ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გუდაურში 12 წლის სალომე ტატიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს.
"ამდენი სულელური კანონის მიღებას ჯობია მიიღოთ კანონი, მთის პატრულირების, თუ ინსპექტირების შესახებ.
გავამკაცროთ კონტროლი სასმელზე და ნასვამ ადამიანებს არ ჰქონდეთ სრიალის უფლება.
ასევე, იქ, სადაც სრიალებენ ბავშვები მძიმე ტექნიკა არ მოძრაობდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე. თუ ეს არ იქნება დაცული, არაფერს ფასი არ ააქვს.
არც კი მინდა წარმოვიდგინო რა ხდება იმ ბავშვის ოჯახში. ღმერთო, ყველას კარგად უმყოფე შვილი", - წერს ჟორჟოლიანი.
10 იანვარს გუდაურში ტრაგიკულ შემთხვევას 12 წლის სალომე ტატიშვილი ემსხვერპლა. გოგონას დიდი სისწრაფით შეეჯახა თხილამურებით მოსრიალე 18 წლის ბიჭი. სალომე ადგილზევე დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადის.
იხილეთ ასევე: უბედური შემთხვევები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, რომელიც მძიმე ტრავმებით ან ფატალურად დასრულდა