პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე შეთანხმდნენ "სოკართან" დახურულ კარს მიღმა - ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები შეხვედრის შემდეგ
რაზე შეთანხმდნენ "სოკართან" დახურულ კარს მიღმა - ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და ვიცე-პრე­მი­ე­რი კახა კა­ლა­ძე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კომ­პა­ნია "სო­კა­რის" წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდნენ, დას­რულ­და. და­ხუ­რულს კარს მიღ­მა გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, "სო­კა­რის" ორი­ვე მილ­სა­დე­ნი, რომ­ლე­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლო ბუ­ნებ­რივ აირს იღებს, დღეს მაქ­სი­მა­ლურ სიმ­ძლავ­რე­ზე მუ­შა­ობს, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ იგეგ­მე­ბა ისე­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ მილ­სა­დენ­ში და­მა­ტე­ბით მო­ცუ­ლო­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს.

"იყო სა­უ­ბა­რი, გან­ხილ­ვა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის, იმ ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის და დის­ბა­ლან­სის, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს ზამ­თარ-ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ერთი წლის ჭრილ­ში მთლი­ა­ნი მო­წო­დე­ბის პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ გვაქვს პი­კუ­რი მოხ­მა­რე­ბის თვე­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ხდე­ბო­და რუ­სუ­ლი გა­ზით და­ბა­ლან­სე­ბის შე­დე­გად. მე კი­დევ ერთხელ მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ აზ­რე­ბა­ი­ჯა­ნი არის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა. ჩვენ მო­მა­ვალ­შიც ვაგ­რძე­ლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. სა­უ­ბა­რი იყო გაზ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რო­მელ­საც ვა­პი­რებთ, რომ 2016 წელს და­ვი­წყოთ. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სი აქვს "სო­კარს". ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ზუს­ტად იმ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს ზამ­თარ-ზა­ფხუ­ლის მოხ­მა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. თქვენ იცით, რომ "სო­კა­რის" ორი­ვე მილ­სა­დე­ნი, რომ­ლე­ბი­თაც დღეს ბუ­ნებ­რივ აირს ვი­ღებთ, მაქ­სი­მა­ლურ სიმ­ძლავ­რე­ზე მუ­შა­ობს, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ ჩვენ ვგეგ­მავთ და არის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ისე­თი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მოგ­ვცემს ამ მილ­სა­დენ­ში და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

VIDEO| "სო­კა­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი კა­ლა­ძე-კვი­რი­კაშ­ვილ­თან და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის­თვის იგეგ­მე­ბა შაჰ დე­ნი­ზის მე­ო­რე ფა­ზის პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბაც, რაც ასე­ვე მოგ­ვცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ და­მა­ტე­ბი­თი ბუ­ნებ­რი­ვი აირი მი­ვი­ღოთ. რო­გორც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე "სო­კა­რის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ტა­რი­ფებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა. კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან გა­ზის და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბის მი­ღე­ბა დღეს ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ჩვენ ვსა­უბ­რობთ, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან გა­ზის და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბის მი­ღე­ბა დღეს ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია - ეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასეა და ჩვენ ამ დე­ფი­ციტს ვავ­სებ­დით "გა­ზპ­რო­მის" გა­ზით. ალ­ბათ, მო­მა­ვალ­შიც ასე მოხ­დე­ბა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად არის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა მოხ­დეს. ალ­ბათ, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, გა­სა­კე­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კომ­პრე­სო­რე­ბი, რომ ჩვენ ამ მილ­სა­დე­ნე­ბით მი­ვი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შაჰ-დე­ნი­ზის მე­ო­რე ფა­ზის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უკვე და­წყე­ბუ­ლია და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. 2019 წელს ჩვენ გევ­ქნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ვი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, მო­ხერ­ხდე­ბა თუ არა ის, რომ წელს დე­ფი­ცი­ტი აზ­რე­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­ზით შე­ივ­სოს, მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ წელს ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ "გა­ზპ­რო­მი­დან" ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­ღე­ბა აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა, თუკი აზ­რე­ბა­ი­ჯა­ნი და­მა­ტე­ბით მო­ცუ­ლო­ბებს გა­მო­ა­ტა­რებს, კა­ლა­ძის თქმით, ამას გარ­კვე­უ­ლი დრო და წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა.

"სო­კარ ჯორ­ჯი­ას" ხელ­მძღვა­ნე­ლი, მაირ მა­მე­დო­ვი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბის გა­ზის მი­წო­დე­ბა "შაჰდე­ნი­ზი 1"-ის გაზ­სა­დე­ნი­დან მოხ­დეს. მი­სი­ვე თქმით, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ "სო­კა­რი" არის აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ლის კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ტო­რი, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის.

რო­გორც მა­მე­დოვ­მა აღ­ნიშ­ნა, შეხ­ვედ­რა­ზე ძი­რი­თა­დად გა­ნი­ხი­ლეს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი პი­კურ პე­რი­ოდ­ში.

"ჩვენ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ ამ შეხ­ვედ­რით. ეს არის ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ახა­ლი წლის შემ­დეგ და პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან პრე­მი­ე­რის რან­გში. ორი­ვე მხრი­დან შეხ­ვედ­რას მა­ღა­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ეს­წრე­ბო­და, მათ შო­რის იყ­ვნენ "სო­კა­რის" პრე­ზი­დენ­ტი და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი. ძი­რი­თა­დად გან­ვი­ხი­ლეთ გა­ზის მი­წო­დე­ბის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი პი­კურ, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში. ზამ­თარ­ში მოხ­მა­რე­ბა იმა­ტებს, თუმ­ცა ეს პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია. ძი­რი­თა­დად გან­ვიხ­ლეთ შექ­ნი­ლი დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბა რო­გო­რი ტექ­ნი­კუ­რი გზით შე­იძ­ლე­ბა. შევ­თან­ხმდით, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი ექ­სპერ­ტე­ბი ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მა­მე­დოვ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

რაზე შეთანხმდნენ "სოკართან" დახურულ კარს მიღმა - ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

რაზე შეთანხმდნენ "სოკართან" დახურულ კარს მიღმა - ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა, რომელზეც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებს შეხვდნენ, დასრულდა. დახურულს კარს მიღმა გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც კალაძემ აღნიშნა, "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს, დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ იგეგმება ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც ამ მილსადენში დამატებით მოცულობების გატარების შესაძლებლობას მოგვცემს.

"იყო საუბარი, განხილვა არსებული სიტუაციის, იმ ტექნიკური პრობლემების და დისბალანსის, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში. ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ გვაქვს პიკური მოხმარების თვეები. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ამ პრობლემის მოგვარება ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსების შედეგად. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ აზრებაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას. საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ 2016 წელს დავიწყოთ. ამ პროექტში მონაწილეობის ინტერესი აქვს "სოკარს". ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც დღეს ბუნებრივ აირს ვიღებთ, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ და არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას", - განაცხადა კალაძემ.

VIDEO| "სოკარის" ხელმძღვანელის პირველი კომენტარი კალაძე-კვირიკაშვილთან დახურული შეხვედრის შემდეგ

ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, 2019 წლისთვის იგეგმება შაჰ დენიზის მეორე ფაზის პროექტის დასრულებაც, რაც ასევე მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დამატებითი ბუნებრივი აირი მივიღოთ. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე "სოკარის" წარმომადგენლებთან ტარიფებზე საუბარი არ ყოფილა. კალაძის განმარტებით, აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია.

"ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია - ეს წლების განმავლობაში ასეა და ჩვენ ამ დეფიციტს ვავსებდით "გაზპრომის" გაზით. ალბათ, მომავალშიც ასე მოხდება, თუმცა რეალურად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს. ალბათ, საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები, გასაკეთებელი იქნება კომპრესორები, რომ ჩვენ ამ მილსადენებით მივიღოთ დამატებითი მოცულობები. ასევე მნიშვნელოვანია შაჰ-დენიზის მეორე ფაზის პროექტი, რომელიც უკვე დაწყებულია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. 2019 წელს ჩვენ გევქნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, მოხერხდება თუ არა ის, რომ წელს დეფიციტი აზრებაიჯანული გაზით შეივსოს, მინისტრმა განაცხადა, რომ წელს ვერ მოხერხდება. რაც შეეხება იმას, რომ "გაზპრომიდან" ბუნებრივი აირის მიღება აღარ დაგვჭირდება, თუკი აზრებაიჯანი დამატებით მოცულობებს გამოატარებს, კალაძის თქმით, ამას გარკვეული დრო და წლები დასჭირდება.

"სოკარ ჯორჯიას" ხელმძღვანელი, მაირ მამედოვი არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება "შაჰდენიზი 1"-ის გაზსადენიდან მოხდეს. მისივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ "სოკარი" არის აღნიშნული მილის კომერციული ოპერატორი, ამის შესაძლებლობა არის.

როგორც მამედოვმა აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს ბუნებრივი აირის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ პერიოდში.

"ჩვენ მოხარულები ვართ ამ შეხვედრით. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ახალი წლის შემდეგ და პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან პრემიერის რანგში. ორივე მხრიდან შეხვედრას მაღალი წარმომადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ "სოკარის" პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ძირითადად განვიხილეთ გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ, ზამთრის პერიოდში. ზამთარში მოხმარება იმატებს, თუმცა ეს პროგნოზირებადია. ძირითადად განვიხლეთ შექნილი დეფიციტის შევსება როგორი ტექნიკური გზით შეიძლება. შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ექსპერტები ერთობლივად იმუშავებენ", - განაცხადა მამედოვმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."