მას შემდეგ, რაც "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე ლეონარდო დიკაპრიოს ლედი გაგასთან დაკავშირებულმა სახის მიმიკამ მსოფლიო აალაპარაკა, ამ ამბის ირგვლივ ახალი სკანდალი აგორდა. როგორც დასავლურ მედიაში წერენ, ლედი გაგას "ბოიფრენდი" ტეილორ კინი ამ ფაქტმა აღაშფოთა.
”ტეილორი არავის მისცემს უფლებას, მის საყვარელ ქალს დასცინონ”, - განუცხადა გამოცემა ”რადარს” ანონიმურმა წყარომ.
ამავე წყაროს თქმით, 34 წლის კინი დიკაპრიოსთან მივიდა და მოსთხოვა, გაგასთვის ბოდიში მოეხადა. ”მან პირდაპირ უთხრა, რომ ლეოს ბოდიში ჰქონდა მოსახდელი და ძალიან უხეშად და არაპროფესიონალურად მოიქცა”, - ყვება ანონიმური წყარო და დასძენს: ”გაგას შემთხვევით არ გაუკრავს ხელი დიკაპრიოსთვის, მან ეს მიზანმიმართულად გააკეთა, რადგან მისი სახელის გამოცხადების შემდეგ, ლეომ ხმამაღლა სიცილი დაიწყო და ყველას ყურადღებას იქცევდა”.
41 წლის დიკაპრიომ განაცხადა, რომ მისი რეაქცია გამიზნული არ ყოფილა. უბრალოდ, არ იცოდა, ვინ ჩაუარა და მოულოდნელი რეაქცია ჰქონდა.
მომზადებულია radaronline.com-ს მიხედვით.