სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარაკ ობამა – მსოფლიო აშშ-ს ხედავს ლიდერად და არა რუსეთს ან ჩინეთს
ბარაკ ობამა – მსოფლიო აშშ-ს ხედავს ლიდერად და არა რუსეთს ან ჩინეთს

ბა­რაქ ობა­მა პრე­ზი­დენ­ტის რან­გში კონ­გრე­სის წი­ნა­შე ყო­ველ­წლი­უ­რი მი­მარ­თვით ბო­ლო­ჯერ წარ­სდგა. სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მან აშშ-ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, უკ­რა­ი­ნა­ზე, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთ­ზე ისა­უბ­რა.

"მსოფ­ლიო აშშ-ს ხე­დავს ლი­დე­რად და არა რუ­სეთს ან ჩი­ნეთს", - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ, რომ­ლის თქმი­თაც, აშშ-ს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კა აქვს და სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სი­ლი სა­ხელ­მწი­ფოა.

"სა­უბ­რე­ბი ამე­რი­კის ეკო­ნო­მი­კურ ვარ­დნა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­პა­გან­დაა. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სი­ლი სა­ხელ­მწი­ფოა. ჩვენს სამ­ხედ­რო­ებ­ზე უფრო მეტს ვხარ­ჯავთ, ვიდ­რე ჩვენს მერე 8 ქვე­ყა­ნა ერ­თად აღე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ჯა­რე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ჯა­რე­ბია. ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა ვერ ბე­დავს, თავს და­ეს­ხას აშშ-ს ან ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებს, რად­გან იცი­ან, რომ ეს იქ­ნე­ბა გზა გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ.

კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს აშშ-ის პო­ზი­ცი­ე­ბი მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და. რო­დე­საც საქ­მე სე­რი­ო­ზულ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრობ­ლე­მებს ეხე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში პე­კინს ან მოს­კოვს არ უყუ­რე­ბენ – ისი­ნი ჩვენ გვე­ძა­ხი­ან", - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, მსოფ­ლიო დღეს საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შეა. ერთ-ერთ საფრ­თხედ მან "არ­შემ­დგა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი" და­ა­სა­ხე­ლა.

"ეკო­ნო­მი­კის ვარ­დნის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნი­სა და სი­რი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად რე­სურ­სებს იყე­ნებს, თუმ­ცა ეს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი მისი ორ­ბი­ტი­დან გა­დი­ან", - აღ­ნიშ­ნა ობა­მამ.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტულ ამო­ცა­ნად ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის დაც­ვა და ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და­ა­სა­ხე­ლა. მისი თქმით, "ალ-ქა­ი­და" და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ლიკ­ვი­დი­რე­ბაა სა­ჭი­რო.

"თუ ამ მოწ­ვე­ვის კონ­გრესს ტე­რო­რიზ­მთან ომის მო­გე­ბა მარ­თლა სურს და უნდა მთელ მსოფ­ლი­ო­ში მყოფ ჩვენს ჯა­რებს სიგ­ნა­ლი გა­უგ­ზავ­ნოს, მა­შინ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა უნდა გას­ცეთ", - მო­უ­წო­და ობა­მამ კონ­გრესს.

მისი მო­საზ­რე­ბით, XXI სა­უ­კუ­ნე­ში აშშ-ის, რო­გორც ლი­დე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ფუნ­ქცია მსოფ­ლი­ოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით.

"ამ თვალ­საზ­რი­სით ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის არა ქველ­მოქ­მე­დე­ბა, არა­მედ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ნა­წი­ლია. რო­დე­საც ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით უკ­რა­ი­ნას, და­იც­ვას სა­კუ­თა­რი დე­მოკ­რა­ტია, ან კო­ლუმ­ბი­ას, რათა შე­წყვი­ტოს მრა­ვალ­წლი­ა­ნი ომი, ეს აძ­ლი­ე­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს, რო­მელ­ზეც ჩვენ ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - დას­ძი­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ბარაკ ობამა – მსოფლიო აშშ-ს ხედავს ლიდერად და არა რუსეთს ან ჩინეთს

ბარაკ ობამა – მსოფლიო აშშ-ს ხედავს ლიდერად და არა რუსეთს ან ჩინეთს

ბარაქ ობამა პრეზიდენტის რანგში კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით ბოლოჯერ წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას მან აშშ-ში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთზე ისაუბრა.

"მსოფლიო აშშ-ს ხედავს ლიდერად და არა რუსეთს ან ჩინეთს", - განაცხადა ობამამ, რომლის თქმითაც, აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე მდგრადი ეკონომიკა აქვს და სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა.

"საუბრები ამერიკის ეკონომიკურ ვარდნაზე პოლიტიკური პროპაგანდაა. შეერთებული შტატები დედამიწის ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა. ჩვენს სამხედროებზე უფრო მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ჩვენს მერე 8 ქვეყანა ერთად აღებული. ჩვენი ჯარები მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარებია. ვერცერთი ქვეყანა ვერ ბედავს, თავს დაესხას აშშ-ს ან ჩვენს მოკავშირეებს, რადგან იციან, რომ ეს იქნება გზა განადგურებისკენ.

კვლევები აჩვენებს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის პოზიციები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდა. როდესაც საქმე სერიოზულ საერთაშორისო პრობლემებს ეხება, ადამიანები მთელ მსოფლიოში პეკინს ან მოსკოვს არ უყურებენ – ისინი ჩვენ გვეძახიან", - განაცხადა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მსოფლიო დღეს საფრთხეების წინაშეა. ერთ-ერთ საფრთხედ მან "არშემდგარი სახელმწიფოები" დაასახელა.

"ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, რუსეთი უკრაინისა და სირიის შესანარჩუნებლად რესურსებს იყენებს, თუმცა ეს სახელმწიფოები მისი ორბიტიდან გადიან", - აღნიშნა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელისუფლების პრიორიტეტულ ამოცანად ამერიკელი ხალხის დაცვა და ტერორისტული დაჯგუფების განადგურება დაასახელა. მისი თქმით, "ალ-ქაიდა" და "ისლამური სახელმწიფოს" ლიკვიდირებაა საჭირო.

"თუ ამ მოწვევის კონგრესს ტერორიზმთან ომის მოგება მართლა სურს და უნდა მთელ მსოფლიოში მყოფ ჩვენს ჯარებს სიგნალი გაუგზავნოს, მაშინ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა უნდა გასცეთ", - მოუწოდა ობამამ კონგრესს.

მისი მოსაზრებით, XXI საუკუნეში აშშ-ის, როგორც ლიდერი სახელმწიფოს ფუნქცია მსოფლიოს გაერთიანებაში მდგომარეობს, პრობლემების მოგვარების მიზნით.

"ამ თვალსაზრისით ჩვენი დახმარება სხვა ქვეყნებისთვის არა ქველმოქმედება, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია. როდესაც ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას საკუთარი დემოკრატია, ან კოლუმბიას, რათა შეწყვიტოს მრავალწლიანი ომი, ეს აძლიერებს საერთაშორისო წესრიგს, რომელზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა