პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსაფრთხოების წესები სამთო კურორტებზე მთელ მსოფლიოში და რეგულაციები, რომელიც მალე საქართველოში დაწესდება
უსაფრთხოების წესები სამთო კურორტებზე მთელ მსოფლიოში და რეგულაციები, რომელიც მალე საქართველოში დაწესდება

გუ­და­ურ­ში 12 წლის გო­გო­ნას სას­რი­ა­ლო ტრა­სა­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბამ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბის თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­ხა­და. სწო­რედ ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა პე­ტი­ცია, რომ­ლის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნე­ბი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბის სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით და­ყო­ფა, ტრა­სებ­ზე თოვ­ლის სკუ­ტე­რე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სა და სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბის მიმ­დე­ბა­რე ობი­ექ­ტებ­ში არას­რულ­წლო­ვან­თათ­ვის ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მი­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვაა.

იხი­ლეთ ვი­დეო

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი მხო­ლოდ ვერ­ბა­ლუ­რად რე­გუ­ლირ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ, მათ არ აქვთ არა­ნა­ი­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი: ისი­ნი მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან და არ აქვთ სან­ქცი­ე­ბი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბის მი­მართ. "მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ამ" უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის გამ­კაც­რე­ბის თა­ო­ბა­ზე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უკვე შე­ი­მუ­შა­ვა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებს სა­ვა­რა­უ­დოდ, "სკი პატ­რუ­ლი" გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტს: არ­სე­ბობს ეტი­კე­ტი და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­თხი­ლა­მუ­რემ უნდა და­იც­ვას. ეს წე­სე­ბი მო­თხი­ლა­მუ­რე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ შე­ად­გი­ნა და ისი­ნი ყო­ველ­თვის უნდა და­იც­ვათ.

რო­გორ ავი­რი­დოთ თა­ვი­დან და­ზი­ა­ნე­ბე­ბი

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­თხი­ლა­მუ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა იმ­დე­ნად და­იხ­ვე­წა, რომ და­ზი­ა­ნე­ბის რის­კე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. მაგ­რამ სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა!

ყო­ველ­თვის გა­ხურ­დით, სა­ნამ სა­თხი­ლა­მუ­როდ გახ­ვალთ.

აუ­ცი­ლებ­ლად ატა­რეთ ჩა­ფხუ­ტი.

და­აკ­ვირ­დით თქვენს სი­ახ­ლო­ვეს მო­თხი­ლა­მუ­რე­ებს, ხში­რად და­ზი­ა­ნე­ბა შე­ტა­კე­ბე­ბის­გან ხდე­ბა.

არ მი­ი­ღოთ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი, სა­ნამ თხი­ლა­მუ­რებ­ზე სრი­ალს არ მორ­ჩე­ბით.

დღის ბო­ლოს ფერ­დო­ბე­ბი დატ­ვირ­თუ­ლია მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბით, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო, რომ ვინ­მეს არ შე­ე­ჯა­ხოთ.

სი­ცი­ვე

სამ­თო სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტი სი­ცი­ვის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. კარ­გად აარ­ჩი­ეთ ტან­საც­მე­ლი: ის უნდა იყოს ქარ და წყალ­გა­უმ­ტა­რი. თუ და­შავ­დით, ეცა­დეთ, რომ სით­ბო შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. სხე­უ­ლი მალე ცივ­დე­ბა, რო­დე­საც არ აქ­ტი­უ­რობს.

ატა­რეთ ქუდი: სხე­უ­ლის სიმ­ხურ­ვა­ლის 60 პრო­ცენ­ტი თა­ვი­დან იკარ­გე­ბა, ბავ­შვებ­ში უფრო დი­დია პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ამი­ტომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, არ გახ­ვი­დეთ უქუ­დოდ.

ჰი­პო­თერ­მი­ის დროს სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა 35 გრა­დუ­სამ­დე ეცე­მა. სიმპტო­მე­ბია აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, სი­ცი­ვე, თავ­ბრუს­ხვე­ვა, მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი შე­იყ­ვა­ნეთ შე­ნო­ბა­ში ან ეცა­დეთ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის სიმ­ხურ­ვა­ლით გა­ათ­ბოთ. ალ­კოჰო­ლი და სი­გა­რე­ტი სი­ტუ­ა­ცი­ას აუ­ა­რე­სებს.

მზე

მზე მთებ­ში ორ­მხრი­ვი მტე­რია. გარ­და იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა კანი და­იწ­ვათ, შე­იძ­ლე­ბა თვა­ლე­ბიც და­ი­ზი­ა­ნოთ.

ადეკ­ვა­ტუ­რი თვა­ლე­ბის დაც­ვის გა­რე­შე მზემ, შე­საძ­ლოა, დრო­ე­ბი­თი უსი­ნათ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, ამი­ტომ კარ­გად შე­არ­ჩი­ეთ სათ­ვა­ლე.

ზვა­ვი

არა­სო­დეს გა­და­უხ­ვი­ოთ სა­თხი­ლა­მუ­რო გზას და მუ­დამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ინ­სტრუქ­ტო­რის ნათ­ქვა­მი.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სა­ღა­მოს, რო­დე­საც სრი­ალს მორ­ჩე­ბით, არ მი­ი­ღოთ დიდი დო­ზით ალ­კოჰო­ლი. ალ­კოჰო­ლი იწ­ვევს დე­ჰიდ­რა­ცი­ას. ამი­ტომ, სვით ბევ­რი წყა­ლი.

გვი­ან ღა­მემ­დე გარ­თო­ბა და სმა მე­ო­რე დღეს გა­მო­უ­ძი­ნებ­ლო­ბა­სა და დაღ­ლი­ლო­ბას იწ­ვევს და შე­სა­ბა­მი­სად, გა­იზ­რდე­ბა თხი­ლა­მუ­რებ­ზე დგო­მი­სას და­ზი­ა­ნე­ბის რის­კი.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლია საიტ fis-ski.com-ს მი­ხედ­ვით

რუბრიკის სხვა სიახლეები

უსაფრთხოების წესები სამთო კურორტებზე მთელ მსოფლიოში და რეგულაციები, რომელიც მალე საქართველოში დაწესდება

უსაფრთხოების წესები სამთო კურორტებზე მთელ მსოფლიოში და რეგულაციები, რომელიც მალე საქართველოში დაწესდება

გუდაურში 12 წლის გოგონას სასრიალო ტრასაზე გარდაცვალებამ უსაფრთხოების ზომების გამკაცრების თემა აქტუალური გახადა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პეტიცია, რომლის მთავარი მოთხოვნები სათხილამურო ტრასების სირთულის მიხედვით დაყოფა, ტრასებზე თოვლის სკუტერებით მოძრაობისა და სათხილამურო ტრასების მიმდებარე ობიექტებში არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების მიყიდვის აკრძალვაა.

იხილეთ ვიდეო

პროფესიონალი მოთხილამურეები ამბობენ, რომ სამთო კურორტებზე უსაფრთხოების ნორმები მხოლოდ ვერბალურად რეგულირდება. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამსახურები აქტიურად მუშაობენ, მათ არ აქვთ არანაირი პრევენციული უფლებები: ისინი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან და არ აქვთ სანქციები ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოთხილამურეების მიმართ. "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების თაობაზე რეკომენდაციები უკვე შეიმუშავა. უახლოეს მომავალში სათხილამურო ტრასებს სავარაუდოდ, "სკი პატრული" გააკონტროლებს.

რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტს: არსებობს ეტიკეტი და უსაფრთხოების წესები, რომელიც ყველა მოთხილამურემ უნდა დაიცვას. ეს წესები მოთხილამურეობის საერთაშორისო ფედერაციამ შეადგინა და ისინი ყოველთვის უნდა დაიცვათ.

როგორ ავირიდოთ თავიდან დაზიანებები

თანამედროვე სათხილამურო აღჭურვილობა იმდენად დაიხვეწა, რომ დაზიანების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა!

ყოველთვის გახურდით, სანამ სათხილამუროდ გახვალთ.

აუცილებლად ატარეთ ჩაფხუტი.

დააკვირდით თქვენს სიახლოვეს მოთხილამურეებს, ხშირად დაზიანება შეტაკებებისგან ხდება.

არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი, სანამ თხილამურებზე სრიალს არ მორჩებით.

დღის ბოლოს ფერდობები დატვირთულია მოთხილამურეებით, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რომ ვინმეს არ შეეჯახოთ.

სიცივე

სამთო სათხილამურო სპორტი სიცივის გარეშე წარმოუდგენელია. კარგად აარჩიეთ ტანსაცმელი: ის უნდა იყოს ქარ და წყალგაუმტარი. თუ დაშავდით, ეცადეთ, რომ სითბო შეინარჩუნოთ. სხეული მალე ცივდება, როდესაც არ აქტიურობს.

ატარეთ ქუდი: სხეულის სიმხურვალის 60 პროცენტი თავიდან იკარგება, ბავშვებში უფრო დიდია პროცენტული მაჩვენებელი, ამიტომ არავითარ შემთხვევაში, არ გახვიდეთ უქუდოდ.

ჰიპოთერმიის დროს სხეულის ტემპერატურა 35 გრადუსამდე ეცემა. სიმპტომებია აგრესიულობა, სიცივე, თავბრუსხვევა, მომატებული მგრძნობელობა. ასეთ დროს ადამიანი შეიყვანეთ შენობაში ან ეცადეთ საკუთარი სხეულის სიმხურვალით გაათბოთ. ალკოჰოლი და სიგარეტი სიტუაციას აუარესებს.

მზე

მზე მთებში ორმხრივი მტერია. გარდა იმისა, რომ შეიძლება კანი დაიწვათ, შეიძლება თვალებიც დაიზიანოთ.

ადეკვატური თვალების დაცვის გარეშე მზემ, შესაძლოა, დროებითი უსინათლობა გამოიწვიოს, ამიტომ კარგად შეარჩიეთ სათვალე.

ზვავი

არასოდეს გადაუხვიოთ სათხილამურო გზას და მუდამ გაითვალისწინეთ ინსტრუქტორის ნათქვამი.

გაითვალისწინეთ, რომ საღამოს, როდესაც სრიალს მორჩებით, არ მიიღოთ დიდი დოზით ალკოჰოლი. ალკოჰოლი იწვევს დეჰიდრაციას. ამიტომ, სვით ბევრი წყალი.

გვიან ღამემდე გართობა და სმა მეორე დღეს გამოუძინებლობასა და დაღლილობას იწვევს და შესაბამისად, გაიზრდება თხილამურებზე დგომისას დაზიანების რისკი.

რეკომენდაციები მომზადებულია საიტ fis-ski.com-ს მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია