძე და კალაძე პატრიარქთან - რა ფოტოს ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?