პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 სკანდალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის სახელს უკავშირდება
4 სკანდალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის სახელს უკავშირდება

სოფო ნი­ჟა­რა­ძე ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ვარ­სკვლა­ვია. მის შე­სა­ხებ არა­ერ­თი ჭორ-მარ­თა­ლი და­წე­რი­ლა პრე­სა­ში. სოფო რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დღე­ებ­ში დე­დას­თან ერ­თად დაბ­რუნ­და და წარ­მა­ტე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი კა­რი­ე­რა მი­ა­ტო­ვა. ის თა­ვი­დან­ვე გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღე­რა­ლი, სოფო მღე­რო­და ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტზე. შო­უ­ბიზ­ნე­სის კუ­ლუ­ა­რებ­ში მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბიც კი იმის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­დნენ, რომ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ნი­ჟა­რა­ძის გამო კეთ­დე­ბო­და, იდ­გმე­ბო­და მი­უ­ზიკ­ლე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი, იყო დუ­ე­ტე­ბი მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვებ­თან და ა.შ. ის დღეს აქ­ტი­უ­რად აღარ ჩანს სცე­ნა­ზე, მაგ­რამ ინ­ტე­რე­სი მის მი­მართ ისევ დი­დია. მის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ნი­ჟა­რა­ძე იშ­ვი­ა­თად აკე­თებს კო­მენ­ტარს. გთა­ვა­ზობთ 4 სკან­და­ლურ ფაქტს, რო­მე­ლიც 30 წლის მომ­ღერ­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

ბოლო სკან­და­ლი, რო­მე­ლიც სოფო ნი­ჟა­რა­ძის ირ­გვლივ აგორ­და, უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რია, სა­დაც ის სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტთან სა­უბ­რობს. ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა დღემ­დე არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. "რუს­თა­ვი 2"-ის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას, ნი­ჟა­რა­ძე და სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ვა­რა­უ­დო არე­უ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ნო­დარ მე­ლა­ძე იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც მომ­ღე­რა­ლი ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­თან უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით იხ­სე­ნი­ებს. ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ნი­ჟა­რა­ძე და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში შეს­ვლამ­დე, ნი­ჟა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და რომ ის სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რია. მომ­ღერ­ლის გან­ცხა­დე­ბით, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი ყალ­ბია.

კი­დევ ერთი სკან­და­ლი, ნი­ჟა­რა­ძის ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. 2014 წლის გა­ზა­ფხულ­ზე სოფო სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­და. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამე­რი­კა­ში მომ­ღე­რა­ლი ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ჭორი მომ­ღე­რალ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პი­რებ­მა არ და­ა­დას­ტუ­რეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნიუ-იორ­კის ლინ­კოლ­ნის ცენ­ტრის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და, რო­მელ­საც სოფო ნი­ჟა­რა­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და. ამის შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა საყ­ვა­რელ მომ­ღე­რალს სი­ურპრი­ზი გა­უ­კე­თა და ნიუ-იორკში სახ­ლი უყი­და. ბინა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­მა ნი­ჟა­რა­ძეს აჩუ­ქა, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე 42-7 ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ნი­ჟა­რა­ძის ახ­ლობ­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ეს ამ­ბა­ვი მომ­ღე­რალს უპა­სუ­ხოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია, მან აშშ-ში სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: "ეს არის ის "ორ მი­ლი­ო­ნი­ა­ნი" 15 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ოთა­ხი, სა­დაც ამ­ჯე­რად ვიმ­ყო­ფე­ბი ამე­რი­კა­ში. ერთი პა­ტა­რა სტუ­დი­ოა, ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ სახ­ლში, რო­მელ­საც ვქი­რა­ობ! თუმ­ცა, ალ­ბათ, ის თან­ხა, რო­მე­ლიც ამ აბ­სურ­დუ­ლი სტა­ტი­ის შეკ­ვე­თა­ში და "სიც­რუ­ის აჟი­ტი­რე­ბა­ში" გა­და­ი­ხა­დეს, ნამ­დვი­ლად მა­ცხოვ­რებ­და ერთი წელი უდარ­დე­ლად, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში".

სკან­და­ლის თემა გახ­და სოფო ნი­ჟა­რა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რე­ზი­კო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ფილმში "სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით". ფილ­მი კი­ნოს­ტუ­დი­ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის არ­ჩილ გე­ლო­ვა­ნის პატ­რო­ნა­ჟით გა­და­ი­ღეს. ელი­ტურ წრე­ებ­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი გე­ლო­ვა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის წინ იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბის უკა­ნო­ნო გზით მო­პო­ვე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს. მის ად­ვო­კა­ტის ლილი გე­ლაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, "გე­ლო­ვა­ნი წინა რე­ჟი­მი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მსხვერ­პლი იყო". რო­გორც გე­ლაშ­ვი­ლი ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგთან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობ­და: "ადა­მი­ანს ბრალს სდე­ბენ ქურ­დო­ბა­ში მა­შინ, რო­დე­საც არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად არის თუ არა მო­პა­რუ­ლი წიგ­ნე­ბი. ეს წიგ­ნე­ბი თვა­ლით არა­ვის უნა­ხავს და არც ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბია. პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ქურ­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან, არ­ქი­ვის დი­რექ­ტო­რი, ეცა­დაშ­ვი­ლი, სა­ერ­თოდ არ იც­ნობს არ­ჩილ გე­ლო­ვანს და ამას თა­ვად ადას­ტუ­რებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, გე­ლო­ვანს მა­ინც წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი და ექ­ვსი თვით ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტეს". რო­გორც სოფო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ბო­და, სა­ა­კაშ­ვილ­მა გე­ლო­ვა­ნი თურ­მე მხო­ლოდ იმი­ტომ გა­მო­უშ­ვა ცი­ხი­დან, რომ სო­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მი ჰქონ­და და­სას­რუ­ლე­ბე­ლი. მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს თა­ვად მი­უ­ცია და­ვა­ლე­ბა გე­ლო­ვა­ნის­თვის, გა­და­ე­ღო ფილ­მი სო­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

კი­დევ ერთი სკან­და­ლი მოჰ­ყვა სოფო ნი­ჟა­რა­ძის პეპ­ლე­ბი­ან კა­ბას, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალს მი­უ­ზიკლში "ქეთო და კოტე" ეცვა. მი­უ­ზიკ­ლი 2011 წელს ბა­თუმ­ში და­იდ­გა. სპექ­ტაკლში, სა­დაც ქე­თოს მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე ასა­ხი­ე­რებს, თვალ­ში­სა­ცე­მია ის კოს­ტი­უ­მე­ბი, რო­მე­ლიც სკულპ­ტორ­მა თა­მარ კვე­სი­ტა­ძემ შექ­მნა. თუ ვიქ­ტორ დო­ლი­ძის სამ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი ოპე­რის მი­ხედ­ვით, ქე­თომ და კო­ტემ ერ­თმა­ნე­თი პე­ტერ­ბურ­გის ბაღ­ში გა­იც­ნეს, გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ისი­ნი ლონ­დონ­ში ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ქეთო სა­ქარ­თვე­ლო­ში "ლუი ვი­ტო­ნის" ვერ­ტმფრე­ნით ბრუნ­დე­ბა. რა­ტომ ხდე­ბა მი­უ­ზიკლში მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დის მრა­ვალ­ჯე­რა­დი რეკ­ლა­მი­რე­ბა, უც­ნო­ბია, თუმ­ცა მო­ა­რუ­ლი ხმე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ "ლუი ვი­ტო­ნი" ნი­ჟა­რა­ძის საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დია და ამ ლო­გოს გა­მო­ყე­ნე­ბის გამო მი­უ­ზიკ­ლის შემ­ქმნე­ლებ­მა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სახ­ლს, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, 80 ათა­სი ევრო გა­და­უ­ხა­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა პეპ­ლე­ბი­ან კა­ბას, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 ლარი იყო, კა­ბის დი­ზა­ინ­ზე ავთო ცქვი­ტი­ნი­ძემ და თა­მარ კვე­სი­ტა­ძემ ერ­თად იმუ­შა­ვეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მზერა თვალიანი
0

მერლინ მონრო

4 სკანდალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის სახელს უკავშირდება

4 სკანდალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის სახელს უკავშირდება

სოფო ნიჟარაძე ქართული შოუბიზნესის ყველაზე სკანდალური ვარსკვლავია. მის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი დაწერილა პრესაში. სოფო რუსეთში მოღვაწეობდა, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში დედასთან ერთად დაბრუნდა და წარმატებული რუსული კარიერა მიატოვა. ის თავიდანვე გახდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი მომღერალი, სოფო მღეროდა ყველა სამთავრობო კონცერტზე. შოუბიზნესის კულუარებში მასთან დაახლოებული პირებიც კი იმის შესახებ საუბრობდნენ, რომ მასშტაბური ღონისძიებები ნიჟარაძის გამო კეთდებოდა, იდგმებოდა მიუზიკლები, სპექტაკლები, იყო დუეტები მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან და ა.შ. ის დღეს აქტიურად აღარ ჩანს სცენაზე, მაგრამ ინტერესი მის მიმართ ისევ დიდია. მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ნიჟარაძე იშვიათად აკეთებს კომენტარს. გთავაზობთ 4 სკანდალურ ფაქტს, რომელიც 30 წლის მომღერლის სახელს უკავშირდება.

ბოლო სკანდალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის ირგვლივ აგორდა, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერია, სადაც ის საქართველოს ექს-პრეზიდენტთან საუბრობს. ჩანაწერის ავთენტურობა დღემდე არ არის დადასტურებული. "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას, ნიჟარაძე და სააკაშვილი სავარაუდო არეულობაზე საუბრობენ, რომლის მთავარი გმირი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე იქნება, რომელსაც მომღერალი ოდესის გუბერნატორთან უცენზურო სიტყვებით იხსენიებს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესვლამდე, ნიჟარაძემ განაცხადა რომ ის სააკაშვილის მეგობარია. მომღერლის განცხადებით, აუდიოჩანაწერი ყალბია.

კიდევ ერთი სკანდალი, ნიჟარაძის ამერიკაში გამგზავრებას უკავშირდება. 2014 წლის გაზაფხულზე სოფო საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში მომღერალი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა აღნიშნული ჭორი მომღერალთან დაახლოებულმა პირებმა არ დაადასტურეს. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრის ფესტივალზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესწრებოდა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა საყვარელ მომღერალს სიურპრიზი გაუკეთა და ნიუ-იორკში სახლი უყიდა. ბინა, რომელიც სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა, მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ნიჟარაძის ახლობლის განცხადებით, სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს ამბავი მომღერალს უპასუხოდ არ დაუტოვებია, მან აშშ-ში საკუთარი საცხოვრებელი ბინის ფოტო გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში დაწერა: "ეს არის ის "ორ მილიონიანი" 15 კვადრატული მეტრის ოთახი, სადაც ამჯერად ვიმყოფები ამერიკაში. ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა, ალბათ, ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში და "სიცრუის აჟიტირებაში" გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში".

სკანდალის თემა გახდა სოფო ნიჟარაძის მონაწილეობა რეზიკო გიგინეიშვილის ფილმში "სიყვარული აქცენტით". ფილმი კინოსტუდიის ყოფილი დირექტორის არჩილ გელოვანის პატრონაჟით გადაიღეს. ელიტურ წრეებში კარგად ცნობილი გელოვანი დაახლოებით 6 წლის წინ იშვიათი წიგნების უკანონო გზით მოპოვებისა და რეალიზების ბრალდებით დააპატიმრეს. მის ადვოკატის ლილი გელაშვილის მტკიცებით, "გელოვანი წინა რეჟიმისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო". როგორც გელაშვილი ჟურნალ "რეიტინგთან" საუბარში ამბობდა: "ადამიანს ბრალს სდებენ ქურდობაში მაშინ, როდესაც არ არის დამტკიცებული, რეალურად არის თუ არა მოპარული წიგნები. ეს წიგნები თვალით არავის უნახავს და არც ექსპერტიზა ჩატარებია. პიროვნება, რომელსაც ქურდობას ედავებიან, არქივის დირექტორი, ეცადაშვილი, საერთოდ არ იცნობს არჩილ გელოვანს და ამას თავად ადასტურებს. ამის მიუხედავად, გელოვანს მაინც წაუყენეს ბრალი და ექვსი თვით ციხეში გამოკეტეს". როგორც სოფო მოგვიანებით ყვებოდა, სააკაშვილმა გელოვანი თურმე მხოლოდ იმიტომ გამოუშვა ციხიდან, რომ სოფოს მონაწილეობით ფილმი ჰქონდა დასასრულებელი. მაშინდელ პრეზიდენტს თავად მიუცია დავალება გელოვანისთვის, გადაეღო ფილმი სოფოს მონაწილეობით.

კიდევ ერთი სკანდალი მოჰყვა სოფო ნიჟარაძის პეპლებიან კაბას, რომელიც მომღერალს მიუზიკლში "ქეთო და კოტე" ეცვა. მიუზიკლი 2011 წელს ბათუმში დაიდგა. სპექტაკლში, სადაც ქეთოს მომღერალი სოფო ნიჟარაძე ასახიერებს, თვალშისაცემია ის კოსტიუმები, რომელიც სკულპტორმა თამარ კვესიტაძემ შექმნა. თუ ვიქტორ დოლიძის სამმოქმედებიანი ოპერის მიხედვით, ქეთომ და კოტემ ერთმანეთი პეტერბურგის ბაღში გაიცნეს, გათანამედროვებული ვერსიით, ისინი ლონდონში ხვდებიან ერთმანეთს. ქეთო საქართველოში "ლუი ვიტონის" ვერტმფრენით ბრუნდება. რატომ ხდება მიუზიკლში მსოფლიოს წამყვანი ბრენდის მრავალჯერადი რეკლამირება, უცნობია, თუმცა მოარული ხმები ამბობდნენ, რომ "ლუი ვიტონი" ნიჟარაძის საყვარელი ბრენდია და ამ ლოგოს გამოყენების გამო მიუზიკლის შემქმნელებმა მსოფლიოს წამყვან სამოდელო სახლს, არც მეტი, არც ნაკლები, 80 ათასი ევრო გადაუხადეს. რაც შეეხება პეპლებიან კაბას, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ფასი დაახლოებით 30 000 ლარი იყო, კაბის დიზაინზე ავთო ცქვიტინიძემ და თამარ კვესიტაძემ ერთად იმუშავეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE