პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯო ბაიდენი გარდაცვლილ შვილზე და პრეზიდენტ ობამაზე ემოციურ ეპიზოდს იხსენებს
ჯო ბაიდენი გარდაცვლილ შვილზე და პრეზიდენტ ობამაზე ემოციურ ეპიზოდს იხსენებს

"სი­ე­ნენ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აშშ-ს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა გა­იხ­სე­ნა, თუ რო­გორ იყო პრე­ზი­დენ­ტი ობა­მა შე­წუ­ხე­ბუ­ლი და ნერ­ვი­უ­ლობ­და, როცა ჯო ბა­ი­დე­ნის უფ­როს ვაჟს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოს­ტის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და.

ბა­ი­დე­ნის თქმით, მან პრე­ზი­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას ახ­სე­ნა, რომ მისი შვი­ლის ბიუს ოჯა­ხის გამო ძა­ლი­ან ღე­ლავ­და, რად­გან ისი­ნი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე რჩე­ბოდ­ნენ. ბა­ი­დენს ობა­მამ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

"მე ვუ­თხა­რი, გა­მოვ­ძვრე­ბით-თქო, ვუ­თხა­რი, სახ­ლს გავ­ყი­დი და ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ივ­ლის-თქო. წა­მოდ­გა და მი­თხრა, სახ­ლი არ გა­ყი­დო. დამ­პირ­დი ჯო, რომ სახ­ლს არ გა­ყი­დი, მე მოგ­ცემ ფულს, რამ­დე­ნიც დაგ­ჭირ­დე­ბა - მი­თხრა მან. ვუ­თხა­რი, შე­იძ­ლე­ბა არც დაგ­ვჭირ­დეს სახ­ლის გა­ყიდ­ვა-თქო და და­ი­ჟი­ნა, პი­რო­ბა მო­მე­ცი, რომ არ გა­ყი­დიო", - ყვე­ბა ბა­ი­დე­ნი.

ჯო ბა­ი­დე­ნის ვაჟი ბიუ ბა­ი­დე­ნი გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში ტვი­ნის სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. "მად­ლი­ე­რე­ბის დღე ძა­ლი­ან მძი­მე იყო, არა­ვინ ვი­ყა­ვით მზად, ბიუს ცა­რი­ე­ლი სკა­მი დაგ­ვე­ნა­ხა მა­გი­დას­თან", - იხ­სე­ნებს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და დას­ძენს, რომ ობა­მა მის­თვის გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე უფ­რო­სი ან მე­გო­ბა­რი. "ის ოჯა­ხის წევ­რია", - აცხა­დებს ბა­ი­დე­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია cnn.com-ს მი­ხედ­ვით

ჯო ბაიდენი გარდაცვლილ შვილზე და პრეზიდენტ ობამაზე ემოციურ ეპიზოდს იხსენებს

ჯო ბაიდენი გარდაცვლილ შვილზე და პრეზიდენტ ობამაზე ემოციურ ეპიზოდს იხსენებს

"სიენენთან" ინტერვიუში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გაიხსენა, თუ როგორ იყო პრეზიდენტი ობამა შეწუხებული და ნერვიულობდა, როცა ჯო ბაიდენის უფროს ვაჟს ჯანმრთელობის პრობლემების გამო გენერალური პროკურორის პოსტის დატოვება მოუხდა.

ბაიდენის თქმით, მან პრეზიდენტთან საუბრისას ახსენა, რომ მისი შვილის ბიუს ოჯახის გამო ძალიან ღელავდა, რადგან ისინი შემოსავლის გარეშე რჩებოდნენ. ბაიდენს ობამამ ფინანსური დახმარება შესთავაზა.

"მე ვუთხარი, გამოვძვრებით-თქო, ვუთხარი, სახლს გავყიდი და ყველაფერი გადაივლის-თქო. წამოდგა და მითხრა, სახლი არ გაყიდო. დამპირდი ჯო, რომ სახლს არ გაყიდი, მე მოგცემ ფულს, რამდენიც დაგჭირდება - მითხრა მან. ვუთხარი, შეიძლება არც დაგვჭირდეს სახლის გაყიდვა-თქო და დაიჟინა, პირობა მომეცი, რომ არ გაყიდიო", - ყვება ბაიდენი.

ჯო ბაიდენის ვაჟი ბიუ ბაიდენი გასული წლის მაისში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. "მადლიერების დღე ძალიან მძიმე იყო, არავინ ვიყავით მზად, ბიუს ცარიელი სკამი დაგვენახა მაგიდასთან", - იხსენებს ვიცე-პრეზიდენტი და დასძენს, რომ ობამა მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უფროსი ან მეგობარი. "ის ოჯახის წევრია", - აცხადებს ბაიდენი.

მომზადებულია cnn.com-ს მიხედვით

"ვაფრთხილებ ყველას, ვინც სომხეთს, ამ ბანდიტურ სახელმწიფოს უჭერს მხარს, ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის წინაშე" - ერდოღანი

სომხური მედიის ინფორმაციით მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაჭრეს

ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი და ჯონ და ჯილ ბაიდენების რომანტიკული სიყვარულის ამბავი - ვინ არის ქალი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის პირველი ლედი გახდეს