პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენერგეტიკის მინისტრის პასუხები "გაზპრომთან" დაკავშირებით ბოლო დღეებში დასმულ ყველა მწვავე შეკითხვაზე
ენერგეტიკის მინისტრის პასუხები "გაზპრომთან" დაკავშირებით ბოლო დღეებში დასმულ ყველა მწვავე შეკითხვაზე

ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბის მი­ღე­ბა იმ მილ­სა­დე­ნი­დან, რომ­ლი­თაც "სო­კა­რი" სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნებ­რივ აირს აწ­ვდის, - ამის შე­სა­ხებ ვიცე პრე­მი­ერ­მა, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც მი­ნის­ტრი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი დღეს ექ­სპერ­ტებს შეხ­ვდნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "გა­ზპ­რომ­თან", კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის 10% ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნაც­ვლად მი­ი­ღოს ფი­ნან­სუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა და ასე­ვე, სა­უ­ბა­რია იმ და­მა­ტე­ბი­თი დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბა­ზე, რო­მე­ლიც დღეს აქვს ბა­ზარს.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 300-400 მი­ლი­ონ კუ­ბურ მეტრ გაზ­ზე.

"სხვა­თა შო­რის, მინ­და ვთქვა, რომ ის რომ დღეს რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, ზუს­ტად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლი­ან დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ვინც ყვე­ლა­ზე მე­ტად ყვი­რის და არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ავ­რცე­ლებს ამ კონ­კრე­ტულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ. ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმა­ზე თუ რა რა­ო­დე­ნო­ბით ბუ­ნებ­რივ აირს მო­იხ­მარს სა­ქარ­თვე­ლო დღეს.

მისი თქმით, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მოხ­მა­რე­ბა არის გაზ­რდი­ლი.

"დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბა არის ორი მი­ლი­არდ ხუ­თა­სი ათა­სი კუ­ბუ­რი მეტ­რი. ეს 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით 35-38%-ით არის გაზ­რდი­ლი. 2015 წლის მო­ცუ­ლო­ბა 2014 წელ­თან შე­და­რე­ბით 19%-ითაა გაზ­რი­ლი. დღეს ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვენ გვი­წევს და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­ონ­ზე მეტი კუ­ბუ­რი მეტ­რი გა­ზის შე­მო­ტა­ნა. და­გი­სა­ხე­ლებთ ამ 11 მი­ლი­ო­ნის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლებს: ეს არის 6 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი "სო­კა­რი­დან" წა­მო­ღე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აირი, ანუ იმ მილ­სა­დე­ნით, რო­მელ­საც ჰქვია "ყა­ზა­ხი". 2 900 000 მი­ლი­ონ კუ­ბუ­რი მეტ­რი არის შაჰდე­ნი­ზი­დან მი­ღე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რივ აირი და 2,-2,5 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი არის 10% იმ მო­ცუ­ლო­ბი­სა, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ღებთ რუ­სე­თის­გან სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სომ­ხეთ­ში მი­მა­ვა­ლი მილ­სა­დე­ნით", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ მილ­სა­დე­ნი­დან იმ და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლი­თაც "სო­კა­რი" სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნებ­რივ აირს აწ­ვდის. "ეს არის 6 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მელ­საც ისი­ნი დღეს ატა­რე­ბენ. ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია მეტი და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბი იქ­ნას გა­ტა­რე­ბუ­ლი ამ მილ­სა­დენ­ში, ამი­ტომ და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა ხდე­ბა რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სომ­ხეთ­ში მი­მა­ვა­ლი მილ­სა­დე­ნით", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რია ის, რომ აქ სა­უ­ბა­რია ერ­თწ­ლი­ან და არა გრძელ­ვა­დი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შიდა მოხ­მა­რე­ბა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ. - არის მე­ო­რე გა­მო­სა­ვა­ლი, ჩვენ ვთქვათ - არა! ბუ­ნებ­რივ აირ­ზე და გა­და­ვი­დეთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შე­მო­ტა­ნა­ზე. რუ­სე­თი­დან წა­მო­ვი­ღოთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბი, წა­მო­ვი­ღოთ ასე­ვე თურ­ქე­თი­დან. ეს არის პლი­უს და­ახ­ლო­ე­ბით 80 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი, რო­მე­ლიც ჩვენ უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ში და გა­ვა­ჩე­როთ თბო­სად­გუ­რე­ბი. თუმ­ცა, ეს და­ახ­ლო­ე­ბით 4-თეთ­რი­ა­ნი ტა­რი­ფის მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა და ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ვიცე პრე­მი­ე­რი მი­იჩ­ნევს, რომ "გა­ზპ­რომს" სომ­ხე­თის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი გა­ზის სა­ნაც­ვლოდ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რის ფუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე უნდა დავ­თან­ხმდეთ.

კი­თხვა­ზე - იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ უარს ვი­ტყვით "გა­ზპ­რო­მის" შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე, ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რად მოგ­ვცეს არა ბუ­ნებ­რი­ვი აირი, რო­გორც აქამ­დე იყო, არა­მედ ფული, ხომ არ და­ი­წყებს რუ­სე­თი სომ­ხე­თის­თვის გა­ზის მი­წო­დე­ბას ირა­ნი­დან, კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს შეხ­ვედ­რა­ზეც იყო გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი.

"სხვა­თა შო­რის ის მო­თხოვ­ნა, რა­საც რუ­სე­თი აჟ­ღე­რებს, არის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა. დღეს არც ერთი ქვე­ყა­ნა სა­ფა­სუ­რის სა­ხად ბუ­ნებ­რივ აირს არ იღებს", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს "გა­ზპ­რომ­თან" ახლა, როცა შე­სა­ბა­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვადა აქვს გა­სუ­ლი, მი­ნის­ტრის თქმით, ამ ეტაპ­ზე ბუ­ნებ­რი­ვი აირი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლად მოგ­ვაქვს, რაც, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, არას­წო­რია.

ამას­თან, რო­გორც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ის, რაც ბოლო დღე­ებ­ში ხდე­ბა, არის კარ­გად და­გეგ­მი­ლი შავი კამ­პა­ნია სა­მი­ნის­ტრო­სა და პი­რა­დად მის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბა, ზუს­ტად ის, რაც ბოლო დღე­ებ­ში ხდე­ბა, ეს არის კარ­გად და­გეგ­მი­ლი შავი კამ­პა­ნია სა­მი­ნის­ტრო­სა და პი­რა­დად ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა ეს არ არის პრობ­ლე­მა, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო და ამ შემ­თხვე­ვა­ში დარ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი - მე ვა­კე­თებთ, გა­მოწ­ვე­უ­ლია არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე ვარ დღეს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის პრობ­ლე­მა არ იყოს და ჩვენ ამას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვა­ხერ­ხებთ", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე - რა­ტომ და­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ვიცე პრე­მი­ე­რი, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი და არა უფრო და­ბა­ლი რან­გის პირი, კახა კა­ლა­ძის თქმით, "გა­ზპ­რომ­თან" ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი პი­რო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ხდე­ბა.

"თუ რა­ტომ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის დო­ნე­ზე და რა­ტომ არ ხდე­ბო­და ეს კორ­პო­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დო­ნე­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხდე­ბა ახა­ლი პი­რო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ეს არის ფუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აქ გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი იყო მი­სა­ღე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე - "გა­ზპ­რომ­თან" ტრან­ზი­ტის სა­ნაც­ვლოდ ფულ­ზე ვთან­ხმდე­ბით, თუ ბუ­ნებ­რივ აირ­ზე, კა­ლა­ძის თქმით, ფულ­ზე უნდა დავ­თან­ხმდეთ.

"ფულ­ზე უნდა დავ­თან­ხმდეთ, რა თქმა უნდა. მო­ლა­პა­რა­კე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი კი­დევ გა­ირ­კვე­ვა, რად­გან შე­თან­ხმე­ბა ბო­ლომ­დე არ არის მიღ­წე­უ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ წა­მო­ვი­ღებთ და­მა­ტე­ბით კი­დევ უფრო მეტ მო­ცუ­ლო­ბებს, ბუ­ნებ­რივ აირ­ზე ფასი იქ­ნე­ბა კი­დევ უფრო და­ბა­ლი.

"თუ ჩვენ წა­მო­ვი­ღებთ და­მა­ტე­ბით კი­დევ უფრო მეტ მო­ცუ­ლო­ბებს, ბუ­ნებ­რივ აირ­ზე ფასი იქ­ნე­ბა გა­ცი­ლებთ კი­დევ უფრო და­ბა­ლი, თუმ­ცა ჩვენ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ამ თე­მას არ გან­ვი­ხი­ლავთ. მხო­ლოდ ერ­თწ­ლი­ან კონ­ტა­რაქ­ტზეა სა­უ­ბა­რი და ჩვენ გვინ­და, რომ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ის დე­ფი­ცი­ტი, რო­მე­ლიც დღეს ჩვენ ბა­ზარ­ზე გვაქვს. ეს არის 300-დან 400 მი­ლი­ო­ნამ­დე", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­კეთ­დეს გაზ­სა­ცა­ვი, რად­გან არის სე­რი­ო­ზუ­ლი დის­ბა­ლან­სი, ზამ­თარ­ში უფრო მე­ტია რო­გორც ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მოხ­მა­რე­ბა, ხოლო ზა­ფხულ­ში გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი.

"11 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა ზა­ფხუ­ლის თვე­ებ­ში 4 მი­ლი­ო­ნამ­დე ჩა­მო­დის. ეს დის­ბა­ლან­სი რომ შე­ვავ­სოთ, ამი­ტომ ვსა­უბ­რობ რომ და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბის შე­მო­ტა­ნა მო­ვა­ხერ­ხოთ გა­ზპ­რო­მის­გან", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ. კი­თხვა­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა მუ­შა­ო­ბა დე­ფი­ცი­ტის და­ფარ­ვის სხვა წყა­რო­ებ­ზე, მი­ნის­ტრმა გა­იხ­სე­ნა 2006 წელი, რო­დე­საც აფეთ­ქე­ბა მოხ­და კავ­კა­სი­ო­ნის გა­დამ­ცემ ხაზ­სა და იმ მილ­სა­დე­ნებ­ზე, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დი­ო­და ბუ­ნებ­რი­ვი აირი და აღ­ნიშ­ნა, რომ იმ დღე­ებ­ში ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და ორი სა­ა­თის მოხ­მა­რე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი აირი.

"ასე­ვე, შე­მო­დი­ო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან რა­ღაც მო­ცუ­ლო­ბა და ერთი კვი­რის შემ­დეგ როცა ეს მილ­სა­დე­ნი აღად­გი­ნეს, ისევ და ისევ შე­მო­დი­ო­და რუ­სუ­ლი გაზი. ეს არის რე­ა­ლო­ბა და სი­მარ­თლე", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მისი მი­ნის­ტრო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ის და თა­ვი­სი გუნ­დი სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლომ მო­ა­ხერ­ხოს ყვე­ლა იმ რე­სურ­სის ათ­ვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია. ამი­ტომ, კა­ლა­ძის თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ახა­ლი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი მათ­გა­ნი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და.

"ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ შაჰდე­ნი­ზის მე­ო­რე ფაზა, პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც და­წყე­ბუ­ლია 2019 წელს უნდა დას­რულ­დეს და აქე­დან გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბო­ბა მი­ვი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბი. ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო პრი­ო­რი­ტე­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ენერგეტიკის მინისტრის პასუხები "გაზპრომთან" დაკავშირებით ბოლო დღეებში დასმულ ყველა მწვავე შეკითხვაზე

ენერგეტიკის მინისტრის პასუხები "გაზპრომთან" დაკავშირებით ბოლო დღეებში დასმულ ყველა მწვავე შეკითხვაზე

ფიზიკურად შეუძლებელია დამატებითი მოცულობის მიღება იმ მილსადენიდან, რომლითაც "სოკარი" საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც მინისტრი და მისი მოადგილეები დღეს ექსპერტებს შეხვდნენ.

რაც შეეხება იმას, თუ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები "გაზპრომთან", კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს საუბარია იმაზე, რომ საქართველომ გატარებული მოცულობის 10% ბუნებრივი აირის ნაცვლად მიიღოს ფინანსური ანაზღაურება და ასევე, საუბარია იმ დამატებითი დეფიციტის შევსებაზე, რომელიც დღეს აქვს ბაზარს.

როგორც მინისტრმა განმარტა, საუბარია დაახლოებით 300-400 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე.

"სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ის რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ზუსტად იმ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტად ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით", - განაცხადა კალაძემ. ენერგეტიკის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმაზე თუ რა რაოდენობით ბუნებრივ აირს მოიხმარს საქართველო დღეს.

მისი თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება არის გაზრდილი.

"დღეს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება არის ორი მილიარდ ხუთასი ათასი კუბური მეტრი. ეს 2012 წელთან შედარებით 35-38%-ით არის გაზრდილი. 2015 წლის მოცულობა 2014 წელთან შედარებით 19%-ითაა გაზრილი. დღეს ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს დაახლოებით 11 მილიონზე მეტი კუბური მეტრი გაზის შემოტანა. დაგისახელებთ ამ 11 მილიონის შემადგენელ ნაწილებს: ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრი "სოკარიდან" წამოღებული ბუნებრივი აირი, ანუ იმ მილსადენით, რომელსაც ჰქვია "ყაზახი". 2 900 000 მილიონ კუბური მეტრი არის შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივ აირი და 2,-2,5 მილიონი კუბური მეტრი არის 10% იმ მოცულობისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსეთისგან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ფიზიკურად შეუძლებელია იმ მილსადენიდან იმ დამატებითი მოცულობების მიღება, რომლითაც "სოკარი" საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის. "ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა, რომელსაც ისინი დღეს ატარებენ. ფიზიკურად შეუძლებელია მეტი დამატებითი მოცულობები იქნას გატარებული ამ მილსადენში, ამიტომ დამატებითი მოცულობების დაბალანსება ხდება რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მთავარია ის, რომ აქ საუბარია ერთწლიან და არა გრძელვადიან ხელშეკრულებებზე.

"ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში შიდა მოხმარება დავაკმაყოფილოთ", - განაცხადა კახა კალაძემ. - არის მეორე გამოსავალი, ჩვენ ვთქვათ - არა! ბუნებრივ აირზე და გადავიდეთ ელექტროენერგიის შემოტანაზე. რუსეთიდან წამოვიღოთ ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები, წამოვიღოთ ასევე თურქეთიდან. ეს არის პლიუს დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ ელექტროენერგიაში და გავაჩეროთ თბოსადგურები. თუმცა, ეს დაახლოებით 4-თეთრიანი ტარიფის მატება იქნება და ამის გაკეთება შეუძლებელია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე პრემიერი მიიჩნევს, რომ "გაზპრომს" სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებაზე უნდა დავთანხმდეთ.

კითხვაზე - იმ შემთხვევაში თუ უარს ვიტყვით "გაზპრომის" შემოთავაზებაზე, ტრანზიტის საფასურად მოგვცეს არა ბუნებრივი აირი, როგორც აქამდე იყო, არამედ ფული, ხომ არ დაიწყებს რუსეთი სომხეთისთვის გაზის მიწოდებას ირანიდან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრაზეც იყო გაჟღერებული.

"სხვათა შორის ის მოთხოვნა, რასაც რუსეთი აჟღერებს, არის საერთაშორისო პრაქტიკა. დღეს არც ერთი ქვეყანა საფასურის სახად ბუნებრივ აირს არ იღებს", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, როგორი ურთიერთობა გვაქვს ”გაზპრომთან” ახლა, როცა შესაბამის ხელშეკრულებას ვადა აქვს გასული, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბუნებრივი აირი, ფაქტობრივად, არასანქცირებულად მოგვაქვს, რაც, მისივე შეფასებით, არასწორია.

ამასთან, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, არის კარგად დაგეგმილი შავი კამპანია სამინისტროსა და პირადად მის წინააღმდეგ.

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან დაახლოებული ე.წ. ექსპერტების მოსაზრება, ზუსტად ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, ეს არის კარგად დაგეგმილი შავი კამპანია სამინისტროსა და პირადად ჩემს წინააღმდეგ, თუმცა ეს არ არის პრობლემა, რადგან ეს ყველაფერი, რასაც ენერგეტიკის სამინისტრო და ამ შემთხვევაში დარგის ხელმძღვანელი - მე ვაკეთებთ, გამოწვეულია არსებული რეალობიდან გამომდინარე, რომ მე ვარ დღეს პასუხისმგებელი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის პრობლემა არ იყოს და ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე - რატომ დადის მოლაპარაკებებზე ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი და არა უფრო დაბალი რანგის პირი, კახა კალაძის თქმით, ”გაზპრომთან” ფაქტობრივად, ახალი პირობების ჩამოყალიბება ხდება.

"თუ რატომ ენერგეტიკის მინისტრის დონეზე და რატომ არ ხდებოდა ეს კორპორაციის ხელმძღვანელობის დონეზე, ფაქტობრივად, ხდება ახალი პირობების ჩამოყალიბება. ეს არის ფულად ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით და აქ გადაწვეტილებები იყო მისაღები", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე - "გაზპრომთან" ტრანზიტის სანაცვლოდ ფულზე ვთანხმდებით, თუ ბუნებრივ აირზე, კალაძის თქმით, ფულზე უნდა დავთანხმდეთ.

"ფულზე უნდა დავთანხმდეთ, რა თქმა უნდა. მოლაპარაკების დასრულებამდე რაღაც გარკვეული დეტალები კიდევ გაირკვევა, რადგან შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ წამოვიღებთ დამატებით კიდევ უფრო მეტ მოცულობებს, ბუნებრივ აირზე ფასი იქნება კიდევ უფრო დაბალი.

"თუ ჩვენ წამოვიღებთ დამატებით კიდევ უფრო მეტ მოცულობებს, ბუნებრივ აირზე ფასი იქნება გაცილებთ კიდევ უფრო დაბალი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ თემას არ განვიხილავთ. მხოლოდ ერთწლიან კონტარაქტზეა საუბარი და ჩვენ გვინდა, რომ დავაკმაყოფილოთ მხოლოდ და მხოლოდ ის დეფიციტი, რომელიც დღეს ჩვენ ბაზარზე გვაქვს. ეს არის 300-დან 400 მილიონამდე", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა იმაზე, რომ საქართველოში გაკეთდეს გაზსაცავი, რადგან არის სერიოზული დისბალანსი, ზამთარში უფრო მეტია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება, ხოლო ზაფხულში გაცილებით ნაკლები.

"11 მილიონი კუბური მეტრი ყოველდღიური მოხმარება ზაფხულის თვეებში 4 მილიონამდე ჩამოდის. ეს დისბალანსი რომ შევავსოთ, ამიტომ ვსაუბრობ რომ დამატებითი მოცულობების შემოტანა მოვახერხოთ გაზპრომისგან", - განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა დეფიციტის დაფარვის სხვა წყაროებზე, მინისტრმა გაიხსენა 2006 წელი, როდესაც აფეთქება მოხდა კავკასიონის გადამცემ ხაზსა და იმ მილსადენებზე, რომლითაც საქართველოში შემოდიოდა ბუნებრივი აირი და აღნიშნა, რომ იმ დღეებში ირანიდან შემოვიდა ორი საათის მოხმარების ბუნებრივი აირი.

"ასევე, შემოდიოდა აზერბაიჯანიდან რაღაც მოცულობა და ერთი კვირის შემდეგ როცა ეს მილსადენი აღადგინეს, ისევ და ისევ შემოდიოდა რუსული გაზი. ეს არის რეალობა და სიმართლე", - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი მინისტრობის პირველივე დღეებიდან ის და თავისი გუნდი საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ მოახერხოს ყველა იმ რესურსის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამიტომ, კალაძის თქმით, მიმდინარეობს ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი მათგანი ექსპლუატაციაში შევიდა.

"ასევე ბუნებრივი აირის მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ შაჰდენიზის მეორე ფაზა, პროექტი, რომელიც დაწყებულია 2019 წელს უნდა დასრულდეს და აქედან გვექნება შესაძლებობა მივიღოთ დამატებითი მოცულობები. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს საქართველო პრიორიტეტულ მდგომარეობაშია და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."