პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განახლებული 20, 50 და 100 ლარი - ის, რაც უნდა იცოდეთ ახალი კუპიურების დამცავ ნიშნებზე
განახლებული 20, 50 და 100 ლარი - ის, რაც უნდა იცოდეთ ახალი კუპიურების დამცავ ნიშნებზე

სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 20 და 50 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტე­ბი მი­მოქ­ცე­ვა­ში დღე­ი­დან გა­მო­ვი­და. რო­გორც ეროვ­ნულ ბან­კში აცხა­დე­ბენ, 100 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტე­ბი მი­მოქ­ცე­ვა­ში წელს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ვა.

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტე­ბი და რა დამ­ცა­ვი ნიშ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა მისი გან­სხვა­ვე­ბა ყალ­ბი ბანკნო­ტის­გან:

იხი­ლეთ ვი­დეო

20-ლა­რი­ა­ნის დამ­ცა­ვი ნიშ­ნე­ბი (ბანკნო­ტის ზომა: 66 მმ x 132 მმ ძი­რი­თა­დი ფერი: მე­წა­მუ­ლი)

წყლის­ნი­შა­ნი

გამ­ჭოლ შუქ­ზე გა­ხედ­ვი­სას ჩანს პორ­ტრე­ტის, ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რი­სა და ლა­რის სიმ­ბო­ლოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი.

ვერ­ტი­კა­ლუ­რი დამ­ცა­ვი ძაფი

დამ­ცა­ვი ძაფი წარ­წე­რით "20 ლარი", წყვე­ტი­ლი სა­ხით ხი­ლუ­ლია ბანკნო­ტის უკა­ნა მხა­რეს. გამ­ჭოლ შუქ­ზე გა­ხედ­ვი­სას ერ­თი­ან­დე­ბა და სხვა­დას­ხვა კუ­თხით დახ­რი­სას იც­ვლის ფერს მე­წა­მუ­ლი­დან ოქ­როს­ფერ­ში.

რე­ლი­ე­ფუ­რი ნა­ბეჭ­დი

ბანკნო­ტის წინა მხა­რეს გა­მო­სა­ხულ გრა­ფი­კულ დე­ტა­ლებ­ზე: პორ­ტრე­ტი, შე­ნო­ბა, ფა­ე­ტო­ნი, კი­დის ორ­ნა­მენ­ტე­ბი და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბი (გარ­და ხელ­მომ­წე­რი პი­რის და­სა­ხე­ლე­ბის, ხელ­მო­წე­რი­სა და გა­მოშ­ვე­ბის წლი­სა) და­ტა­ნი­ლი სა­ღე­ბა­ვის ფენა რე­ლი­ე­ფუ­რია და შე­იგ­რძნო­ბა შე­ხე­ბით.

ნი­შა­ნი სუს­ტი მხედ­ვე­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის

ბანკნო­ტის წინა მხა­რეს, მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა კი­დე­ზე და­ტა­ნი­ლი 3 ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ხაზი რე­ლი­ე­ფუ­რია, შე­იგ­რძნო­ბა შე­ხე­ბი­სას და იძ­ლე­ვა ბანკნო­ტის ნო­მი­ნა­ლის აღ­ქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ჰო­ლოგ­რა­მა

ვერ­ცხლის­ფერ ჰო­ლოგ­რა­მა­ზე და­ტა­ნი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი (პორ­ტრე­ტი, ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რი, ლა­რის სიმ­ბო­ლო, ფა­ე­ტო­ნი, რუქა, მიკ­როს­ტრი­ქო­ნე­ბი) სხვა­დას­ხვა კუ­თხით დახ­რი­სას იც­ვლის ფერს და გა­აჩ­ნია ცვა­ლე­ბა­დი ეფექ­ტი.

დამ­ცა­ვი ბოჭ­კო­ე­ბი

ქა­ღალ­დში სხვა­დას­ხვა სიღ­რმე­ზე ჩა­ტა­ნე­ბუ­ლია წი­თე­ლი ფე­რის ბოჭ­კო­ე­ბი.

ფა­რუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა

დახ­რი­ლი კუ­თხით გა­ხედ­ვი­სას ბანკნოტ­ზე გა­მო­ი­სა­ხე­ბა ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რი.

თან­მხვედ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა

ბანკნო­ტის წინა და უკა­ნა მხა­რეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი ერ­თი­ან­დე­ბა გამ­ჭოლ შუქ­ზე გა­ხედ­ვი­სას.

ოპ­ტი­კუ­რად ცვა­ლე­ბა­დი სა­ღე­ბა­ვი

სხვა­დას­ხვა კუ­თხით დახ­რი­სას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა იც­ვლის ფერს მე­წა­მუ­ლი­დან მწვა­ნე­ში.

ირი­სი­სე­ბუ­რი ზოლი

ბანკნო­ტის ზე­და­პირ­ზე და­ტა­ნი­ლია გამჭვირ­ვა­ლე სა­ღე­ბა­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გრძი­ვი დე­კო­რი ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რით.

50-ლა­რი­ა­ნის დამ­ცა­ვი ნიშ­ნე­ბი (ბანკნო­ტის ზომა: 68x137 მმ ძი­რი­თა­დი ფერი: მწვა­ნე)

ნი­შა­ნი სუს­ტი მხედ­ვე­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის

ბანკნო­ტის წინა მხა­რეს, მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა კი­დე­ზე და­ტა­ნი­ლი 4 ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ხაზი რე­ლი­ე­ფუ­რია, შე­იგ­რძნო­ბა შე­ხე­ბი­სას და იძ­ლე­ვა ბანკნო­ტის ნო­მი­ნა­ლის აღ­ქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

წყლის­ნი­შა­ნი

გამ­ჭოლ შუქ­ზე გა­ხედ­ვი­სას ჩანს პორ­ტრე­ტის, ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რი­სა და ლა­რის სიმ­ბო­ლოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი.

თან­მხვედ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა

ბანკნო­ტის წინა და უკა­ნა მხა­რეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი ერ­თი­ან­დე­ბა გამ­ჭოლ შუქ­ზე გა­ხედ­ვი­სას.

ოპ­ტი­კუ­რად ცვა­ლე­ბა­დი მაგ­ნი­ტუ­რი სა­ღე­ბა­ვი

სხვა­დას­ხვა კუ­თხით დახ­რი­სას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა იც­ვლის ფერს ოქ­როს­ფე­რი­დან მწვა­ნე­ში და აქვს მოძ­რა­ვი ზო­ლის ეფექ­ტი.

რე­ლი­ე­ფუ­რი ნა­ბეჭ­დი

ბანკნო­ტის წინა მხა­რეს გა­მო­სა­ხულ გრა­ფი­კულ დე­ტა­ლებ­ზე: პორ­ტრე­ტი, სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი, კი­დის ორ­ნა­მენ­ტე­ბი და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბი (გარ­და ხელ­მომ­წე­რი პი­რის და­სა­ხე­ლე­ბის, ხელ­მო­წე­რი­სა და გა­მოშ­ვე­ბის წლი­სა) და­ტა­ნი­ლი სა­ღე­ბა­ვის ფენა რე­ლი­ე­ფუ­რია და შე­იგ­რძნო­ბა შე­ხე­ბით.

ფა­რუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა

დახ­რი­ლი კუ­თხით გა­ხედ­ვი­სას ბანკნოტ­ზე გა­მო­ი­სა­ხე­ბა ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რი.

ჰო­ლოგ­რა­მა

ორ­ფე­რო­ვან ჰო­ლოგ­რა­მა­ზე და­ტა­ნი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი (პორ­ტრე­ტი, ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რი, ლა­რის სიმ­ბო­ლო, გრი­ფო­ნი, რუქა, მიკ­როს­ტრი­ქო­ნე­ბი) სხვა­დას­ხვა კუ­თხით დახ­რი­სას იც­ვლის ფერს და გა­აჩ­ნია ცვა­ლე­ბა­დი ეფექ­ტი.

ირი­სი­სე­ბუ­რი ზოლი

ბანკნო­ტის ზე­და­პირ­ზე და­ტა­ნი­ლია ორ­ფე­რო­ვა­ნი, გამჭვირ­ვა­ლე სა­ღე­ბა­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გრძი­ვი დე­კო­რი ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რით.

დამ­ცა­ვი ბოჭ­კო­ე­ბი

ქა­ღალ­დში სხვა­დას­ხვა სიღ­რმე­ზე ჩა­ტა­ნე­ბუ­ლია წი­თე­ლი ფე­რის ბოჭ­კო­ე­ბი.

ვერ­ტი­კა­ლუ­რი დამ­ცა­ვი ძაფი

დამ­ცა­ვი ძაფი წარ­წე­რით "50 ლარი", წყვე­ტი­ლი სა­ხით ხი­ლუ­ლია ბანკნო­ტის უკა­ნა მხა­რეს. გამ­ჭოლ შუქ­ზე გა­ხედ­ვი­სას ერ­თი­ან­დე­ბა და სხვა­დას­ხვა კუ­თხით დახ­რი­სას იც­ვლის ფერს მწვა­ნე­დან მე­წა­მულ­ში.

100-ლა­რი­ა­ნის დამ­ცა­ვი ნიშ­ნე­ბი (ბანკნო­ტის ზომა: 70 x 142 მმ ძი­რი­თა­დი ფერი: იის­ფე­რი)

ნი­შა­ნი სუს­ტი მხედ­ვე­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის

ბანკნო­ტის წინა მხა­რეს, მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა კი­დე­ზე და­ტა­ნი­ლი 5 ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ხაზი რე­ლი­ე­ფუ­რია, შე­იგ­რძნო­ბა შე­ხე­ბი­სას და იძ­ლე­ვა ბანკნო­ტის ნო­მი­ნა­ლის აღ­ქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

წყლის­ნი­შა­ნი

გამ­ჭოლ შუქ­ზე გა­ხედ­ვი­სას ჩანს პორ­ტრე­ტის, ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რი­სა და ლა­რის სიმ­ბო­ლოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი.

ფა­რუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა

დახ­რი­ლი კუ­თხით გა­ხედ­ვი­სას ბანკნოტ­ზე გა­მო­ი­სა­ხე­ბა ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რი.

თან­მხვედ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა

ბანკნო­ტის წინა და უკა­ნა მხა­რეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი ერ­თი­ან­დე­ბა გამ­ჭოლ შუქ­ზე გა­ხედ­ვი­სას.

ოპ­ტი­კუ­რად ცვა­ლე­ბა­დი მაგ­ნი­ტუ­რი სა­ღე­ბა­ვი

სხვა­დას­ხვა კუ­თხით დახ­რი­სას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა იც­ვლის ფერს მე­წა­მუ­ლი­დან მწვა­ნე­ში და აქვს მოძ­რა­ვი ზო­ლის ეფექ­ტი.

რე­ლი­ე­ფუ­რი ნა­ბეჭ­დი

ბანკნო­ტის წინა მხა­რეს გა­მო­სა­ხულ გრა­ფი­კულ დე­ტა­ლებ­ზე: პორ­ტრე­ტი, ილუსტრა­ცია ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­დან, კი­დის ორ­ნა­მენ­ტე­ბი და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბი (გარ­და ხელ­მომ­წე­რი პი­რის და­სა­ხე­ლე­ბის, ხელ­მო­წე­რი­სა და გა­მოშ­ვე­ბის წლი­სა), და­ტა­ნი­ლი სა­ღე­ბა­ვის ფენა რე­ლი­ე­ფუ­რია და შე­იგ­რძნო­ბა შე­ხე­ბით.

ჰო­ლოგ­რა­მა

ორ­ფე­რო­ვან ჰო­ლოგ­რა­მა­ზე და­ტა­ნი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი (პორ­ტრე­ტი, ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რი, ლა­რის სიმ­ბო­ლო, ყვა­ვი­ლე­ბი, რუქა, მიკ­როს­ტრი­ქო­ნე­ბი) სხვა­დას­ხვა კუ­თხით დახ­რი­სას იც­ვლის ფერს და გა­აჩ­ნია ცვა­ლე­ბა­დი ეფექ­ტი.

ირი­სი­სე­ბუ­რი ზოლი

ბანკნო­ტის ზე­და­პირ­ზე და­ტა­ნი­ლია ორ­ფე­რო­ვა­ნი, გამჭვირ­ვა­ლე სა­ღე­ბა­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გრძი­ვი დე­კო­რი ნო­მი­ნა­ლის აღმნიშ­ვნე­ლი ციფ­რით.

ვერ­ტი­კა­ლუ­რი დამ­ცა­ვი ძაფი

დამ­ცა­ვი ძაფი წარ­წე­რით "100 ლარი", წყვე­ტი­ლი სა­ხით ხი­ლუ­ლია ბანკნო­ტის უკა­ნა მხა­რეს. გამ­ჭოლ შუქ­ზე გა­ხედ­ვი­სას ერ­თი­ან­დე­ბა და სხვა­დას­ხვა კუ­თხით დახ­რი­სას იც­ვლის ფერს ლურ­ჯი­დან წი­თელ­ში.

დამ­ცა­ვი ბოჭ­კო­ე­ბი

ქა­ღალ­დში სხვა­დას­ხვა სიღ­რმე­ზე ჩა­ტა­ნე­ბუ­ლია წი­თე­ლი ფე­რის ბოჭ­კო­ე­ბი.

(სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

განახლებული 20, 50 და 100 ლარი - ის, რაც უნდა იცოდეთ ახალი კუპიურების დამცავ ნიშნებზე

განახლებული 20, 50 და 100 ლარი - ის, რაც უნდა იცოდეთ ახალი კუპიურების დამცავ ნიშნებზე

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში დღეიდან გამოვიდა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წელს მოგვიანებით გამოვა.

როგორ გამოიყურება განახლებული ბანკნოტები და რა დამცავი ნიშნებით შეიძლება მისი განსხვავება ყალბი ბანკნოტისგან:

იხილეთ ვიდეო

20-ლარიანის დამცავი ნიშნები (ბანკნოტის ზომა: 66 მმ x 132 მმ ძირითადი ფერი: მეწამული)

წყლისნიშანი

გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.

ვერტიკალური დამცავი ძაფი

დამცავი ძაფი წარწერით "20 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს მეწამულიდან ოქროსფერში.

რელიეფური ნაბეჭდი

ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, შენობა, ფაეტონი, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.

ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის

ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 3 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.

ჰოლოგრამა

ვერცხლისფერ ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, ფაეტონი, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და გააჩნია ცვალებადი ეფექტი.

დამცავი ბოჭკოები

ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.

ფარული გამოსახულება

დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.

თანმხვედრი გამოსახულება

ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.

ოპტიკურად ცვალებადი საღებავი

სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს მეწამულიდან მწვანეში.

ირისისებური ზოლი

ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.

50-ლარიანის დამცავი ნიშნები (ბანკნოტის ზომა: 68x137 მმ ძირითადი ფერი: მწვანე)

ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის

ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 4 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.

წყლისნიშანი

გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.

თანმხვედრი გამოსახულება

ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.

ოპტიკურად ცვალებადი მაგნიტური საღებავი

სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს ოქროსფერიდან მწვანეში და აქვს მოძრავი ზოლის ეფექტი.

რელიეფური ნაბეჭდი

ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, სამონასტრო კომპლექსი, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.

ფარული გამოსახულება

დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.

ჰოლოგრამა

ორფეროვან ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, გრიფონი, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და გააჩნია ცვალებადი ეფექტი.

ირისისებური ზოლი

ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია ორფეროვანი, გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.

დამცავი ბოჭკოები

ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.

ვერტიკალური დამცავი ძაფი

დამცავი ძაფი წარწერით "50 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს მწვანედან მეწამულში.

100-ლარიანის დამცავი ნიშნები (ბანკნოტის ზომა: 70 x 142 მმ ძირითადი ფერი: იისფერი)

ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის

ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 5 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.

წყლისნიშანი

გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.

ფარული გამოსახულება

დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.

თანმხვედრი გამოსახულება

ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.

ოპტიკურად ცვალებადი მაგნიტური საღებავი

სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს მეწამულიდან მწვანეში და აქვს მოძრავი ზოლის ეფექტი.

რელიეფური ნაბეჭდი

ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, ილუსტრაცია ვეფხისტყაოსნიდან, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა), დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.

ჰოლოგრამა

ორფეროვან ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, ყვავილები, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და გააჩნია ცვალებადი ეფექტი.

ირისისებური ზოლი

ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია ორფეროვანი, გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.

ვერტიკალური დამცავი ძაფი

დამცავი ძაფი წარწერით "100 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს ლურჯიდან წითელში.

დამცავი ბოჭკოები

ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.

(სტატია მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია