პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიგარეტი "ჩემი ცოლის დაქალებში" - "იქნებ ამიხსნან, სერიალში რანაირად ხდება თამბაქოს რეკლამა?!"
სიგარეტი "ჩემი ცოლის დაქალებში" - "იქნებ ამიხსნან, სერიალში რანაირად ხდება თამბაქოს რეკლამა?!"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მერ­ვე სე­ზო­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს, მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და მას­ზე მსჯე­ლო­ბა არ წყდე­ბა... "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" ეს პრო­დუქ­ტი ძი­რი­თა­დად მოს­წონთ, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი მუდ­მი­ვად რა­ღა­ცით მა­ინც უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რად­გა­ნაც აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში გარ­კვე­ულ­წი­ლად, ამა თუ იმ ნორ­მის, ტრა­დი­ცი­ი­სა თუ წეს-ჩვე­უ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას ხე­დავს.

სე­რი­ა­ლის გურ­მა­ნე­ბი, თუ კრი­ტი­კო­სე­ბი ხში­რად ჩვენც გვწე­რენ. ბო­ლოს ასე­თი კი­თხვით მოგ­ვმარ­თეს: რა­ტომ არის, რომ თით­ქმის ყვე­ლა სე­რი­ა­ში თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის სცე­ნაა (ხში­რად მა­სობ­რი­ვი მო­წე­ვის სცე­ნაც) ასა­ხუ­ლი? ეს სი­გა­რე­ტის რეკ­ლა­მა და პრო­პა­გან­და არ არის? მა­ყუ­რებ­ლის ამ კი­თხვით სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სერს, ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძეს მივ­მარ­თეთ:

- თუ ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ხე­და­ვენ ყვე­ლა­ფერს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა და არა ისე, რო­გორც ზო­გა­დად ხე­და­ვენ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. სე­რი­ალ­ში სად გვყავს ისე­თი გმი­რი, რო­მე­ლიც თამ­ბა­ქოს ეწე­ვა და ამით ცხოვ­რე­ბა ულა­მაზ­დე­ბა?! სცე­ნარ­ში მთა­ვა­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა ის არის, რომ რაც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ის ავ­სა­ხოთ. ნე­ბის­მი­ერ ოჯახ­ში შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვი­დე და ნახო სუ­რა­თი, სა­დაც მე­გობ­რე­ბი სხე­დან და სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის­გან გა­ბო­ლი­ლია ოთა­ხი, - მარ­ტი­ვად ეს იმის დე­მონ­სტრი­რე­ბაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი იმის ნაც­ვლად, რომ საქ­მით, კულ­ტუ­რუ­ლი ქცე­ვით ახ­დენ­დნენ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვი­თა, თუ იგი­ვე ბილ­წსი­ტყვა­ო­ბით რე­ა­ლიზ­დე­ბი­ან. ეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის უკულ­ტუ­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტია.

ამ დროს კი ვი­ღა­ცე­ბი ჩვენ­თან შე­კა­მა­თე­ბას თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი "რა­ღა­ცე­ბით" ცდი­ლო­ბენ. ვერ ვხვდე­ბი, იქ­ნებ ამიხ­სნან, სე­რი­ალ­ში რა­ნა­ი­რად ხდე­ბა თამ­ბა­ქოს რეკ­ლა­მა?! რაში მდგო­მა­რე­ობს ამ შე­კი­თხვის არსი? ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი მუდ­მი­ვი ძი­ე­ბის ობი­ექ­ტია. ამ დროს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის ავ­ტო­რებს უნ­დათ, რომ ეკ­რან­ზე სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა თამ­ბა­ქოს პრო­პა­გან­დად მი­იჩ­ნი­ონ. თუ ასე უნ­დათ, კი, ბა­ტო­ნო, მო­წი­ონ და და­ი­ა­ვად­მყო­ფონ ფილ­ტვე­ბი...

სა­ო­ცა­რია ადა­მი­ა­ნე­ბის ეჭვი, - ფიქ­რო­ბენ, რომ ჩვენ თით­ქოს რა­ღაც სა­ჩუქ­რებს გვი­რი­გე­ბენ იმა­ში, რომ ეკ­რან­ზე სი­გა­რე­ტი გა­მო­ვა­ჩი­ნოთ... ამა­ზე რა უნდა ვქნა, ეგო­ნოთ, პრობ­ლე­მა არ არის, ეგო­ნოთ, რომ გა­ცი­ლე­ბით მდი­და­რი ვარ, ვიდ­რე ეს რე­ა­ლუ­რად არის.

- რას ეტყო­დით ასეთ მა­ყუ­რე­ბელს?

- შექ­მუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის მოყ­ვა­რუ­ლებ­სა და მიმ­დევ­რებს შე­მიძ­ლია ვუ­თხრა, რომ ჩვენ ვცდი­ლობთ, სა­ავ­ტო­რო პო­ზი­ცია ყო­ველ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს მა­ყუ­რებ­ლის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ გა­ცი­ლე­ბით ჯან­სა­ღი იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მეტი რეფ­ლექ­სი ახა­სი­ა­თებ­დეს, მეტი გა­აზ­რე­ბა შეძ­ლოს სა­კუ­თარ თავ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე ვფიქ­რობ­თო, - ეს ნათ­ქა­მი არ მი­ი­ღონ ისე, რომ მე­სი­ა­ნიზ­მი გვაქვს გან­ზრა­ხუ­ლი. უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი სურ­ვი­ლი, სტი­ლი ეს არის და ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ვცდი­ლობთ, ეს სტი­ლი და­ვიც­ვათ. შე­სა­ბა­მი­სად, შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბი არ გვჭირ­დე­ბა, - რა­ღაც ქვე­დი­ნე­ბე­ბი, ან რეკ­ლა­მა. ყვე­ლა­ფე­რი თვალ­სა­ჩი­ნოა, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, პირ­ნა­თე­ლი ვართ რო­გორც მა­ყუ­რე­ბელ­თან, ისე­ვე კა­ნონ­თან. თამ­ბა­ქოს რეკ­ლა­მა არ შე­იძ­ლე­ბა. სე­რი­ალ­ში ზუს­ტად რომ ან­ტი­რეკ­ლა­მაა და იმის ხაზ­გას­მაა, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ვა­დე­ბუ­ლია თა­ვი­სი ქცე­ვის დო­ნე­ზე და მერე უკვე ფი­ზი­კუ­რა­დაც. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც არ უფრთხილ­დე­ბა სი­ცო­ცხლეს, არის უხა­რის­ხო, ამი­ტომ ვცდი­ლობთ, კი­დევ ერთხელ თვალ­სა­ჩი­ნოდ ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ადა­მი­ა­ნებს აქვს კომ­პლექ­სე­ბი და ამ კომ­პლექ­სებს იკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ არა პო­ზი­ტი­უ­რი ქცე­ვით, სი­ცო­ცხლის მომ­სა­ხუ­რე­ბით, არა­მედ პი­რი­ქით, ერ­თგვა­რი სუ­ი­ცი­დუ­რი, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტე­ბი­თა თუ ქცე­ვით, რო­მე­ლიც დესტრუქ­ცი­უ­ლია.

- სე­რი­ალ­ში ამ სე­ზონ­ზე რა სი­ახ­ლეს უნდა ვე­ლო­დოთ?

- ახა­ლი არა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ეს სე­ზო­ნი უნდა დას­რულ­დეს ისე, რო­გო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაც გვაქვს ამ სე­ზონ­ზე აღე­ბუ­ლი.

- ჰო, ბოლო დროს თითო გმირ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფილ­მე­ბი­ვით კი­ნო­ციკ­ლებს ქმნით. ასე რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ალს სჭირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბა იმის­თვის, რომ ჩვე­ნი თხრო­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს. ამ სე­ზონ­ში გვინ­დო­და, პერ­სო­ნა­ჟებ­ზე მე­ტად მოგ­ვეხ­დი­ნა ფო­კუ­სი­რე­ბა, რომ ის­ტო­რი­ის თხრო­ბა, უფრო ღრმად შეგვძლე­ბო­და. ამი­ტომ მიმ­დი­ნა­რე სამი-ოთხი ხაზი და­ვაჯ­გუ­ფეთ და გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ ცალ­კე ის­ტო­რი­ე­ბად, პა­ტა­რა ციკ­ლებს ვი­ღებთ. მი­ნი­ფილ­მე­ბია, რაც მგო­ნია, რომ კარ­გია. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ესეც სა­კა­მა­თოდ მო­ეჩ­ვე­ნოს, თუმ­ცა ესეც ძი­ე­ბის პრო­ცე­სია, მუდ­მი­ვად რა­ღაც სი­ახ­ლე უნდა იყოს. მერ­ვე სე­ზონ­ზე რომ მუ­შა­ობ, იმის­თვის, რომ არ და­გიძ­ველ­დეს და გა­გიცვდეს პრო­დუქ­ტი, მუდ­მი­ვად ში­ნა­არსშიც, ტექ­ნი­კურ ნა­წილ­შიც, შე­საძ­ლე­ბე­ლი უნდა გახ­დეს მა­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შექ­მნა, მით უმე­ტეს, როცა გყავს მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გე­ბი არი­ან. სა­ჭი­როა, პერ­სო­ნა­ჟე­ბი აით­ვი­სო და მსა­ხი­ო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, სა­ხე­ე­ბი უფრო გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნო. დიახ, მათი ის­ტო­რი­ე­ბის თხრო­ბი­სას, მსგავ­სი ფო­კუ­სი­რე­ბა და აქ­ცენ­ტე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მუ­შა­ო­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სიგარეტი "ჩემი ცოლის დაქალებში" - "იქნებ ამიხსნან, სერიალში რანაირად ხდება თამბაქოს რეკლამა?!"

სიგარეტი "ჩემი ცოლის დაქალებში" - "იქნებ ამიხსნან, სერიალში რანაირად ხდება თამბაქოს რეკლამა?!"

მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მერვე სეზონია მიმდინარეობს, მის მიმართ ინტერესი და მასზე მსჯელობა არ წყდება... "ფორმულა კრეატივის" ეს პროდუქტი ძირითადად მოსწონთ, თუმცა ზოგიერთი მაყურებელი მუდმივად რაღაცით მაინც უკმაყოფილოა, რადგანაც აღნიშნულ პროექტში გარკვეულწილად, ამა თუ იმ ნორმის, ტრადიციისა თუ წეს-ჩვეულების დარღვევას ხედავს.

სერიალის გურმანები, თუ კრიტიკოსები ხშირად ჩვენც გვწერენ. ბოლოს ასეთი კითხვით მოგვმართეს: რატომ არის, რომ თითქმის ყველა სერიაში თამბაქოს მოწევის სცენაა (ხშირად მასობრივი მოწევის სცენაც) ასახული? ეს სიგარეტის რეკლამა და პროპაგანდა არ არის? მაყურებლის ამ კითხვით სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს მივმართეთ:

- თუ ადამიანები შეხედავენ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც ზოგადად ხედავენ, უკეთესი იქნება. სერიალში სად გვყავს ისეთი გმირი, რომელიც თამბაქოს ეწევა და ამით ცხოვრება ულამაზდება?! სცენარში მთავარი მოცემულობა ის არის, რომ რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ის ავსახოთ. ნებისმიერ ოჯახში შეიძლება შეხვიდე და ნახო სურათი, სადაც მეგობრები სხედან და სიგარეტის მოწევისგან გაბოლილია ოთახი, - მარტივად ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ადამიანები იმის ნაცვლად, რომ საქმით, კულტურული ქცევით ახდენდნენ საკუთარი თავის რეალიზაციას, სიგარეტის მოწევითა, თუ იგივე ბილწსიტყვაობით რეალიზდებიან. ეს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკულტურობის დამადასტურებელი ფაქტია.

ამ დროს კი ვიღაცები ჩვენთან შეკამათებას თითიდან გამოწოვილი "რაღაცებით" ცდილობენ. ვერ ვხვდები, იქნებ ამიხსნან, სერიალში რანაირად ხდება თამბაქოს რეკლამა?! რაში მდგომარეობს ამ შეკითხვის არსი? ჩვენი პროდუქტი მუდმივი ძიების ობიექტია. ამ დროს შეთქმულების თეორიის ავტორებს უნდათ, რომ ეკრანზე სიგარეტის მოწევა თამბაქოს პროპაგანდად მიიჩნიონ. თუ ასე უნდათ, კი, ბატონო, მოწიონ და დაიავადმყოფონ ფილტვები...

საოცარია ადამიანების ეჭვი, - ფიქრობენ, რომ ჩვენ თითქოს რაღაც საჩუქრებს გვირიგებენ იმაში, რომ ეკრანზე სიგარეტი გამოვაჩინოთ... ამაზე რა უნდა ვქნა, ეგონოთ, პრობლემა არ არის, ეგონოთ, რომ გაცილებით მდიდარი ვარ, ვიდრე ეს რეალურად არის.

- რას ეტყოდით ასეთ მაყურებელს?

- შექმულების თეორიის მოყვარულებსა და მიმდევრებს შემიძლია ვუთხრა, რომ ჩვენ ვცდილობთ, საავტორო პოზიცია ყოველთვის მაქსიმალურად იყოს მაყურებლისთვის მიწოდებული იმიტომ, რომ გაცილებით ჯანსაღი იყოს საზოგადოება, მეტი რეფლექსი ახასიათებდეს, მეტი გააზრება შეძლოს საკუთარ თავში არსებული პრობლემების. მაგრამ საზოგადოების გაჯანსაღებაზე ვფიქრობთო, - ეს ნათქამი არ მიიღონ ისე, რომ მესიანიზმი გვაქვს განზრახული. უბრალოდ, ჩვენი სურვილი, სტილი ეს არის და ნებისმიერ შემთხვევაში ვცდილობთ, ეს სტილი დავიცვათ. შესაბამისად, შეთქმულებები არ გვჭირდება, - რაღაც ქვედინებები, ან რეკლამა. ყველაფერი თვალსაჩინოა, კანონის ფარგლებში, პირნათელი ვართ როგორც მაყურებელთან, ისევე კანონთან. თამბაქოს რეკლამა არ შეიძლება. სერიალში ზუსტად რომ ანტირეკლამაა და იმის ხაზგასმაა, რომ ჩვენი საზოგადოება დაავადებულია თავისი ქცევის დონეზე და მერე უკვე ფიზიკურადაც. საზოგადოება, რომელიც არ უფრთხილდება სიცოცხლეს, არის უხარისხო, ამიტომ ვცდილობთ, კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ ვაჩვენოთ, რომ ადამიანებს აქვს კომპლექსები და ამ კომპლექსებს იკმაყოფილებენ არა პოზიტიური ქცევით, სიცოცხლის მომსახურებით, არამედ პირიქით, ერთგვარი სუიციდური, გაუაზრებელი ატრიბუტებითა თუ ქცევით, რომელიც დესტრუქციულია.

- სერიალში ამ სეზონზე რა სიახლეს უნდა ველოდოთ?

- ახალი არაფერია მოსალოდნელი, ეს სეზონი უნდა დასრულდეს ისე, როგორი მიმართულებაც გვაქვს ამ სეზონზე აღებული.

- ჰო, ბოლო დროს თითო გმირთან დაკავშირებით ფილმებივით კინოციკლებს ქმნით. ასე რატომ გადაწყვიტეთ?

- დროთა განმავლობაში სერიალს სჭირდება ცვლილება იმისთვის, რომ ჩვენი თხრობა მრავალფეროვანი იყოს. ამ სეზონში გვინდოდა, პერსონაჟებზე მეტად მოგვეხდინა ფოკუსირება, რომ ისტორიის თხრობა, უფრო ღრმად შეგვძლებოდა. ამიტომ მიმდინარე სამი-ოთხი ხაზი დავაჯგუფეთ და გადავანაწილეთ ცალკე ისტორიებად, პატარა ციკლებს ვიღებთ. მინიფილმებია, რაც მგონია, რომ კარგია. შეიძლება ვიღაცას ესეც საკამათოდ მოეჩვენოს, თუმცა ესეც ძიების პროცესია, მუდმივად რაღაც სიახლე უნდა იყოს. მერვე სეზონზე რომ მუშაობ, იმისთვის, რომ არ დაგიძველდეს და გაგიცვდეს პროდუქტი, მუდმივად შინაარსშიც, ტექნიკურ ნაწილშიც, შესაძლებელი უნდა გახდეს მარავალფეროვნების შექმნა, მით უმეტეს, როცა გყავს მსახიობები, რომლებიც კარგები არიან. საჭიროა, პერსონაჟები აითვისო და მსახიობების დახმარებით, სახეები უფრო გაამრავალფეროვნო. დიახ, მათი ისტორიების თხრობისას, მსგავსი ფოკუსირება და აქცენტები შემოქმედებითად მუშაობაში საინტერესო აღმოჩნდა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება