მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაირ მამედოვი - ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ
მაირ მამედოვი - ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ

სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხოვ­ნა ბუ­ნებ­რივ აირ­ზე ნელი ტემ­პით იზ­რდე­ბა და პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, - ამის შე­სა­ხებ "სო­კა­რის" სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მაირ მა­მე­დოვ­მა "მა­ესტროს" გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მა­მე­დოვ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ პროგ­ნო­ზებს გეგ­მა­ში ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, ამი­ტომ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რი არ არის.

"ზრდა წე­ლი­წად­ში 8-9%-ს გუ­ლის­ხმობს. თუ რა­ი­მე რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ყო­ველ­თვის წი­ნას­წარ მი­ვი­ღებთ. ჯერ არ ყო­ფი­ლა მი­ზე­ზი ისე­თი პროგ­ნო­ზის­თვის, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბის გა­ზის მი­წო­დე­ბას ვერ შევ­ძლებთ. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნებ­რი­ვი აირი გეგ­მის მი­ხედ­ვით მი­ე­წო­დე­ბა. გვაქვს ორი გაზ­სა­დე­ნი, რო­მე­ლიც სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს. ზამ­თარ­ში ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, თუმ­ცა ჩვენ გვაქვს საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი და შე­სა­ბა­მი­სად, მი­წო­დე­ბა­საც ვზრდით", -გა­ნა­ცხა­და მა­მე­დოვ­მა.

"სო­კა­რის" წარ­მო­მად­გე­ნელს თბი­ლის­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი დღეს აქვს ჩა­ნიშ­ნუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა, ვიცე-პრე­მი­ერ­მა კახა კა­ლა­ძემ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მოხ­მა­რე­ბა არის გაზ­რდი­ლი.

"დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბა არის ორი მი­ლი­არდ ხუ­თა­სი ათა­სი კუ­ბუ­რი მეტ­რი. ეს 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით 35-38%-ით არის გაზ­რდი­ლი. 2015 წლის მო­ცუ­ლო­ბა 2014 წელ­თან შე­და­რე­ბით 19%-ითაა გაზ­რი­ლი. დღეს ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვენ გვი­წევს და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­ონ­ზე მეტი კუ­ბუ­რი მეტ­რი გა­ზის შე­მო­ტა­ნა. და­გი­სა­ხე­ლებთ ამ 11 მი­ლი­ო­ნის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლებს: ეს არის 6 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი "სო­კა­რი­დან" წა­მო­ღე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აირი, ანუ იმ მილ­სა­დე­ნით, რო­მელ­საც ჰქვია "ყა­ზა­ხი". 2 900 000 მი­ლი­ონ კუ­ბუ­რი მეტ­რი არის შაჰდე­ნი­ზი­დან მი­ღე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რივ აირი და 2,-2,5 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი არის 10% იმ მო­ცუ­ლო­ბი­სა, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ღებთ რუ­სე­თის­გან სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სომ­ხეთ­ში მი­მა­ვა­ლი მილ­სა­დე­ნით", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

მაირ მამედოვი - ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ

მაირ მამედოვი - ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ

საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე ნელი ტემპით იზრდება და პროგნოზირებადია, - ამის შესახებ "სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაირ მამედოვმა "მაესტროს" განუცხადა.

როგორც მამედოვმა აღნიშნა, ამ პროგნოზებს გეგმაში ყოველთვის ითვალისწინებენ, ამიტომ, მოულოდნელი არაფერი არ არის.

"ზრდა წელიწადში 8-9%-ს გულისხმობს. თუ რაიმე რადიკალური ცვლილება იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის წინასწარ მივიღებთ. ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ. ასე რომ, საქართველოს ბუნებრივი აირი გეგმის მიხედვით მიეწოდება. გვაქვს ორი გაზსადენი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. ზამთარში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი და შესაბამისად, მიწოდებასაც ვზრდით", -განაცხადა მამედოვმა.

"სოკარის" წარმომადგენელს თბილისში ოფიციალური შეხვედრები დღეს აქვს ჩანიშნული. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება არის გაზრდილი.

"დღეს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება არის ორი მილიარდ ხუთასი ათასი კუბური მეტრი. ეს 2012 წელთან შედარებით 35-38%-ით არის გაზრდილი. 2015 წლის მოცულობა 2014 წელთან შედარებით 19%-ითაა გაზრილი. დღეს ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს დაახლოებით 11 მილიონზე მეტი კუბური მეტრი გაზის შემოტანა. დაგისახელებთ ამ 11 მილიონის შემადგენელ ნაწილებს: ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრი "სოკარიდან" წამოღებული ბუნებრივი აირი, ანუ იმ მილსადენით, რომელსაც ჰქვია "ყაზახი". 2 900 000 მილიონ კუბური მეტრი არის შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივ აირი და 2,-2,5 მილიონი კუბური მეტრი არის 10% იმ მოცულობისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსეთისგან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."