"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ბუკა პეტრიაშვილი "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან თბილისის მერს "მეგობრულ რჩევას" უგზავნის.
"ჩემი ძმური რჩევა დათო ნარმანიას: წაი ჩემი ფაჩულია ჯიმა სახლში, შენც დაისვენებ და ხალხიც! მართლა გულით გეუბნები!" - წერს პეტრიაშვილი. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კომენტარებში მთავრობასთან "სათნო და არასაქმიანი ტონით" საუბარს უწუნებენ და ურჩევენ, მომავალი არჩევნებისთვის სამზადისი გააძლიერონ.