სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველამ თავის მამიდას მოუაროს!" - სოსო ჯაჭვლიანის და ლუკა კურტანიძის კომენტარი პარლამენტს გარეთ შესაძლო დარჩენაზე
"ყველამ თავის მამიდას მოუაროს!" - სოსო ჯაჭვლიანის და ლუკა კურტანიძის კომენტარი პარლამენტს გარეთ შესაძლო დარჩენაზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში. ამას­თან, მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­გებ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბი და სპორ­ტსმე­ნე­ბი ჭარ­ბად აღარ იქ­ნე­ბი­ან. "ვა­დას­ტუ­რებთ, რომ არ­სე­ბუ­ლი სი­ჭარ­ბით, მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში ჩვენს რი­გებ­ში მსა­ხი­ო­ბებ­სა და სპორ­ტსმე­ნებს არ იხი­ლავთ. აქ­ცენ­ტი კონ­კრე­ტულ სფე­რო­ებ­ში გა­მოც­დილ, პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­კეთ­დე­ბა", - გან­მარ­ტა კო­ბა­ხი­ძემ.

აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს: მო­ჭი­და­ვე ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს და მსა­ხი­ობ სოსო ჯაჭვლი­ანს.

ლუკა კურ­ტა­ნი­ძე:

- ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ მოხ­და აპე­ლი­რე­ბა სპორ­ტსმე­ნებ­ზე და მსა­ხი­ო­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს იყ­ვნენ იუ­რის­ტე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი რომ შეძ­ლეს, ხომ ფაქ­ტია?! სწო­რედ ამის გამო ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მათ უარი უთხრა. პარ­ლა­მენ­ტი იმი­ტო­მაა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, რომ ესაა ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და იქ ხვდე­ბა ის, ვი­საც ხალ­ხი ნდო­ბას უცხა­დებს. ხალ­ხმა კი შე­იძ­ლე­ბა ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­დოს რო­გორც სპორ­ტსმენს, ისე ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს. მთვა­რია ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც პარ­ლა­მენ­ტში არი­ან, იყ­ვნენ თვითკრი­ტი­კუ­ლე­ბი, ხოლო ჩვენ ყვე­ლა ასე­თე­ბი ვართ. გვაქვს ღირ­სე­ბა და კა­რის­კენ მი­თი­თე­ბა არა­ვის გვჭირ­დე­ბა. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რა დროს რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. მე ვფიქ­რობ ყვე­ლა­ზე კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ ამ გან­ცხა­დე­ბამ­დე შიგ­ნით იქ­ნე­ბო­და მსჯე­ლო­ბა, თუ ვინ რა გა­ა­კე­თა, შიდა ანა­ლი­ზის მერე გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო გან­ცხა­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ

სოსო ჯაჭვლი­ა­ნი:

- მე მა­ინ­ტე­რე­სებს, რა და­ა­შა­ვეს მსა­ხი­ო­ბებ­მა ან სპორ­ტსმე­ნებ­მა?! რამე და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბათ ბრა­ლი (მე არა მაქვს სა­უ­ბა­რი ჩემ თავ­ზე, სულ ბო­ლო­ში ვა­ყე­ნებ ჩემ თავს). თუ ეს ხალ­ხი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, მა­შინ დავ­სა­ჯოთ. ჩვენ ხომ მი­ვი­ღეთ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი და ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი პრო­ფე­სი­ის დის­კრი­მი­ნა­ცია არაა?! მე ვსვამ კი­თხავს: ამ რე­ჟი­სო­რებ­მა, მსა­ხი­ო­ბებ­მა ან სპორ­ტსმე­ნებ­მა პარ­ლა­მენ­ტში რო­მე­ლი­მე კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს? ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე არ გიჩ­ნდე­ბათ კი­თხვა, თუ ვის შე­იძ­ლე­ბა აინ­ტე­რე­სებ­დეს ეს თემა?! სა­ერ­თო­დაც, ვინ აკე­თებს იმის რან­ჟი­რე­ბას, თუ ვინ უნდა იყოს პარ­ლა­მენ­ტში?

- ბა­ტო­ნო სოსო, რო­გორ ფიქ­რობთ, ვის შე­იძ­ლე­ბა აინ­ტე­რესბდეს?

- ეს კი­თხვა უნდა და­უს­ვათ ბა­ტონ კო­ბა­ხი­ძეს. ის ხალ­ხი, ვის­ზეც ამ­ბობს კო­ბა­ხი­ძე (რე­ჟი­სო­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და სპორ­ტსმე­ნე­ბი) პრო­ცენ­ტუ­ლად 4-5% თუ იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში. ჩვენ ხომ მივ­დი­ვართ ევ­რო­პი­სა­კენ და იქ ვნა­ხოთ რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტია და ამის შემ­დეგ ვი­ლა­პა­რა­კოთ. მერ­წმუ­ნეთ, 10%-ზე ნაკ­ლე­ბი თით­ქმის არ­სა­დაა, თუმ­ცა ამა­ზე არა­ვინ არ სა­უბ­რობს ასე­თი ფორ­მით, რო­გორც ჩვენ­თან.

- პი­რა­დად თქვენ თუ ხართ რო­მე­ლი­მე კა­ნო­ნის ინი­ცი­ა­ტო­რი?

- რო­გორ არ ვარ, შე­ვი­ტა­ნე კა­ნო­ნი "სითი-პარკთან" და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე კა­ნო­ნი რე­ლი­გი­ურ შე­უ­რა­ცხყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ეხე­ბა ყვე­ლა კონ­ფე­სი­ას. სხა­ვა­თა შო­რის, როცა მი­დის კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა, ჩვენ ყვე­ლა ბო­ლომ­დე ვართ ჩარ­თუ­ლი სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში და თუ ვინ­მეს უნდა, რომ თა­ვი­სი უნი­ა­თო­ბა სხვას გა­და­აბ­რა­ლოს, ეგ უკვე ცალ­კე თე­მაა. 2012 წელს, რო­დე­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა იწე­რე­ბო­და, სპორ­ტსმე­ნებ­მა და­წე­რეს?! ახლა ისე უნ­დათ, რომ შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­ნა­პი­რე­ბის გამო ჯოხი ჩვენ­ზე გა­და­ტე­ხონ, რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იტყო­და - ნუ­რას უკაც­რა­ვად! ერთს ვურ­ჩევ­დი, ყვე­ლამ თა­ვის მა­მი­დას მო­უ­ა­როს!

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ყველამ თავის მამიდას მოუაროს!" - სოსო ჯაჭვლიანის და ლუკა კურტანიძის კომენტარი პარლამენტს გარეთ შესაძლო დარჩენაზე

"ყველამ თავის მამიდას მოუაროს!" - სოსო ჯაჭვლიანის და ლუკა კურტანიძის კომენტარი პარლამენტს გარეთ შესაძლო დარჩენაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში. ამასთან, მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნების" რიგებში მსახიობები და სპორტსმენები ჭარბად აღარ იქნებიან. "ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება", - განმარტა კობახიძემ.

აღმასრულებელი მდივნის ამ განცხადებაზე კომენტარი ვთხოვეთ პარლამენტის წევრებს: მოჭიდავე ლუკა კურტანიძეს და მსახიობ სოსო ჯაჭვლიანს.

ლუკა კურტანიძე:

- ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხდა აპელირება სპორტსმენებზე და მსახიობებზე. მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს იყვნენ იურისტები ხელისუფლებაში, მაგრამ ქვეყნის ღალატი რომ შეძლეს, ხომ ფაქტია?! სწორედ ამის გამო ქართველმა ხალხმა მათ უარი უთხრა. პარლამენტი იმიტომაა მრავალფეროვანი, რომ ესაა ხალხის მიერ არჩეული ადამიანებისაგან დაკომპლექტებული და იქ ხვდება ის, ვისაც ხალხი ნდობას უცხადებს. ხალხმა კი შეიძლება ნდობა გამოუცხადოს როგორც სპორტსმენს, ისე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს. მთვარია ეს ადამიანები, ვინც პარლამენტში არიან, იყვნენ თვითკრიტიკულები, ხოლო ჩვენ ყველა ასეთები ვართ. გვაქვს ღირსება და კარისკენ მითითება არავის გვჭირდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა დროს რა უნდა გავაკეთოთ. მე ვფიქრობ ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ ამ განცხადებამდე შიგნით იქნებოდა მსჯელობა, თუ ვინ რა გააკეთა, შიდა ანალიზის მერე გაკეთებულიყო განცხადება და ეს ყველაფერი მოხდებოდა უმტკივნეულოდ

სოსო ჯაჭვლიანი:

- მე მაინტერესებს, რა დააშავეს მსახიობებმა ან სპორტსმენებმა?! რამე დანაშაულში ედებათ ბრალი (მე არა მაქვს საუბარი ჩემ თავზე, სულ ბოლოში ვაყენებ ჩემ თავს). თუ ეს ხალხი დამნაშავეები არიან სამშობლოს წინაშე, მაშინ დავსაჯოთ. ჩვენ ხომ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასეთი ტიპის განცხადებები პროფესიის დისკრიმინაცია არაა?! მე ვსვამ კითხავს: ამ რეჟისორებმა, მსახიობებმა ან სპორტსმენებმა პარლამენტში რომელიმე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს? ამ ყველაფრის ფონზე არ გიჩნდებათ კითხვა, თუ ვის შეიძლება აინტერესებდეს ეს თემა?! საერთოდაც, ვინ აკეთებს იმის რანჟირებას, თუ ვინ უნდა იყოს პარლამენტში?

- ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, ვის შეიძლება აინტერესბდეს?

- ეს კითხვა უნდა დაუსვათ ბატონ კობახიძეს. ის ხალხი, ვისზეც ამბობს კობახიძე (რეჟისორები, მსახიობები და სპორტსმენები) პროცენტულად 4-5% თუ იქნება პარლამენტში. ჩვენ ხომ მივდივართ ევროპისაკენ და იქ ვნახოთ რამდენი პროცენტია და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ. მერწმუნეთ, 10%-ზე ნაკლები თითქმის არსადაა, თუმცა ამაზე არავინ არ საუბრობს ასეთი ფორმით, როგორც ჩვენთან.

- პირადად თქვენ თუ ხართ რომელიმე კანონის ინიციატორი?

- როგორ არ ვარ, შევიტანე კანონი "სითი-პარკთან" დაკავშირებით, ასევე კანონი რელიგიურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ყველა კონფესიას. სხავათა შორის, როცა მიდის კანონპროექტების განხილვა, ჩვენ ყველა ბოლომდე ვართ ჩართული სამუშაო პროცესში და თუ ვინმეს უნდა, რომ თავისი უნიათობა სხვას გადააბრალოს,  ეგ უკვე ცალკე თემაა. 2012 წელს, როდესაც წინასაარჩევნო პროგრამა იწერებოდა, სპორტსმენებმა დაწერეს?! ახლა ისე უნდათ, რომ შეუსრულებელი დანაპირების გამო ჯოხი ჩვენზე გადატეხონ, როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყოდა - ნურას უკაცრავად! ერთს ვურჩევდი, ყველამ თავის მამიდას მოუაროს!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, მისი სიძის - კუშნერის მეშვეობით" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი