პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვან დეიკი ასეთ მუცელგადმოგდებულ ქალებს არ ხატავდა" - გია ბუღაძეს 14 მილიონად შეფასებული ტილოს ნამდვილობაში ეჭვი შეაქვს
"ვან დეიკი ასეთ მუცელგადმოგდებულ ქალებს არ ხატავდა" - გია ბუღაძეს 14 მილიონად შეფასებული ტილოს ნამდვილობაში ეჭვი შეაქვს

თურ­ქე­თის ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში ნა­პოვ­ნი ვან დე­ი­კის ნა­მუ­შევ­რის ირ­გვლივ ერთი კვი­რაა მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა. ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რის მფლო­ბე­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში 14 მი­ლი­ონ ლი­რად უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო, ქარ­თვე­ლი ოჯა­ხი აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 214-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე ნივ­თის სა­ზღვარ­ზე უკა­ნო­ნოდ გა­და­ტა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ცნო­ბილ ქარ­თველ მხატ­ვარს, გია ბუ­ღა­ძეს არ სჯე­რა თურ­ქულ პრე­სა­ზე დაყ­რდნო­ბით ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის, რომ ნა­ხა­ტი, რო­მე­ლიც აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მრა­ვა­ლი წელი ეკი­და, ვან დე­იკს ეკუთ­ვნო­და. რო­გორც მხატ­ვა­რი ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, ერთი შე­ხედ­ვი­თაც კი ნა­თე­ლია, რომ ეს ვან დე­ი­კის ტილო არ არის, სკან­და­ლის აგო­რე­ბა კი ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სებ­შია.

"ვან დე­ი­კი ისე­თი ვარ­სკვლა­ვია, ასეთ უაზ­რო ქა­ლებს არ ხა­ტავს. ამ ტი­პის მხატ­ვრო­ბა მისი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო არც ყო­ფი­ლა. ვან დე­ი­კი ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი და მკაც­რია. საკ­მა­ოდ კარ­გად ვიც­ნობ მის სამ­ყა­როს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ და არაფ­რით შე­მეშ­ლე­ბა. ეს იგი­ვეა, მუ­სი­კა­ში ნანი ბრეგ­ვა­ძე და ნინო ქა­თა­მა­ძე რომ შე­ვა­და­როთ ერ­თმა­ნეთს. მუ­სი­კა უფრო ად­ვი­ლად ეს­მით ადა­მი­ა­ნებს, ვიდ­რე რთუ­ლი მხატ­ვრო­ბა. ასე რომ, ჭორი გემ­რი­ე­ლად აგორ­და. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ: ეს არ არის ვან დე­ი­კი!

-თქვე­ნი შე­ფა­სე­ბით, ეს რა დო­ნის ნა­მუ­შე­ვა­რია?

-ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით ვან დე­ი­კის პე­რი­ო­დის ნა­ხა­ტი - მე-17-18 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის და თან ვე­ნე­ცი­უ­რი სკო­ლის გა­დამ­ღე­რე­ბაა, სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი დო­ნის. ვან დე­იკ­ზე ამ­ბო­ბენ, ჰო­ლან­დი­ე­ლი­აო. ჰო­ლან­დი­ე­ლი კი არა, ფლა­მან­დი­ე­ლია, ბელ­გი­ე­ლი. რუ­ბენ­სის მარ­ჯვე­ნა ხელი იყო, მას უხა­ტავ­და ფი­გუ­რებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ძლი­ე­რი იყო, მერე რა­ინ­დის წო­დე­ბა მის­ცეს. ასეთ გა­ურ­კვე­ველ არ­სე­ბებს არ ხა­ტავ­და, დახ­ვე­წი­ლი ოს­ტა­ტი იყო.

დახ­ლო­ე­ბით ასე­თი ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც ახლა აჟი­ო­ტა­ჟია ატე­ხი­ლი, რამ­დე­ნი­მე ოჯახ­ში მაქვს ნა­ნა­ხი. ასე­თებს სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი რან­გის ხე­ლოს­ნე­ბი ხა­ტავ­დნენ და ყიდ­დნენ. ქარ­თუ­ლი პრე­სა კი უამ­რავ სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბობს. შე­იძ­ლე­ბა მხატ­ვრო­ბა­ში ბო­ლომ­დე ვერ ერ­კვე­ო­დე, მაგ­რამ და­აკ­ვირ­დით მის ნა­ხა­ტებს. უც­ნა­უ­რად წა­მო­წო­ლილ ქალს, გად­მოგ­დე­ბუ­ლი მუც­ლით, არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ვან დე­იკ­თან. ეს არის გატ­ლე­კი­ლი სა­ლო­ნუ­რი მხატ­ვრო­ბა და არა - ვან დე­ი­კი.

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ვან დეიკი ასეთ მუცელგადმოგდებულ ქალებს არ ხატავდა" - გია ბუღაძეს 14 მილიონად შეფასებული ტილოს ნამდვილობაში ეჭვი შეაქვს

"ვან დეიკი ასეთ მუცელგადმოგდებულ ქალებს არ ხატავდა" - გია ბუღაძეს 14 მილიონად შეფასებული ტილოს ნამდვილობაში ეჭვი შეაქვს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ნამუშევრის ირგვლივ ერთი კვირაა მითქმა-მოთქმა არ წყდება. ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევრის მფლობელობაზე, რომელიც თურქეთში 14 მილიონ ლირად უნდა გაყიდულიყო, ქართველი ოჯახი აცხადებს პრეტენზიას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნივთის საზღვარზე უკანონოდ გადატანას გულისხმობს.

ცნობილ ქართველ მხატვარს, გია ბუღაძეს არ სჯერა თურქულ პრესაზე დაყრდნობით ატეხილი აჟიოტაჟის, რომ ნახატი, რომელიც აბაშიძეების ოჯახში მრავალი წელი ეკიდა, ვან დეიკს ეკუთვნოდა. როგორც მხატვარი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, ერთი შეხედვითაც კი ნათელია, რომ ეს ვან დეიკის ტილო არ არის, სკანდალის აგორება კი ვიღაცის ინტერესებშია.

"ვან დეიკი ისეთი ვარსკვლავია, ასეთ უაზრო ქალებს არ ხატავს. ამ ტიპის მხატვრობა მისი ინტერესების სფერო არც ყოფილა. ვან დეიკი ძალიან დახვეწილი და მკაცრია. საკმაოდ კარგად ვიცნობ მის სამყაროს. პროფესიონალი ვარ და არაფრით შემეშლება. ეს იგივეა, მუსიკაში ნანი ბრეგვაძე და ნინო ქათამაძე რომ შევადაროთ ერთმანეთს. მუსიკა უფრო ადვილად ესმით ადამიანებს, ვიდრე რთული მხატვრობა. ასე რომ, ჭორი გემრიელად აგორდა. კატეგორიულად ვაცხადებ: ეს არ არის ვან დეიკი!

-თქვენი შეფასებით, ეს რა დონის ნამუშევარია?

-ეს არის დაახლოებით ვან დეიკის პერიოდის ნახატი - მე-17-18 საუკუნეების და თან ვენეციური სკოლის გადამღერებაა, საშუალოზე დაბალი დონის. ვან დეიკზე ამბობენ, ჰოლანდიელიაო. ჰოლანდიელი კი არა, ფლამანდიელია, ბელგიელი. რუბენსის მარჯვენა ხელი იყო, მას უხატავდა ფიგურებს. წარმოიდგინეთ, რა ძლიერი იყო, მერე რაინდის წოდება მისცეს. ასეთ გაურკვეველ არსებებს არ ხატავდა, დახვეწილი ოსტატი იყო.

დახლოებით ასეთი ნახატები, რომლებზეც ახლა აჟიოტაჟია ატეხილი, რამდენიმე ოჯახში მაქვს ნანახი. ასეთებს საშუალოზე დაბალი რანგის ხელოსნები ხატავდნენ და ყიდდნენ. ქართული პრესა კი უამრავ სისულელეს ამბობს. შეიძლება მხატვრობაში ბოლომდე ვერ ერკვეოდე, მაგრამ დააკვირდით მის ნახატებს. უცნაურად წამოწოლილ ქალს, გადმოგდებული მუცლით, არაფერი აქვს საერთო ვან დეიკთან. ეს არის გატლეკილი სალონური მხატვრობა და არა - ვან დეიკი.

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია