პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ლობირებს 26 მაისისა და ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლეებს და რას პასუხობს ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანსა და თეა წულუკიანს
ვინ ლობირებს 26 მაისისა და ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლეებს და რას პასუხობს ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანსა და თეა წულუკიანს

სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შიგ­ნით გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის უთან­ხმო­ე­ბა დიდი ხა­ნია სა­ჯა­რო და­პი­რის­პი­რე­ბად იქცა. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ კრი­ზის­ზე სა­უბ­რობს, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე კი მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს უსა­ფუძ­ვლოს უწო­დებს. პრო­ცეს­ში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნიც ერ­თვე­ბა და ნინო გვე­ნე­ტა­ძეს სის­ტე­მის მარ­თვი­სას მეტი სიმ­კაც­რის­კენ მო­უ­წო­დებს. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ნინო გვე­ნე­ტა­ძე ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა.

- სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის გაგ­რძე­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია - რე­ფორ­მის მე­სა­მე ეტა­პი ვი­თა­რე­ბას და­ას­ტა­ბი­ლუ­რებს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო წარ­დგე­ნილ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მსჯე­ლო­ბას გა­ნა­ახ­ლებს და მას კა­ნო­ნად აქ­ცევს.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და უარ­ყო­ფით შე­ფა­სე­ბებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს კოლ­ეგე­ბის მი­მართ, მო­სა­მარ­თლე­თა კორ­პუ­სის სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სად, ლო­გი­კუ­რად გაჩ­ნდა კი­თხვა ახვლე­დი­ა­ნის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის მო­ტივ­სა და იმ კონ­ტექ­სტზე, რო­მელ­შიც ის გა­კეთ­და, რა­ზეც პა­სუ­ხი ბა­ტონ­მა მა­მუ­კამ უნდა გას­ცეს. მან აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მარ­თაც გა­მო­ხა­ტა ბრალ­დე­ბე­ბი და გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ე­ცა­და მა­ღა­ლი რან­გის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა შო­რის კონფრონ­ტა­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბას. რა იყო ამ შემ­თხვე­ვა­ში ახვლე­დი­ა­ნის მო­ტი­ვე­ბი? ცოტა ხნის წინ ბა­ტონ მა­მუ­კას კონ­კრე­ტუ­ლი­ სტა­ტის­ტი­კაც მი­ა­წო­დეს,­ რო­მე­ლიც,­ წე­სით, მა­საც უნდა ჰქო­ნო­და, მაგ­რამ არ აღ­მო­აჩ­ნდა. კერ­ძოდ, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლის სას­წავ­ლო კურ­სი 2007-2015 წლებ­ში გა­ი­ა­რა 98-მა პირ­მა, რო­მელ­თა­გან 81 მსმე­ნე­ლი მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა. მიმ­დი­ნა­რე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლის 17 მსმე­ნე­ლი, რო­მელ­თა­გან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რვა კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი და­ი­ნიშ­ნა. დარ­ჩე­ნი­ლი ცხრა მსმე­ნე­ლი­დან ორმა - იუს­ტი­ი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საბ­ჭოს უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა, ორმა კი მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ხუთ მსმე­ნელს, მათ კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში კონ­კრე­ტულ ვა­კან­სი­ა­ზე და­ნიშ­ვნა­ზე ეთ­ქვათ უარი, რაც არ ნიშ­ნავს, რომ სხვა ვა­კან­სი­ა­ზე არ და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ ჩემი არ­ჩე­ვის შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 22 მსმე­ნე­ლი და­ი­ნიშ­ნა, მათ შო­რის ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლა 2010-2011 წლებ­ში და­ამ­თავ­რეს.

- ახვლე­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სას­ამარ­თლო­ებ­ში კრი­ზი­სი ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა,­ რათა მოქ­მე­დი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, ფორ­სმა­ჟო­რულ ვი­თა­რე­ბა­ში, თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე საბ­ჭოს­თვის სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტე­ბი და­ნიშ­ნუ­ლიყ­ვნენ.

- რო­დე­საც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ ამირ­ჩი­ეს, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი 86 მო­სა­მარ­თლე მუ­შა­ობ­და, მათ­გან 18 მივ­ლი­ნე­ბუ­ლი იყო, ოთხს კი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მათ წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ საქ­მე­თა დას­რუ­ლე­ბამ­დე ჰქონ­და გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო­ში შე­მო­სუ­ლი საქ­მე­ე­ბი ნა­წილ­დე­ბო­და 82 მო­სა­მარ­თლე­ზე. ჩემი არ­ჩე­ვის დღი­დან დღემ­დე მო­სა­მარ­თლე­ე­ბი სამ­ჯერ და­ი­ნიშ­ნენ. კერ­ძოდ, კონ­კურ­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პირ­ველ მა­ისს და­ი­ნიშ­ნა 12 მო­სა­მარ­თლე, 1-ელ აგ­ვის­ტოს - 7, 25, დე­კემ­ბერს კი - 10. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს პრობ­ლე­მაა ისიც, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში მუ­შა­ობ­დნენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ და­ნიშ­ნუ­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შტა­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყ­ვნენ მივ­ლი­ნე­ბის ვა­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა-არ­გაგ­რძე­ლე­ბა­ზე. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, 2015 წელს მივ­ლი­ნე­ბის პრაქ­ტი­კა გა­უქ­მდა, რაც ყვე­ლა მივ­ლი­ნე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლის ად­გილ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. ამ პრო­ცეს­ში საბ­ჭოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ნიშ­ვნე­ბის შე­დე­გად სწო­რედ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში კრი­ზი­სი ავი­ცი­ლეთ, რად­გან მუ­შა­ო­ბა 69 მო­სა­მარ­თლემ გა­აგ­რძე­ლა. 2015 წლის აპ­რილ­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 88 საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლი იყო, დღე­ი­სათ­ვის კი 94 საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლია.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვინ ლობირებს 26 მაისისა და ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლეებს და რას პასუხობს ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანსა და თეა წულუკიანს

ვინ ლობირებს 26 მაისისა და ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლეებს და რას პასუხობს ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანსა და თეა წულუკიანს

სასამართლო სისტემის შიგნით გარკვეული ჯგუფების უთანხმოება დიდი ხანია საჯარო დაპირისპირებად იქცა. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი სასამართლო სისტემაში ხელოვნურად შექმნილ კრიზისზე საუბრობს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. პროცესში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ერთვება და ნინო გვენეტაძეს სისტემის მართვისას მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს. სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე "კვირის პალიტრას" საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ექსკლუზიურად ესაუბრა.

- სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა დაგვანახა, რომ პარლამენტში შესული კანონპროექტის განხილვის გაგრძელება აუცილებელია - რეფორმის მესამე ეტაპი ვითარებას დაასტაბილურებს. ვიმედოვნებთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ორგანო წარდგენილ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს და მას კანონად აქცევს.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამარ­თლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებას, რომელიც შეიცავდა უარყოფით შეფასებებსა და შეხედულებებს კოლ­ეგების მიმართ, მოსამართლეთა კორპუსის სრული უმრავლესობისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ლოგიკურად გაჩნდა კითხვა ახვლედიანის საჯარო განცხადების მოტივსა და იმ კონტექსტზე, რომელშიც ის გაკეთდა, რაზეც პასუხი ბატონმა მამუკამ უნდა გასცეს. მან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართაც გამოხატა ბრალდებები და გარკვეულწილად შეეცადა მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა შორის კონფრონტაციის გაღვივებას. რა იყო ამ შემთხვევაში ახვლედიანის მოტივები? ცოტა ხნის წინ ბატონ მამუკას კონკრეტული­ სტატისტიკაც მიაწოდეს,­ რომელიც,­ წესით, მასაც უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ აღმოაჩნდა. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსი 2007-2015 წლებში გაიარა 98-მა პირმა, რომელთაგან 81 მსმენელი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა. მიმდინარე კონკურსში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 17 მსმენელი, რომელთაგან თანამდებობაზე რვა კურსდამთავრებული დაინიშნა. დარჩენილი ცხრა მსმენელიდან ორმა - იუსტიიის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს უარყოფითი შეფასება, ორმა კი მინიმალური შეფასება მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ხუთ მსმენელს, მათ კონკურსის პირობებში კონკრეტულ ვაკანსიაზე დანიშვნაზე ეთქვათ უარი, რაც არ ნიშნავს, რომ სხვა ვაკანსიაზე არ დაინიშნებიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემდეგ თანამდებობაზე 22 მსმენელი დაინიშნა, მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2010-2011 წლებში დაამთავრეს.

- ახვლედიანის განცხადებით, სას­ამართლოებში კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა,­ რათა მოქმედი მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ფორსმაჟორულ ვითარებაში, თანამდებობებზე საბჭოსთვის სასურველი კანდიდატები დანიშნულიყვნენ.

- როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ამირჩიეს, საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილი 86 მოსამართლე მუშაობდა, მათგან 18 მივლინებული იყო, ოთხს კი უფლებამოსილება მათ წარმოებაში არსებულ საქმეთა დასრულებამდე ჰქონდა გაგრძელებული. შესაბამისად, სასამართლოში შემოსული საქმეები ნაწილდებოდა 82 მოსამართლეზე. ჩემი არჩევის დღიდან დღემდე მოსამართლეები სამჯერ დაინიშნენ. კერძოდ, კონკურსების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ მაისს დაინიშნა 12 მოსამართლე, 1-ელ აგვისტოს - 7, 25, დეკემბერს კი - 10. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრობლემაა ისიც, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში მუშაობდნენ მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე და დამოკიდებული იყვნენ მივლინების ვადების გაგრძელება-არგაგრძელებაზე. კანონის მიხედვით, 2015 წელს მივლინების პრაქტიკა გაუქმდა, რაც ყველა მივლინებული მოსამართლის ადგილზე დაბრუნებას გულისხმობდა. ამ პროცესში საბჭოს მიერ განხორციელებული დანიშვნების შედეგად სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში კრიზისი ავიცილეთ, რადგან მუშაობა 69 მოსამართლემ გააგრძელა. 2015 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლოში 88 საშტატო ერთეული იყო, დღეისათვის კი 94 საშტატო ერთეულია.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."