როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები

როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ონლაინ კაზინოების მიმართ შესაძლოა, მკაცრი რეგულაციები ამოქმედდეს. მთავრობა საკითხის საფუძვლიანად შესწავლას გეგმავს. კვირიკაშვილის თქმით, მიიღებენ ზომებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ზიანი, რომელიც სათამაშო ბიზნესს მოაქვს მოქალაქეებისთვის. საქართველოში ინტერნეტ-კაზინოების ბიზნესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაკონტროლებელი და პრობლემური სფეროა.

არსებული პრაქტიკით, ონლაინ-კაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ხდება, რაც საშუალებას იძლევა, რეგისტრაცია ყალბი და ცრუ მონაცემების საფუძველზე მოხდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები სათამაშოდ სხვა ადამიანის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას იყენებენ. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც არეგულირებენ საიდენტიფიკაციო წესების შექმნას. ზოგი ინტერნეტ კაზინო კლიენტის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი რეგისტრაციის დროს სახელითა და პირადი ნომრით, თუმცა არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის მოთხოვნილი იმისთვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. არ არსებობს პრევენციული კონტროლის მექანიზმები იმისათვის, რომ არ მოხდეს ფიქტიური მონაცემების გამოყენება.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის რეგულაციები ამოქმედდება ინტერნეტ კაზინოების წინააღმდეგ და როგორი იქნება მთავრობის შემდგომი ქმედებები. თავად ონლაინ კაზინოები ,,ბიზნესპრესნიუსთან“ რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. ექსპერტები კი რეგულაციების ამოქმედების საჭიროებაზე თანხმდებიან. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ რეგულაციები, რომლითაც სათამაშო ბიზნესის მოწესრიგება მოხდება, აუცილებელია. ,,ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესს ხელი შეეშლება რეალური საქმის კეთებაში. სიმართლე გითხრათ, ონლაინ კაზინოები მთელ მსოფლიოში არის საკმაოდ ცუდი ბიზნესი და არც თუ ისე გამართულად მუშაობს.“ ექსპერტისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ მოხდება მკაცრი რეგულაციების აღსრულება და მისი ადმინისტრირება, თუმცა მიაჩნია, რომ ასაკობრივი თუ სხვა შეზღუდვების დაწესება საჭიროა.

გაგრძალება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია