პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე..." - ვინ იყო გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის გოგონა
"ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე..." - ვინ იყო გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის გოგონა

10 იან­ვარს გუ­და­ურ­ში ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. გო­გო­ნას დიდი სის­წრა­ფით შე­ე­ჯა­ხა თხი­ლა­მუ­რე­ბით მოს­რი­ა­ლე 18 წლის ბიჭი. სა­ლო­მე ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კი და­შავ­და და ამ დრო­ის­თვის მკურ­ნა­ლო­ბას თბი­ლის­ში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დის.

VIDEO| რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა 12 წლის გო­გო­ნას ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე

სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ექი­მის, და­ვით ტა­ტიშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, აკა­დე­მი­კოს და­ვით ტა­ტიშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლი იყო. 12 წლის გო­გო­ნა თბი­ლი­სის მე­ექ­ვსე სა­ავ­ტო­რო სკო­ლის VII კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. სკო­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა: "მო­უ­ლოდ­ნე­ლი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი, ჩვე­ნი სკო­ლის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი, ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი სა­ლო­მე. მთე­ლი სკო­ლის­თვის ეს გა­ნუ­ზო­მე­ლი ტკი­ვი­ლია, რო­მელ­საც სი­ტყვე­ბი ვერ გა­მო­ხა­ტავს..."

სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი თეა დარ­ჩი­ას ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სტუ­დი­ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლეც იყო...

ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია: "უნდა იც­ნობ­დეთ კარგ თბი­ლი­სელს, ექიმს და შე­სა­ნიშ­ნავ მე­ნე­ჯერს - და­ვით ტა­ტიშ­ვილს... ამ ადა­მი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით, მის და­არ­სე­ბულ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში დავ­დე­ქი ხე­ი­რი­ა­ნად ფეხ­ზე ამ ორი­ო­დე წლის უკან... დღეს და­ვუ­რე­კე, სა­მე­დი­ცი­ნო ხა­სი­ა­თის სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით... არ მი­პა­სუ­ხა. ცოტა ხან­ში თა­ვად და­რე­კა. ჩვე­უ­ლი ყუ­რა­დღე­ბით, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით მის­მი­ნა, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვი­ტა, ოღონდ უკაც­რა­ვად, მე ვერ შეგ­ხვდე­ბი­თო... გუ­შინ გუ­და­ურ­ში ჩემი ძმის­შვი­ლი და­ი­ღუ­პაო... ელდა და­მე­ცა. რა დროს ჩემი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ვინ­მეს ჯან­მრთე­ლო­ბაა ასეთ დროს, გა­ვოგნ­დი ამ კა­ცის თავ­შე­კა­ვე­ბით და ტაქ­ტით... ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც პი­რა­დი უბე­დუ­რე­ბაც არ უშ­ლის ხელს სხვებ­ზე ზრუნ­ვა­ში! მუ­დამ კე­თილ­შო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა... ნა­თელ­ში იყოს თქვე­ნი სა­ლო­მე", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გამ­სა­ხურ­დია.

სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი გუ­და­უ­რი­დან თბი­ლის­ში 11 იან­ვარს გად­მო­ას­ვე­ნეს.

"ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე..." - ვინ იყო გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის გოგონა

"ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე..." - ვინ იყო გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის გოგონა

10 იანვარს გუდაურში ტრაგიკულ შემთხვევას 12 წლის სალომე ტატიშვილი ემსხვერპლა. გოგონას დიდი სისწრაფით შეეჯახა თხილამურებით მოსრიალე 18 წლის ბიჭი. სალომე ადგილზევე დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

VIDEO| რა რეგულაციები ამოქმედდება 12 წლის გოგონას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ სათხილამურო ტრასებზე

სალომე ტატიშვილი ცნობილი ექიმის, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, აკადემიკოს დავით ტატიშვილის ძმისშვილი იყო. 12 წლის გოგონა თბილისის მეექვსე საავტორო სკოლის VII კლასის მოსწავლე იყო. სკოლის "ფეისბუქის" გვერდზე სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა: "მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სალომე ტატიშვილი, ჩვენი სკოლის ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე. მთელი სკოლისთვის ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც სიტყვები ვერ გამოხატავს..."

სალომე ტატიშვილი თეა დარჩიას ქორეოგრაფიული სტუდიის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეც იყო...

ტრაგიკულ შემთხვევას "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია: "უნდა იცნობდეთ კარგ თბილისელს, ექიმს და შესანიშნავ მენეჯერს - დავით ტატიშვილს... ამ ადამიანის დამსახურებით, მის დაარსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში დავდექი ხეირიანად ფეხზე ამ ორიოდე წლის უკან... დღეს დავურეკე, სამედიცინო ხასიათის საჭიროებებთან დაკავშირებით... არ მიპასუხა. ცოტა ხანში თავად დარეკა. ჩვეული ყურადღებით, გულისხმიერებით მისმინა, ყველაფერი გადაწყვიტა, ოღონდ უკაცრავად, მე ვერ შეგხვდებითო... გუშინ გუდაურში ჩემი ძმისშვილი დაიღუპაო... ელდა დამეცა. რა დროს ჩემი რეაბილიტაცია და ვინმეს ჯანმრთელობაა ასეთ დროს, გავოგნდი ამ კაცის თავშეკავებით და ტაქტით... ადამიანი, რომელსაც პირადი უბედურებაც არ უშლის ხელს სხვებზე ზრუნვაში! მუდამ კეთილშობილი პიროვნება... ნათელში იყოს თქვენი სალომე", - წერს "ფეისბუქის" გვერდზე გამსახურდია.

სალომე ტატიშვილი გუდაურიდან თბილისში 11 იანვარს გადმოასვენეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს