უბედური შემთხვევები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, რომელიც მძიმე ტრავმებით ან ფატალურად დასრულდა

უბედური შემთხვევები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, რომელიც მძიმე ტრავმებით ან ფატალურად დასრულდა

ბოლო რამდენიმე დღეში საქართველოს სამთო კურორტებზე ორი ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტების განმარტებით, სათხილამურო ტრასაზე ხშირად სრიალებენ ნასვამი მოთხილამურეები და მოყვარულები, შესაბამისად ტრავმების და ფატალური შედეგების გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს არის. სამთო სათხილამურო კურორტებზე მსგავსი შემთხვევები წინა წლებშიც დაფიქსირებულა.

VIDEO| რა რეგულაციები ამოქმედდება 12 წლის გოგონას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ სათხილამურო ტრასებზე

რამდენიმე კვირის წინ, ბაკურიანში 28 წლის სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დაიღუპა. სპორტსმენი სრიალის დროს ზვავში მოყვა. უბედური შემთხვევა კოხტაგორასა და დიდველს შორის მოხდა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვნეს. ნუგზარ დიაკონაშვილი სნოუბორდის ფედერაციის ბაკურიანის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. დიაკონაშვილი 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა.

რამდენიმე დღის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა გუდაურში, რომელსაც 12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას სათხილამურო ტრასაზე 19 წლის ახალგაზრდა შეეჯახა, 12 წლის სალომემ შეჯახების შედეგად თავი დაარტყა და გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი კი შოკურ მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული. სალომე ტატიშვილი მეექვსე საავტორო სკოლის გამორჩეული მოსწავლე იყო, ის ექიმ დავით ტატიშვილის ძმისშვილია.

სამთო-სათხილამურო სპორტში ვატო ფიფიას სახელობის ტურნირი ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრია. ვატო ფიფიას სიცოცხლე წლების წინ ბაკურიანის სათხილამურო ტრასაზე დასრულდა. 14 წლის მოზარდი, რომელიც გატაცებული იყო სათხილამურო სპორტით, შეჯახების შედეგად დაიღუპა. ვატო მსახიობის და ექიმ გოგა ფიფიას ვაჟი გახლდათ. გოგა ფიფია მონაწილეობდა როგორც "მზიურის" შესახებ გადაღებულ ფილმში, ასევე ფილმებში "როცა აყვავდა ნუში" და "მშვიდობიანი დღეები".

სათხილამურო კურორტებზე ხშირია მძიმე ტრავმების მიღების შემთხვევებიც. წლების წინ, გუდაურში სათხილამურო ტრასაზე დაშავდა ნინო მიქელაძე, მან შეჯახების შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო, რის გამოც ერთი წელი კომაში იყო, თუმცა გადარჩა. ნინო მიქელაძე ახლა, ფოკის დედათა მონასტერში მსახურობს და ის იღუმენია.

დაახლოებით 5 წლის წინ, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა ანასტასია თოფურიძე. ეკა კახიანის ქალიშვილს ბაკურიანში ბურანი დაეჯახა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ოჯახმა ანასტასია დროულად მოათავსა კლინიკაში და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მისი სრულფასოვანი გამოჯანმრთელება მოხერხდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: რა გზები არსებობს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად - რეკომენდაციები ექსპერტისგან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია