პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა" - ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კეიდიასთან დაშორებაზე გულახდილად საუბრობს
"ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა" - ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კეიდიასთან დაშორებაზე გულახდილად საუბრობს

მსა­ხი­ობ ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილს ძა­ლი­ან მოს­წონს თა­ვი­სი ასა­კი, რო­გორც ამ­ბობს, ჰარ­მო­ნი­ა­სა და სუ­ლი­ერ წო­ნას­წო­რო­ბა­ში ცხოვ­რობს. გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარს დედა, შვი­ლი - პა­ტა­რა და­ნი­ე­ლი და თე­ატ­რი. შე­კი­თხვებს გან­ვლილ გზა­ზე, პრო­ფე­სი­ა­სა თუ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, გუ­ლახ­დი­ლად პა­სუ­ხობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მისი და ყო­ფი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის, ირაკ­ლი კე­ი­დი­ას ერ­თობ­ლი­ვი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და. ნან­კა ამ თე­მა­ზე პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" სა­უბ­რობს.

"ჩემი ოჯა­ხია დედა, მე და და­ნი­ე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი დამ­თავ­რდა. მე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვი­ცხოვ­რე სა­ო­ცა­რი, უღ­რუბ­ლო ბედ­ნი­ე­რე­ბით. გვერ­დით მყავ­და თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ალერ­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, ვი­ყა­ვი სავ­სე სიყ­ვა­რუ­ლით. მე არ შე­მიძ­ლია გრძნო­ბე­ბის ეკო­ნო­მია, ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი. ბო­ლომ­დე გავ­ცემ ყვე­ლა­ფერ ძვირ­ფასს, რაც გა­მაჩ­ნია და ვარ თავ­და­დე­ბუ­ლი, ერ­თგუ­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, მაგ­რამ დგე­ბა დრო და რა­ღაც მთავ­რდე­ბა.

- მაგ­რამ და­სას­რულ­საც აქვს თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი.

- ჩვენ სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მოვ­ჩნდით. ეს ნელ-ნელა გა­მო­იკ­ვე­თა. ჩვენ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე სხვა­დას­ხვა ტრა­ექ­ტო­რი­ით მივ­დი­ო­დით, ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბიც სხვა­დას­ხვა იყო, ამი­ტომ და­შო­რე­ბა ვამ­ჯო­ბი­ნეთ. მე არ მიყ­ვარს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბა. თუ ვხე­დავ, რომ ერ­თად ყოფ­ნის ეტა­პი დას­რულ­და, დროს არ ვწე­ლავ და მი­ზე­ზებს არ ვე­ძებ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. ამ ეტაპ­ზე არ ვფიქ­რობ, რომ ჩვენ შევ­რიგ­დე­ბით. ბა­ნა­ლუ­რია, მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა; არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს. არა­ვინ იცის, რო­დის რა მოხ­დე­ბა. ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბებ­თან ერ­თად უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა მარ­გუ­ნა უფალ­მა, გაჩ­ნდა ჩემი შვი­ლი, რომ­ლის მა­მას­თან და მისი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ყო­ველ­თვის ნორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ. ჩვე­ნი შვი­ლის მო­მავ­ლის­თვის ჩვენ ერ­თად ბევ­რი გვექ­ნე­ბა გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

ია ქუ­თა­თე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

"ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა" - ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კეიდიასთან დაშორებაზე გულახდილად საუბრობს

"ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა" - ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კეიდიასთან დაშორებაზე გულახდილად საუბრობს

მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს ძალიან მოსწონს თავისი ასაკი, როგორც ამბობს, ჰარმონიასა და სულიერ წონასწორობაში ცხოვრობს. გაგიჟებით უყვარს დედა, შვილი - პატარა დანიელი და თეატრი. შეკითხვებს განვლილ გზაზე, პროფესიასა თუ პირად ცხოვრებაზე, გულახდილად პასუხობს. რამდენიმე თვის წინ მისი და ყოფილი კალათბურთელის, ირაკლი კეიდიას ერთობლივი ოჯახური ცხოვრება დასრულდა. ნანკა ამ თემაზე პირველად ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.

"ჩემი ოჯახია დედა, მე და დანიელი. სამწუხაროდ, ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა. მე გარკვეული პერიოდი ვიცხოვრე საოცარი, უღრუბლო ბედნიერებით. გვერდით მყავდა თბილი, მოსიყვარულე, ალერსიანი ადამიანი, ვიყავი სავსე სიყვარულით. მე არ შემიძლია გრძნობების ეკონომია, ბოლომდე ვიხარჯები. ბოლომდე გავცემ ყველაფერ ძვირფასს, რაც გამაჩნია და ვარ თავდადებული, ერთგული საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ დგება დრო და რაღაც მთავრდება.

- მაგრამ დასასრულსაც აქვს თავისი მიზეზები.

- ჩვენ სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები აღმოვჩნდით. ეს ნელ-ნელა გამოიკვეთა. ჩვენ ცხოვრების გზაზე სხვადასხვა ტრაექტორიით მივდიოდით, ჩვენი ღირებულებებიც სხვადასხვა იყო, ამიტომ დაშორება ვამჯობინეთ. მე არ მიყვარს ურთიერთობებში გაურკვევლობა. თუ ვხედავ, რომ ერთად ყოფნის ეტაპი დასრულდა, დროს არ ვწელავ და მიზეზებს არ ვეძებ ურთიერთობის გასაგრძელებლად. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შევრიგდებით. ბანალურია, მაგრამ ჭეშმარიტებაა; არასოდეს თქვა არასოდეს. არავინ იცის, როდის რა მოხდება. ჩვენი თანაცხოვრების საუკეთესო მოგონებებთან ერთად უდიდესი ბედნიერება მარგუნა უფალმა, გაჩნდა ჩემი შვილი, რომლის მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ყოველთვის ნორმალურ ურთიერთობას შევინარჩუნებ. ჩვენი შვილის მომავლისთვის ჩვენ ერთად ბევრი გვექნება გასაკეთებელი.

ია ქუთათელაძე

ჟურნალი "სარკე"

"პროფილაქტიკაში შავ სამუშაოებს ვასრულებ..." - გაიცანით ლაშა ნანობაშვილი "მხოლოდ ქართულიდან"

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

ნელი აგირბა "ჩცდ"-ს მსახიობისგან შვილს ელოდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ტელეწამყვანი