პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვყვიროდი, ოთხი კაცი მბანდა..." - ვინ სთხოვა ხელი თამო ვაშალომიძეს და რა პიკანტურ ექსპერიმენტში მონაწილეობდა მოდელი
"ვყვიროდი, ოთხი კაცი მბანდა..." - ვინ სთხოვა ხელი თამო ვაშალომიძეს და რა პიკანტურ ექსპერიმენტში მონაწილეობდა მოდელი

მო­დელ­მა თამო ვა­შა­ლო­მი­ძემ ცოტა ხნის წინ პი­კან­ტურ ექ­სპე­რი­მენ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფო­ტო­სე­სია, ამის შე­სა­ხებ ფო­ტო­მო­დელ­მა ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა:

-რამ­დე­ნი­მე დღის წინ ხელი გთხო­ვეს, რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

-ეს ადა­მი­ა­ნი იყო ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი. 19 წლი­დან ვმე­გობ­რობ­დით, ერთი თვის, ან ერთი წლის გაც­ნო­ბი­ლი არ მყავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ცნო­ბა­დი სახე და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია, ყვე­ლა ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემს. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვით და, მი­თხრა - ცო­ლად გა­მომ­ყვე­ბიო?! თა­ვი­დან მე­გო­ნა, ხუმ­რობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლად რომ და­მი­წყო ლა­პა­რა­კი, ვუ­პა­სუ­ხე - რა სი­სუ­ლე­ლეა, რო­გორც მე­გო­ბარს, ისე გი­ყუ­რებ-მეთ­ქი. არას­დროს მი­ფიქ­რია მას­ზე, რო­გორც მა­მა­კაც­ზე. არ მო­ე­ლო­და ჩემ­გან უარს, ეწყი­ნა. იმ­დე­ნად გა­თა­მა­მე­ბუ­ლია გო­გო­ნე­ბის­გან, რა­ტომ­ღაც, ეგო­ნა, დავ­თან­ხმდე­ბო­დი. არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი ბეჭ­დე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი და მსგავ­სი ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბი, 40 წლის სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ცია და, მსგავ­სი რა­ღაც რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, უფრო ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და. ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა. არ მინ­და, ვინ­მემ ხელი შე­მი­შა­ლოს, ძა­ლი­ან კა­რი­ე­რის­ტი ვარ. პა­ტარ-პა­ტა­რა რა­ღა­ცე­ე­ბი არის, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვის­ზე ვფიქ­რობ. დიდი გეგ­მე­ბი მაქვს და, ვინ­მე რომ ჩა­ე­რი­ოს, არ მინ­და, მით უმე­ტეს - მა­მა­კა­ცი.

-ახა­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი გა­მოს­ცა­დე სა­კუ­თარ თავ­ზე - სრუ­ლი­ად შიშ­ველ­მა, შე­ღე­ბილ­მა, ქან­და­კე­ბის მსგავ­სად გა­და­ი­ღე ფო­ტო­ე­ბი. რო­გო­რი იყო ფო­ტო­სე­სია?

-ეს ფო­ტო­სე­სია ერთ-ერ­თმა ფო­ტოგ­რაფ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა - ფოტო გა­მო­მიგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. ჩემ­თვის რაც ახა­ლია და სა­ინ­ტე­რე­სო, ყო­ველ­თვის მი­სა­ღე­ბია. ბო­ლოს, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თურ­მე, შემ­ღე­ბეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვით, რომ­ლი­თაც კედ­ლებს ღე­ბა­ვენ. სა­ღე­ბა­ვი ვერ მო­ვი­შო­რე, თან, იმ სა­ღა­მოს ბებო გა­მიხ­და ცუ­დად და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მე კი­დევ, სულ შე­ღე­ბი­ლი ვი­ყა­ვი, ვყვი­რო­დი, ვწი­ო­დი, ოთხი კაცი მბან­და. და­ახ­ლო­ე­ბით 2 000 ფო­ტომ­დე გა­და­მი­ღეს და სულ ყვე­ლა წავ­შა­ლე. ერ­თა­დერ­თი, სელ­ფით რაც გა­და­ვი­ღე, ეგ დამ­რჩა. არ იყო ის, რაც მე მინ­დო­და, ამი­ტომ, ჯობ­და, არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ეთო ხურ­ცი­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

"ვყვიროდი, ოთხი კაცი მბანდა..." - ვინ სთხოვა ხელი თამო ვაშალომიძეს და რა პიკანტურ ექსპერიმენტში მონაწილეობდა მოდელი

"ვყვიროდი, ოთხი კაცი მბანდა..." - ვინ სთხოვა ხელი თამო ვაშალომიძეს და რა პიკანტურ ექსპერიმენტში მონაწილეობდა მოდელი

მოდელმა თამო ვაშალომიძემ ცოტა ხნის წინ პიკანტურ ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. რით იყო გამორჩეული და განსხვავებული ფოტოსესია, ამის შესახებ ფოტომოდელმა ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა:

-რამდენიმე დღის წინ ხელი გთხოვეს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

-ეს ადამიანი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი. 19 წლიდან ვმეგობრობდით, ერთი თვის, ან ერთი წლის გაცნობილი არ მყავს. საქართველოში ერთ-ერთი ცნობადი სახე და თანამდებობის პირია, ყველა ძალიან დიდ პატივს სცემს. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით და, მითხრა - ცოლად გამომყვებიო?! თავიდან მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ შემდეგ სერიოზულად რომ დამიწყო ლაპარაკი, ვუპასუხე - რა სისულელეა, როგორც მეგობარს, ისე გიყურებ-მეთქი. არასდროს მიფიქრია მასზე, როგორც მამაკაცზე. არ მოელოდა ჩემგან უარს, ეწყინა. იმდენად გათამამებულია გოგონებისგან, რატომღაც, ეგონა, დავთანხმდებოდი. არ ყოფილა არანაირი ბეჭდები, ყვავილები და მსგავსი ცერემონიალები, 40 წლის სერიოზული კაცია და, მსგავსი რაღაც რომ გაეკეთებინა, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. არ მინდა, ვინმემ ხელი შემიშალოს, ძალიან კარიერისტი ვარ. პატარ-პატარა რაღაცეები არის, მაგრამ სერიოზულად არავისზე ვფიქრობ. დიდი გეგმები მაქვს და, ვინმე რომ ჩაერიოს, არ მინდა, მით უმეტეს - მამაკაცი.

-ახალი ექსპერიმენტი გამოსცადე საკუთარ თავზე - სრულიად შიშველმა, შეღებილმა, ქანდაკების მსგავსად გადაიღე ფოტოები. როგორი იყო ფოტოსესია?

-ეს ფოტოსესია ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა შემომთავაზა - ფოტო გამომიგზავნა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო. ჩემთვის რაც ახალია და საინტერესო, ყოველთვის მისაღებია. ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, თურმე, შემღებეს ჩვეულებრივი საღებავით, რომლითაც კედლებს ღებავენ. საღებავი ვერ მოვიშორე, თან, იმ საღამოს ბებო გამიხდა ცუდად და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მე კიდევ, სულ შეღებილი ვიყავი, ვყვიროდი, ვწიოდი, ოთხი კაცი მბანდა. დაახლოებით 2 000 ფოტომდე გადამიღეს და სულ ყველა წავშალე. ერთადერთი, სელფით რაც გადავიღე, ეგ დამრჩა. არ იყო ის, რაც მე მინდოდა, ამიტომ, ჯობდა, არ გავრცელებულიყო.

ეთო ხურციძე

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება