პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედეა ვასაძის მძღოლს საზღვაო ქოლგის მოპარვაში ადანაშაულებენ - დეპუტატი ფაქტს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს
მედეა ვასაძის მძღოლს საზღვაო ქოლგის მოპარვაში ადანაშაულებენ - დეპუტატი ფაქტს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს

აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის მე­დეა ვა­სა­ძის პი­რად მძღოლს სა­ზღვაო ქოლ­გის მო­პარ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებს, რომ 62 წლის გოჩა კვა­ჭა­ძემ ქოლ­გა ქუ­ჩა­ში უც­ნო­ბი პი­რის­გან 30 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მე­დეა ვა­სა­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და­კი­თხვის ფორ­მას უწუ­ნებს და აცხა­დებს, რომ კვა­ჭა­ძე პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დე­დის პა­ნაშ­ვი­დი­დან წა­იყ­ვა­ნეს, რაც მო­რა­ლუ­რად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია.

დე­პუ­ტა­ტი ფაქტს მის პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას უკავ­ში­რებს და აცხა­დებს, რომ ამ ფორ­მით მას­ზე ზე­წო­ლას ცდი­ლო­ბენ: "სამი პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ვი­და მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ჩემს მძღოლს და­უ­წყეს და­კი­თხვა იქ, სა­დაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ას­ვე­ნია. შემ­დეგ წა­ვიდ­ნენ და ორ სა­ათ­ში ისევ მობ­რუნ­დნენ, გა­აღ­ვი­ძეს მძი­ნა­რე ჭი­რი­სუ­ფა­ლი, შე­კი­თხვე­ბი და­უს­ვეს. ჩემ­მა მძღოლ­მა უთხრა, რომ ქოლ­გა უცხო პი­რი­სა­გან შე­ი­ძი­ნა, რო­მელ­საც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამო­იც­ნობ­და. თა­ვი­დან 50 ლარი და­უ­ფა­სა, მაგ­რამ უთხრა, რომ 30-ის მეტი არ ჰქონ­და და გამ­ყიდ­ველ­მაც ამ ფა­სად მიჰ­ყი­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უთხრა, რომ დე­დის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ, სამ­შა­ბათს მი­ვი­დო­და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და ყვე­ლა კი­თხვას გას­ცემ­და პა­სუხს.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მე­ო­რე დღეს ისევ დაბ­რუნ­დნენ, სა­ღა­მოს 7:00 სა­ათ­ზე პა­ნაშ­ვი­დის და­წყე­ბის წინ წა­იყ­ვა­ნეს და­კი­თხვა­ზე. ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი მო­რა­ლი. ცი­ხი­დან მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი მიჰ­ყავთ, როცა ოჯახ­ში არის მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ორი დღის მერე გა­არ­კვი­ონ 30-ლა­რი­ა­ნი ქოლ­გის ამ­ბა­ვი?!", - აცხა­დებს ვა­სა­ძე.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ქოლ­გა, რო­მე­ლიც კვა­ჭა­ძის სახ­ლის ეზო­შია გაშ­ლი­ლი, ჯერ არ წა­უ­ღი­ათ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა 177-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ქურ­დო­ბას, სხვი­სი ნივ­თის და­უფ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

მედეა ვასაძის მძღოლს საზღვაო ქოლგის მოპარვაში ადანაშაულებენ - დეპუტატი ფაქტს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს

მედეა ვასაძის მძღოლს საზღვაო ქოლგის მოპარვაში ადანაშაულებენ - დეპუტატი ფაქტს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატის მედეა ვასაძის პირად მძღოლს საზღვაო ქოლგის მოპარვაში ადანაშაულებენ. დეპუტატი აცხადებს, რომ 62 წლის გოჩა კვაჭაძემ ქოლგა ქუჩაში უცნობი პირისგან 30 ლარად შეიძინა. მედეა ვასაძე სამართალდამცველებს დაკითხვის ფორმას უწუნებს და აცხადებს, რომ კვაჭაძე პოლიციელებმა განყოფილებაში დედის პანაშვიდიდან წაიყვანეს, რაც მორალურად გაუმართლებელია.

დეპუტატი ფაქტს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ ფორმით მასზე ზეწოლას ცდილობენ: "სამი პოლიციელი მოვიდა მთვრალ მდგომარეობაში და ჩემს მძღოლს დაუწყეს დაკითხვა იქ, სადაც მიცვალებული ასვენია. შემდეგ წავიდნენ და ორ საათში ისევ მობრუნდნენ, გააღვიძეს მძინარე ჭირისუფალი, შეკითხვები დაუსვეს. ჩემმა მძღოლმა უთხრა, რომ ქოლგა უცხო პირისაგან შეიძინა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ამოიცნობდა. თავიდან 50 ლარი დაუფასა, მაგრამ უთხრა, რომ 30-ის მეტი არ ჰქონდა და გამყიდველმაც ამ ფასად მიჰყიდა. სამართალდამცველებს უთხრა, რომ დედის დაკრძალვის შემდეგ, სამშაბათს მივიდოდა განყოფილებაში და ყველა კითხვას გასცემდა პასუხს.

პოლიციელები მეორე დღეს ისევ დაბრუნდნენ, საღამოს 7:00 საათზე პანაშვიდის დაწყების წინ წაიყვანეს დაკითხვაზე. ყველაფერს აქვს თავისი მორალი. ციხიდან მსჯავრდებულები მიჰყავთ, როცა ოჯახში არის მიცვალებული. რატომ არ შეიძლება, ორი დღის მერე გაარკვიონ 30-ლარიანი ქოლგის ამბავი?!", - აცხადებს ვასაძე.

სამართალდამცველებს ნივთმტკიცების სახით ბრენდირებული ქოლგა, რომელიც კვაჭაძის სახლის ეზოშია გაშლილი, ჯერ არ წაუღიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას, სხვისი ნივთის დაუფლებას გულისხმობს.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია