მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში ხარჯავს 2500-მდე სსიპ წლიურად 1,5 მილიარდამდე ლარს
რაში ხარჯავს 2500-მდე სსიპ წლიურად 1,5 მილიარდამდე ლარს

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2500-მდე სსიპ-ი (სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი) და აიპ-ია (არა­სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­უ­ლი პირი), თუმ­ცა ბი­უ­ჯე­ტის ან­გა­რიშ­გე­ბა­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლია შეყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­აც მხო­ლოდ მათ­ზე ვრცელ­დე­ბა. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, 2016 წელს სსიპ-ები­სა და აიპ-ების ბი­უ­ჯე­ტი 1,5 მლრდ ლარს შე­ად­გენს, სა­ი­და­ნაც 45% სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ივ­სე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი 55% კი "კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ნე­ბა­დარ­თუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან". სხვა დე­ტა­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, ფი­ნან­სე­ბის ხარ­ჯვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სად ჩანს, რაც ეჭვს აღ­ძრავს.

სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის კრი­ტი­კის სა­გა­ნი იყო. 2010 წელს აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი მოკ­ვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­მაც. იმ პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში სულ 2400-მდე სსიპ-ი მოქ­მე­დებ­და და ბი­უ­ჯეტს გა­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით 800 მლნ ლარი ტრი­ა­ლებ­და. დღეს სსიპ-ების რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და და შე­სა­ბა­მი­სად, იმ თან­ხის მო­ცუ­ლო­ბამ, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯეტს გა­რე­თაა, 1,5 მლრდ ლარ­საც გა­და­ა­ჭარ­ბა. სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი ყვე­ლა უწყე­ბა­შია და მათ შო­რის, ზო­გი­ერთ სა­მი­ნის­ტროს 3-4 სსიპ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მათი და­ფი­ნან­სე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლი სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან, გრან­ტე­ბი­დან და სხვა­დას­ხვა მომ­სხა­უ­რე­ბა­ზე, სერ­ვი­სებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი სა­ფა­სუ­რი­დან ხდე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბე­ბის ფი­ნან­სებს რო­გორც წინა, ასე­ვე მოქ­მე­დი მთავ­რო­ბა რა­ტომ­ღაც არ ასა­ჯა­რო­ებ­და. იუ­რის­ტი ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის აქ­ტი­უ­რო­ბის შემ­დეგ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ სსიპ-ებსა და აიპ-ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არ არის. "უკვე მე­ო­რე წე­ლია მთავ­რო­ბა სსიპ-ები­სა და აიპ-ების შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს. ეს არის სწო­რი, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სია, რად­გან მას გამჭვირ­ვა­ლო­ბა აკ­ლია. კარ­გია, მაგ­რამ ესაა მხო­ლოდ ციფ­რე­ბი და მეტი არა­ფე­რი. აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ არ გვაქვს სრუ­ლი სუ­რა­თი, რად­გან სა­ბი­უ­ჯე­ტო ან­გა­რიშ­გე­ბა­ში მხო­ლოდ სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის ნა­წი­ლია მოხ­ვედ­რი­ლი, არა­და, მათი რა­ო­დე­ნო­ბა 2500-საც კი აჭარ­ბებს", - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" ალა­ფიშ­ვილ­მა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რაში ხარჯავს 2500-მდე სსიპ წლიურად 1,5 მილიარდამდე ლარს

რაში ხარჯავს 2500-მდე სსიპ წლიურად 1,5 მილიარდამდე ლარს

საქართველოში დაახლოებით 2500-მდე სსიპ-ი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და აიპ-ია (არასამეწარმეო იურიდიული პირი), თუმცა ბიუჯეტის ანგარიშგებაში მხოლოდ რამდენიმე ასეულია შეყვანილი. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაც მხოლოდ მათზე ვრცელდება. ამ მონაცემებით, 2016 წელს სსიპ-ებისა და აიპ-ების ბიუჯეტი 1,5 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 45% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ივსება, დანარჩენი 55% კი "კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან". სხვა დეტალები, მაგალითად, ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით არსად ჩანს, რაც ეჭვს აღძრავს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური შემოსავალი ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო. 2010 წელს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალური მოკვლევა ჩაატარა კონტროლის პალატამაც. იმ პერიოდში ქვეყანაში სულ 2400-მდე სსიპ-ი მოქმედებდა და ბიუჯეტს გარეთ დაახლოებით 800 მლნ ლარი ტრიალებდა. დღეს სსიპ-ების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, იმ თანხის მოცულობამ, რომელიც ბიუჯეტს გარეთაა, 1,5 მლრდ ლარსაც გადააჭარბა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ყველა უწყებაშია და მათ შორის, ზოგიერთ სამინისტროს 3-4 სსიპ ექვემდებარება. მათი დაფინანსება ზედამხედველი სამინისტროს ბიუჯეტიდან, გრანტებიდან და სხვადასხვა მომსხაურებაზე, სერვისებზე დაწესებული საფასურიდან ხდება.

მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში აღნიშნული უწყებების ფინანსებს როგორც წინა, ასევე მოქმედი მთავრობა რატომღაც არ ასაჯაროებდა. იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ მედიისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობის შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ სსიპ-ებსა და აიპ-ებთან დაკავშირებით ფინანსური მაჩვენებლის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ არის. "უკვე მეორე წელია მთავრობა სსიპ-ებისა და აიპ-ების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ეს არის სწორი, მაგრამ არასაკმარისია, რადგან მას გამჭვირვალობა აკლია. კარგია, მაგრამ ესაა მხოლოდ ციფრები და მეტი არაფერი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ არ გვაქვს სრული სურათი, რადგან საბიუჯეტო ანგარიშგებაში მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაწილია მოხვედრილი, არადა, მათი რაოდენობა 2500-საც კი აჭარბებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ალაფიშვილმა განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."