სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს იარაღი ქართულ "შავ ბაზარზე" და როგორ ხვდება არალეგალური გზით მყიდველამდე
რა ღირს იარაღი ქართულ "შავ ბაზარზე" და როგორ ხვდება არალეგალური გზით მყიდველამდე

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში 500 მი­ლი­ო­ნი ერ­თე­უ­ლი გა­უ­ფორ­მე­ბე­ლი, არა­ლე­გა­ლუ­რი, მსუ­ბუ­ქი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღია კრი­მი­ნალ­თა ხელ­ში. ამის გამო და­სავ­ლე­თი შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი ია­რა­ღის უკან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ტრა­გე­დია დგას.

ია­რა­ღის შოვ­ნა არა­ლე­გა­ლუ­რად უფრო მე­ტად იოლი და შე­საძ­ლე­ბე­ლია იქ, სა­დაც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ან ცოტა ხნის წინ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლოც, დღემ­დე იმ­კის ამ კუ­თხით, აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომე­ბის შე­დე­გებს.

ჩემი ინ­კოგ­ნი­ტო რეს­პონ­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შავ ბა­ზარ­ზე გა­სა­ყი­დი ია­რა­ღის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და, რა­მაც თა­ვის მხრივ, ია­რა­ღის გაძ­ვი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში TT-ს ტი­პის პის­ტო­ლე­ტი შავ ბა­ზარ­ზე 1500-2000 დო­ლა­რი ღირს, 10-15 წლის წინ კი მისი ფასი 100-200 დო­ლა­რი იყო. ცნო­ბი­ლი BERETA წლე­ბის წინ 250-300 დო­ლა­რი ღირ­და, ახლა კი მისი ფასი 2500-3000 დო­ლა­რია.

თუმ­ცა, ია­რა­ღის ფასი იმა­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ სად ყი­დუ­ლობ. ის შე­და­რე­ბით ია­ფია იქ, სა­დაც ცოტა ხნის წინ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვის­გან ყი­დუ­ლობ. შე­საძ­ლოა, ვინ­მეს გა­უ­ფორ­მე­ბე­ლი ია­რა­ღის თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა უნ­დო­დეს და ია­ფად დათ­მოს. დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე იაფი მსუ­ბუ­ქი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი შავ ბა­ზარ­ზე არის ნა­გა­ნი. მისი ფასი 500-1000 დო­ლა­რია. მსუ­ბუქ ცე­ცხლსას­როლ ია­რა­ღად მი­იჩ­ნე­ვა ის, რო­მე­ლიც რა თქმა უნდა, ის­ვრის და რომ­ლის ტა­რე­ბაც შე­უმ­ჩნევ­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

2008 წლის 5-დღი­ა­ნი ომის დროს რო­გორც რუსი, ისე ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ხელ­ში უამ­რა­ვი ია­რა­ღი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის გა­ყიდ­ვაც შავ ბა­ზარ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. მათი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არც ისე ცოტა გახ­ლდათ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკვე იყი­დე­ბო­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალ­ში, ასე­ვე - ყუ­ბან­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძი­რი­თა­დად რუ­სუ­ლი მხა­რის ია­რა­ღი იყი­დე­ბო­და, რად­გან ჩვენ­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ქარ­თვე­ლი ოფიც­რე­ბის კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი კი აგ­ვის­ტოს ომამ­დე, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და რუ­სეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 ათა­სი დო­ლა­რი ღირ­და, ომის შემ­დეგ მისი ფასი 1000 დო­ლა­რამ­დე და­ე­ცა.

ამ პე­რი­ოდ­ში "კა­პი­კე­ბად" შე­იძ­ლე­ბო­და ამე­რი­კუ­ლი კა­რა­ბი­ნის - M-4-ის ყიდ­ვა. "კა­ლაშ­ნი­კო­ვის" ფასი კი თით­ქმის არ შეც­ვლი­ლა.

აფხა­ზე­თის ომის დროს, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი შინ ზღვით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ისი­ნი გემ­ზე, ზღვა­ში გას­ვლამ­დე ერ­თგვა­რი რი­ტუ­ა­ლი­ვით ატა­რებ­დნენ - ნა­ა­ლა­ფარ ია­რაღს ორი­ვე ხელ­ში და­ი­ჭერ­დნენ და ზღვას და­ცხრი­ლავ­დნენ ან ჰა­ერ­ში ცლიდ­ნენ მჭიდს. ამის შემ­დეგ ია­რაღს გემ­ბა­ნი­დან პირ­და­პირ ზღვა­ში გა­და­უ­ძა­ხებ­დნენ ხოლ­მე. ამ ად­გი­ლებ­ში მა­შინ ხში­რად შეხ­ვდე­ბო­დით მოყ­ვა­რულ მყვინ­თა­ვებს, რომ­ლე­ბიც ზღვა­ში ჩაყ­რილ ია­რაღ­ზე ნა­დი­რობ­დნენ და შემ­დეგ შავ ბა­ზარ­ზე ყიდ­დნენ.

შავ ბა­ზარ­ზე ასე­ვე შეხ­ვდე­ბით ცე­ცხლსას­რო­ლად გა­და­კე­თე­ბულ გა­ზის პის­ტო­ლეტს. ეს გა­ცი­ლე­ბით ია­ფია და ამა­ვე დროს, დამ­ნა­შა­ვეს ხელს აძ­ლევს, რად­გან ის არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია, "სუფ­თაა" და ძნე­ლია, ასე­თი ია­რა­ღით მკვლე­ლის მიგ­ნე­ბა. გა­და­კე­თე­ბულ პის­ტო­ლეტს მა­ყუ­ჩიც უკეთ­დე­ბა. ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია პის­ტო­ლე­ტი "მარ­გო­ლი­ნა", 8 მმ-იანი კა­ლიბ­რით და თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის პის­ტო­ლე­ტე­ბი, რო­მელ­თა ფა­სიც 60-100 დო­ლა­რია.

ამ­ჟა­მად, ერთ-ერთი ცხე­ლი წერ­ტი­ლი გახ­ლავთ უკ­რა­ი­ნა. კი­ევ­სა და მთელს უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვი­სუფ­ლად, მეტ­როს შე­სას­ვლე­ლებ­შიც კი იყი­დე­ბა სას­ტარ­ტო, ე.წ. სპორ­ტუ­ლი პის­ტო­ლე­ტი, რომ­ლის ცე­ცხლსას­როლ, საბ­რძო­ლო ია­რა­ღად გა­და­კე­თე­ბა ძალ­ზე იო­ლად ხდე­ბა. უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ტერ­ნე­ტით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი არა­ლე­გა­ლუ­რი ია­რა­ღის ყიდ­ვა. სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში წერთ - "ვყი­დი ია­რაღს" და უამ­რავ ვა­რი­ანტს აღ­მო­ა­ჩენთ.

არა­ლე­გა­ლუ­რი ია­რა­ღი, რაღა თქმა უნდა, "არა­ლე­გა­ლუ­რი" მიზ­ნე­ბის­თვის იყი­დე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ცხე­ლი წერ­ტი­ლი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, კონ­ტრა­ბან­დის სა­ხით შე­მო­ვი­დეს ქვე­ყა­ნა­ში. რო­დე­საც ია­რა­ღის ქარ­თუ­ლი შავი ბაზ­რით და­ვინ­ტე­რეს­დი, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას წა­ვა­წყდი.

ვცა­დე გა­მე­გო, სად, რო­გორ, რა ფა­სად შე­იძ­ლე­ბა ია­რა­ღის ყიდ­ვა შავ ბა­ზარ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­გიყ­ვე­ბით დე­ტა­ლუ­რად, რა გზა გა­ვი­ა­რე, რომ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მო­მე­პო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ძი­ე­ბის შე­დეგს მო­გახ­სე­ნებთ: თუ ადა­მი­ანს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა უნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ისე­თი ია­რა­ღის შოვ­ნა, რო­მე­ლიც გა­უ­ფორ­მე­ბე­ლია და რომ­ლი­თაც მა­ნამ­დე და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­დე­ნი­ლა. თუმ­ცა, იმი­სათ­ვის, რომ ია­რა­ღი იყი­დო, სა­ჭი­როა, ჯერ მი­აგ­ნო ადა­მი­ანს, ვინც ამ საქ­მე­ში გარ­კვე­უ­ლია. ასეთ დროს ნდო­ბის ფაქ­ტო­რი არის მთა­ვა­რი - სან­დო კაცი, რო­მე­ლიც არ იტყვის, რომ ია­რა­ღი მოგ­ყი­და.

ასე­თი ადა­მი­ა­ნის მო­ძებ­ნა ყო­ფილ მებ­რძო­ლებ­ში უფრო უპ­რი­ა­ნია. ან გჭირ­დე­ბა შუ­ა­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო ადა­მი­ან­თან ისე და­გა­კავ­ში­რებს, რომ შე­საძ­ლოა, მყიდ­ვე­ლი­სა და გამ­ყიდ­ვე­ლის შეხ­ვედ­რა არც მოხ­დეს. თვი­თონ ამა­ში გარ­კვე­ულ თან­ხას იღებს. სა­ერ­თოდ, არ­ჩე­ვა­ნი შე­საძ­ლოა, ფარ­თო იყოს, მაგ­რამ რო­დე­საც შუ­ა­მა­ვალს ეტყვი, რო­გო­რი ტი­პის ია­რა­ღი გინ­და, ამის შემ­დეგ რა­საც შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ, უნდა და­თან­ხმდე. მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღი ორ­ჯერ ძვი­რი ღირს.

საქ­მე­ში კარ­გად ჩა­ხე­დულ­მა ადა­მი­ან­მა მი­თხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ლე­გა­ლუ­რი ია­რა­ღი ძა­ლი­ან ცო­ტაა. თით­ქმის არ იშო­ვე­ბა. ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, თუ ვინ­მეს ასე­თი გა­აჩ­ნდა, ყვე­ლამ გა­ი­ფორ­მა ან თა­ვი­დან მო­ი­შო­რა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გამო.

ახლა გა­ცი­ლე­ბით იო­ლია ია­რა­ღი ყა­რა­ბა­ღი­დან, ჩეჩ­ნე­თი­დან, აფხა­ზე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან შე­მო­გი­ტა­ნონ. ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გენ­დო­ბი­ან. 3-4 დღეა სა­ჭი­რო, რომ ია­რა­ღი კლი­ენ­ტამ­დე მი­ვი­დეს, თუმ­ცა, გა­აჩ­ნია, სა­ი­დან შე­მო­აქვთ. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სა­ზღვრის გვერ­დის ავ­ლით, მთის ბი­ლი­კე­ბით გად­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში. შუ­ა­მავ­ლის ხელ­ში სა­ზღვარ­თან ახ­ლოს­ვე გა­და­დის და შემ­დეგ, მყიდ­ვე­ლამ­დე მი­დის. ყვე­ლა­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ამ­ჟა­მად ყა­რა­ბა­ღი­დან და აფხა­ზე­თი­და­ნაა ია­რა­ღის გად­მო­ტა­ნა. სა­მეგ­რე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა მცხოვ­რებ­მა იცის ბი­ლი­კე­ბი, რომ­ლი­თაც აფხა­ზეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად შე­უძ­ლია გა­დას­ვლა და ბევ­რს იქ აქვს სა­ჭი­რო კავ­ში­რე­ბიც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­უ­ჩე­ნარს გა­ა­ჩე­ნენ, თუ კარ­გად გა­და­იხ­დი.

ყა­რა­ბა­ღი­დან ძი­რი­თა­დად იქა­ურ მა­ცხოვ­რებ­ლებს გად­მო­აქვთ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა არ უწევს. გა­რი­გე­ბა ხდე­ბა უსაფრ­თხო ად­გი­ლებ­ში, უმე­ტეს­წი­ლად შუ­ა­მავ­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, რად­გან ურ­ჩევ­ნია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოს, რომ მან­ქა­ნა­ში მო­სას­მე­ნი ან ვი­დე­ო­ა­პა­რა­ტუ­რა არ დგას.

ალ­ბათ ბევ­რს გა­უკ­ვირ­დე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­რა­ღის ყიდ­ვა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ია­რა­ღი გა­სა­ყი­დად ღიად დევს სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე, მაგ­რამ ის კრი­მი­ნალ­თა ინ­ტე­რესს არ წარ­მო­ად­გენს.

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში კარ­გად გარ­კვე­ულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან, რომ არ­სე­ბობს პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ანო­ნი­მუ­რი ქსე­ლუ­რი კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და მას TOR (THE ONION ROUTER) ჰქვია. ეს გახ­ლავთ და­ცუ­ლი, ანო­ნი­მუ­რი ქსე­ლი, რო­მე­ლიც ე.წ. ინ­ტერ­ნეტ­ში ვირ­ტუ­ა­ლურ გვი­რა­ბებს წარ­მო­ად­გენს და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­შიფ­რუ­ლი სა­ხით გა­და­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. პროგ­რა­მა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, დარ­ჩე ანო­ნი­მად სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­ზე, ბლო­გე­ბის შექ­მნი­სას, იცავს მომ­ხმა­რე­ბელს ტრა­ფი­კის ანა­ლი­ზის მე­ქა­ნიზ­მის­გან, რაც კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის, საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბას საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის.

TOR-ს ასე­ვე "ღრმა", "ბნელ" ინ­ტერ­ნეტს უწო­დე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბენ კრი­მი­ნა­ლე­ბიც, რო­მელ­თა შო­რის ია­რა­ღით მო­ვაჭ­რე­ნიც არი­ან.

გამ­ყიდ­ველ­თან მი­მო­წე­რა შიფ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. ის სა­იტ­ზე ღიად დებს "გა­სა­ღებს", რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მი­მო­წე­რის ტექ­სტი და­შიფ­როს, მაგ­რამ მისი გა­შიფვ­რა მხო­ლოდ გამ­ყიდ­ველს შე­უძ­ლია. ამ­რი­გად იქ­მნე­ბა სან­დო სის­ტე­მა, რომ­ლის გა­ტეხ­ვაც თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

თან­ხის გა­დახ­და ხდე­ბა სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ის, ე.წ. ბიტ­კო­ი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით. ბიტ­კო­ი­ნი გახ­ლავთ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, თა­ვი­ან­თი თან­ხე­ბი სრუ­ლად გან­კარ­გონ. იმი­სათ­ვის, რომ "სა­ფუ­ლე" შექ­მნა, არაა სა­ჭი­რო რე­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი და გვა­რი, პი­რა­დი ნო­მე­რი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტაც კი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი თან­ხა გა­და­რი­ცხო (ბიტ­კო­ი­ნის სა­ხით, რა თქმა უნდა) ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში და ამ დროს არაა სა­ჭი­რო ცენ­ტრა­ლუ­რი სერ­ვე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ტრან­ზაქ­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნი­დან - მე­ო­რემ­დე. არ არის და­წე­სე­ბუ­ლი ლი­მი­ტი, ხოლო ტრან­ზაქ­ცი­ის­თვის ძალ­ზე ცოტა პრო­ცენ­ტია გა­და­სახ­დე­ლი.

ამ­გვა­რად, ეს სამი ტექ­ნო­ლო­გია (TOR-ი, და­შიფვ­რა და ბიტ­კო­ი­ნი) სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ადა­მი­ანს, არა მხო­ლოდ ია­რა­ღით, არა­მედ სხვა არა­ლე­გა­ლუ­რი სა­ქონ­ლით (თუნ­დაც ნარ­კო­ტი­კე­ბით) ივაჭ­როს და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი დარ­ჩეს.

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე ხდე­ბა: გამ­ყიდ­ვე­ლი მო­ე­ლა­პა­რა­კე­ბა ფო­რუ­მის ად­მი­ნის­ტა­ცი­ას (სა­ი­ტი ჩვე­უ­ლებ­რივ ინ­ტერ­ნეტ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ გახ­ლავთ) ია­რა­ღის გა­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე. შექ­მნის თე­მას, სა­დაც გა­ნა­თავ­სებს ია­რა­ღის ფო­ტოს, აღ­წე­რი­ლო­ბას, ფასს და შიფ­რის გა­სა­ღებს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კლი­ენ­ტე­ბი და­შიფ­რუ­ლი ტექ­სტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ახ­დე­ნენ მი­მო­წე­რას გამ­ყიდ­ველ­თან და თუ შე­თან­ხმდე­ბი­ან, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი - "გა­რან­ტი", რო­მე­ლიც გახ­ლავთ შუ­ა­მა­ვა­ლი და გა­რან­ტი, რომ მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს არ მო­ა­ტყუ­ე­ბენ.

მყიდ­ვე­ლი ბიტ­კო­ი­ნებს გა­და­რი­ცხავს "გა­რან­ტის" სა­ფუ­ლე­ში, ის ატყო­ბი­ნებს გამ­ყიდ­ველს, რომ ფული მას­თან ჩა­ი­რი­ცხა. გამ­ყიდ­ვე­ლი ატყო­ბი­ნებს კლი­ენტს, სად და­უ­ტო­ვებს ია­რაღს. თუ კლი­ენ­ტი კმა­ყო­ფი­ლია შე­ნა­ძე­ნით, ატყო­ბი­ნებს "გა­რანტს" და ის ამის შემ­დეგ გა­და­უ­რი­ცხავს გამ­ყიდ­ველს კუთ­ვნილ თან­ხას, გარ­და თა­ვი­სი (3-7%) და სა­ი­ტის (3-5%) წი­ლი­სა.

თუმ­ცა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ე.წ. გა­რან­ტი ხდე­ბა სა­ი­ტი. ის კლი­ენ­ტის მიერ გა­და­რი­ცხულ ფულს გა­ყი­ნავს მა­ნამ, სა­ნამ კლი­ენ­ტი არ შე­ა­ტყო­ბი­ნებს, რომ კმა­ყო­ფი­ლია შე­ნა­ძე­ნით. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­ი­ტის ავ­ტო­რი­ტეტ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­დე­გით ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლია. ერ­თმა გა­ყი­და, მე­ო­რემ - იყი­და და ამ დროს არა­ვის არა­ფე­რი გა­უ­გო­ნია და უნა­ხავს. სის­ტე­მა, რა თქმა უნდა, იდე­ა­ლუ­რი არ იქ­ნე­ბა და თა­ვი­სი ხარ­ვე­ზე­ბიც ექ­ნე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ამ­ჟა­მად ასე თუ ისე, მუ­შა­ობს.

ბექა ხო­ტი­ვა­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ღირს იარაღი ქართულ "შავ ბაზარზე" და როგორ ხვდება არალეგალური გზით მყიდველამდე

რა ღირს იარაღი ქართულ "შავ ბაზარზე" და როგორ ხვდება არალეგალური გზით მყიდველამდე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 500 მილიონი ერთეული გაუფორმებელი, არალეგალური, მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღია კრიმინალთა ხელში. ამის გამო დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან თითოეული ასეთი იარაღის უკან უამრავი ადამიანის ტრაგედია დგას.

იარაღის შოვნა არალეგალურად უფრო მეტად იოლი და შესაძლებელია იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ან ცოტა ხნის წინ მიმდინარეობდა. საქართველოც, დღემდე იმკის ამ კუთხით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების შედეგებს.

ჩემი ინკოგნიტო რესპონდენტის განმარტებით, გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით, საქართველოს შავ ბაზარზე გასაყიდი იარაღის რაოდენობა შემცირდა, რამაც თავის მხრივ, იარაღის გაძვირება გამოიწვია. ამჟამად საქართველოში TT-ს ტიპის პისტოლეტი შავ ბაზარზე 1500-2000 დოლარი ღირს, 10-15 წლის წინ კი მისი ფასი 100-200 დოლარი იყო. ცნობილი BERETA წლების წინ 250-300 დოლარი ღირდა, ახლა კი მისი ფასი 2500-3000 დოლარია.

თუმცა, იარაღის ფასი იმაზეცაა დამოკიდებული, თუ სად ყიდულობ. ის შედარებით იაფია იქ, სადაც ცოტა ხნის წინ გამოიყენებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, ვისგან ყიდულობ. შესაძლოა, ვინმეს გაუფორმებელი იარაღის თავიდან მოშორება უნდოდეს და იაფად დათმოს. დღესდღეობით ყველაზე იაფი მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი შავ ბაზარზე არის ნაგანი. მისი ფასი 500-1000 დოლარია. მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღად მიიჩნევა ის, რომელიც რა თქმა უნდა, ისვრის და რომლის ტარებაც შეუმჩნევლადაა შესაძლებელი.

2008 წლის 5-დღიანი ომის დროს როგორც რუსი, ისე ქართველი სამხედროების ხელში უამრავი იარაღი აღმოჩნდა, რომლის გაყიდვაც შავ ბაზარზე შესაძლებელი იყო. მათი ნაწილი, რომელიც არც ისე ცოტა გახლდათ, რამდენიმე დღეში უკვე იყიდებოდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, სოხუმსა და ცხინვალში, ასევე - ყუბანში.

საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად რუსული მხარის იარაღი იყიდებოდა, რადგან ჩვენთან არარეგისტრირებული გახლდათ. ქართველი ოფიცრების კუთვნილი იარაღი კი აგვისტოს ომამდე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში დაახლოებით 4-5 ათასი დოლარი ღირდა, ომის შემდეგ მისი ფასი 1000 დოლარამდე დაეცა.

ამ პერიოდში "კაპიკებად" შეიძლებოდა ამერიკული კარაბინის - M-4-ის ყიდვა. "კალაშნიკოვის" ფასი კი თითქმის არ შეცვლილა.

აფხაზეთის ომის დროს, რუსი სამხედროები შინ ზღვით ბრუნდებოდნენ. ისინი გემზე, ზღვაში გასვლამდე ერთგვარი რიტუალივით ატარებდნენ - ნაალაფარ იარაღს ორივე ხელში დაიჭერდნენ და ზღვას დაცხრილავდნენ ან ჰაერში ცლიდნენ მჭიდს. ამის შემდეგ იარაღს გემბანიდან პირდაპირ ზღვაში გადაუძახებდნენ ხოლმე. ამ ადგილებში მაშინ ხშირად შეხვდებოდით მოყვარულ მყვინთავებს, რომლებიც ზღვაში ჩაყრილ იარაღზე ნადირობდნენ და შემდეგ შავ ბაზარზე ყიდდნენ.

შავ ბაზარზე ასევე შეხვდებით ცეცხლსასროლად გადაკეთებულ გაზის პისტოლეტს. ეს გაცილებით იაფია და ამავე დროს, დამნაშავეს ხელს აძლევს, რადგან ის არარეგისტრირებულია, "სუფთაა" და ძნელია, ასეთი იარაღით მკვლელის მიგნება. გადაკეთებულ პისტოლეტს მაყუჩიც უკეთდება. ასევე ხელმისაწვდომია პისტოლეტი "მარგოლინა", 8 მმ-იანი კალიბრით და თურქული წარმოების პისტოლეტები, რომელთა ფასიც 60-100 დოლარია.

ამჟამად, ერთ-ერთი ცხელი წერტილი გახლავთ უკრაინა. კიევსა და მთელს უკრაინაში თავისუფლად, მეტროს შესასვლელებშიც კი იყიდება სასტარტო, ე.წ. სპორტული პისტოლეტი, რომლის ცეცხლსასროლ, საბრძოლო იარაღად გადაკეთება ძალზე იოლად ხდება. უკრაინაში ინტერნეტით არის შესაძლებელი არალეგალური იარაღის ყიდვა. საძიებო სისტემაში წერთ - "ვყიდი იარაღს" და უამრავ ვარიანტს აღმოაჩენთ.

არალეგალური იარაღი, რაღა თქმა უნდა, "არალეგალური" მიზნებისთვის იყიდება. ნებისმიერი ცხელი წერტილიდანაა შესაძლებელი, კონტრაბანდის სახით შემოვიდეს ქვეყანაში. როდესაც იარაღის ქართული შავი ბაზრით დავინტერესდი, ბევრ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი.

ვცადე გამეგო, სად, როგორ, რა ფასად შეიძლება იარაღის ყიდვა შავ ბაზარზე. სამწუხაროდ, ვერ მოგიყვებით დეტალურად, რა გზა გავიარე, რომ საჭირო ინფორმაცია მომეპოვებინა, მაგრამ ძიების შედეგს მოგახსენებთ: თუ ადამიანს დანაშაულის ჩადენა უნდა, აუცილებელია ისეთი იარაღის შოვნა, რომელიც გაუფორმებელია და რომლითაც მანამდე დანაშაული არ ჩადენილა. თუმცა, იმისათვის, რომ იარაღი იყიდო, საჭიროა, ჯერ მიაგნო ადამიანს, ვინც ამ საქმეში გარკვეულია. ასეთ დროს ნდობის ფაქტორი არის მთავარი - სანდო კაცი, რომელიც არ იტყვის, რომ იარაღი მოგყიდა.

ასეთი ადამიანის მოძებნა ყოფილ მებრძოლებში უფრო უპრიანია. ან გჭირდება შუამავალი, რომელიც საჭირო ადამიანთან ისე დაგაკავშირებს, რომ შესაძლოა, მყიდველისა და გამყიდველის შეხვედრა არც მოხდეს. თვითონ ამაში გარკვეულ თანხას იღებს. საერთოდ, არჩევანი შესაძლოა, ფართო იყოს, მაგრამ როდესაც შუამავალს ეტყვი, როგორი ტიპის იარაღი გინდა, ამის შემდეგ რასაც შემოგთავაზებენ, უნდა დათანხმდე. მაყუჩიანი იარაღი ორჯერ ძვირი ღირს.

საქმეში კარგად ჩახედულმა ადამიანმა მითხრა, რომ საქართველოში არალეგალური იარაღი ძალიან ცოტაა. თითქმის არ იშოვება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, თუ ვინმეს ასეთი გააჩნდა, ყველამ გაიფორმა ან თავიდან მოიშორა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო.

ახლა გაცილებით იოლია იარაღი ყარაბაღიდან, ჩეჩნეთიდან, აფხაზეთიდან, უკრაინიდან შემოგიტანონ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ გენდობიან. 3-4 დღეა საჭირო, რომ იარაღი კლიენტამდე მივიდეს, თუმცა, გააჩნია, საიდან შემოაქვთ. ყველა შემთხვევაში საზღვრის გვერდის ავლით, მთის ბილიკებით გადმოდის საქართველოში. შუამავლის ხელში საზღვართან ახლოსვე გადადის და შემდეგ, მყიდველამდე მიდის. ყველაზე მოსახერხებელი ამჟამად ყარაბაღიდან და აფხაზეთიდანაა იარაღის გადმოტანა. სამეგრელოს თითქმის ყველა მცხოვრებმა იცის ბილიკები, რომლითაც აფხაზეთში არალეგალურად შეუძლია გადასვლა და ბევრს იქ აქვს საჭირო კავშირებიც. შეიძლება ითქვას, რომ გაუჩენარს გააჩენენ, თუ კარგად გადაიხდი.

ყარაბაღიდან ძირითადად იქაურ მაცხოვრებლებს გადმოაქვთ. საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთა არ უწევს. გარიგება ხდება უსაფრთხო ადგილებში, უმეტესწილად შუამავლის ავტომანქანაში, რადგან ურჩევნია, დარწმუნებული იყოს, რომ მანქანაში მოსასმენი ან ვიდეოაპარატურა არ დგას.

ალბათ ბევრს გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში იარაღის ყიდვა ინტერნეტის საშუალებითაც შესაძლებელია. იარაღი გასაყიდად ღიად დევს სხვადასხვა საიტზე, მაგრამ ის კრიმინალთა ინტერესს არ წარმოადგენს.

თანამედროვე ტექნოლოგიებში კარგად გარკვეულმა ადამიანებმა იციან, რომ არსებობს პროგრამა, რომელიც ანონიმური ქსელური კავშირის საშუალებას იძლევა და მას TOR (THE ONION ROUTER) ჰქვია. ეს გახლავთ დაცული, ანონიმური ქსელი, რომელიც ე.წ. ინტერნეტში ვირტუალურ გვირაბებს წარმოადგენს და ინფორმაციის დაშიფრული სახით გადაცემის საშუალებას იძლევა. პროგრამა საშუალებას იძლევა, დარჩე ანონიმად სხვადასხვა საიტებზე, ბლოგების შექმნისას, იცავს მომხმარებელს ტრაფიკის ანალიზის მექანიზმისგან, რაც კომერციული საიდუმლოებების, საქმიანი კავშირების კონფიდენციალობას საფრთხის ქვეშ აყენებს. იდენტიფიცირება შეუძლებელია ნებისმიერი სამსახურისთვის, ძალოვანი სტრუქტურებისთვის.

TOR-ს ასევე "ღრმა", "ბნელ" ინტერნეტს უწოდებენ. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ კრიმინალებიც, რომელთა შორის იარაღით მოვაჭრენიც არიან.

გამყიდველთან მიმოწერა შიფრის საშუალებით ხდება. ის საიტზე ღიად დებს "გასაღებს", რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმოწერის ტექსტი დაშიფროს, მაგრამ მისი გაშიფვრა მხოლოდ გამყიდველს შეუძლია. ამრიგად იქმნება სანდო სისტემა, რომლის გატეხვაც თითქმის შეუძლებელია.

თანხის გადახდა ხდება სხვა ტექნოლოგიის, ე.წ. ბიტკოინის საშუალებით. ბიტკოინი გახლავთ კრიპტოვალუტა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავიანთი თანხები სრულად განკარგონ. იმისათვის, რომ "საფულე" შექმნა, არაა საჭირო რეალური სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტაც კი. ამის მიუხედავად, შესაძლებელია, ნებისმიერი თანხა გადარიცხო (ბიტკოინის სახით, რა თქმა უნდა) ნებისმიერ ქვეყანაში და ამ დროს არაა საჭირო ცენტრალური სერვერების გამოყენება. ტრანზაქცია ხორციელდება ერთი ადამიანიდან - მეორემდე. არ არის დაწესებული ლიმიტი, ხოლო ტრანზაქციისთვის ძალზე ცოტა პროცენტია გადასახდელი.

ამგვარად, ეს სამი ტექნოლოგია (TOR-ი, დაშიფვრა და ბიტკოინი) საშუალებას აძლევს ადამიანს, არა მხოლოდ იარაღით, არამედ სხვა არალეგალური საქონლით (თუნდაც ნარკოტიკებით) ივაჭროს და ძალოვანი სტრუქტურებისთვის მიუწვდომელი დარჩეს.

ტექნოლოგიურად ეს ყველაფერი ასე ხდება: გამყიდველი მოელაპარაკება ფორუმის ადმინისტაციას (საიტი ჩვეულებრივ ინტერნეტში ხელმისაწვდომი არ გახლავთ) იარაღის გაყიდვის თაობაზე. შექმნის თემას, სადაც განათავსებს იარაღის ფოტოს, აღწერილობას, ფასს და შიფრის გასაღებს. დაინტერესებული კლიენტები დაშიფრული ტექსტების საშუალებით ახდენენ მიმოწერას გამყიდველთან და თუ შეთანხმდებიან, ამ შემთხვევაში გამოჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი - "გარანტი", რომელიც გახლავთ შუამავალი და გარანტი, რომ მხარეები ერთმანეთს არ მოატყუებენ.

მყიდველი ბიტკოინებს გადარიცხავს "გარანტის" საფულეში, ის ატყობინებს გამყიდველს, რომ ფული მასთან ჩაირიცხა. გამყიდველი ატყობინებს კლიენტს, სად დაუტოვებს იარაღს. თუ კლიენტი კმაყოფილია შენაძენით, ატყობინებს "გარანტს" და ის ამის შემდეგ გადაურიცხავს გამყიდველს კუთვნილ თანხას, გარდა თავისი (3-7%) და საიტის (3-5%) წილისა.

თუმცა, ხშირ შემთხვევაში ე.წ. გარანტი ხდება საიტი. ის კლიენტის მიერ გადარიცხულ ფულს გაყინავს მანამ, სანამ კლიენტი არ შეატყობინებს, რომ კმაყოფილია შენაძენით. ამ შემთხვევაში ყველაფერი საიტის ავტორიტეტზეა დამოკიდებული. შედეგით ყველა კმაყოფილია. ერთმა გაყიდა, მეორემ - იყიდა და ამ დროს არავის არაფერი გაუგონია და უნახავს. სისტემა, რა თქმა უნდა, იდეალური არ იქნება და თავისი ხარვეზებიც ექნება, მაგრამ ფაქტია, რომ ამჟამად ასე თუ ისე, მუშაობს.

ბექა ხოტივარი

AMBEBI.GE

სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილი დააყადაღა

თბილისში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები