სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ფირცხალავა - ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურა FBI-ს დასკვნას მალავს
ირაკლი ფირცხალავა - ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურა FBI-ს დასკვნას მალავს

პრო­კუ­რა­ტუ­რა FBI-ს დას­კვნას მა­ლავს, - ამის შე­სა­ხებ ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

ფირცვა­ლა­ვამ საქ­მის ერთ-ერთი პრო­კუ­რო­რი ტყუ­ილ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რა­მაც სხდო­მა­ზე კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია.

"პრო­კუ­რო­რი ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვი­ლი არის მა­ტყუ­ა­რა. მან თქვა, რომ არ­სე­ბობს ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს სა­ბო­ლოო დას­კვნა. თუმ­ცა ეს დას­კვნა საქ­მე­ში არ არის. თუ ასე­თი დას­კვნა გა­აჩ­ნია, წარ­მო­ად­გი­ნოს სა­სა­მარ­თლო­ში", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ.

თა­ვის მხრივ, პრო­კუ­რორ­მა სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლო­ში წა­რად­გი­ნა, გა­აჩ­ნია დაც­ვის მხა­რეს. ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბულს კო­რექ­ტუ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­და.

პრო­ცეს­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა კი­დევ ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა გუ­რამ დო­ნა­ძემ. მისი თქმით, დარ­ბა­ზის მხრი­დან სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ შე­უ­რა­ცხყო­ფას აქვს ად­გი­ლი, რის­თვი­საც დო­ნა­ძემ ჩა­ნა­წე­რე­ბის ამო­ღე­ბა ითხო­ვა.

მას დარ­ბა­ზი­დან რეპ­ლი­კის სა­ხით გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბუტა რო­ბა­ქი­ძის მამა, სოსო რო­ბა­ქი­ძე. "ჩემს დას რომ სპეც­რაზ­მი გა­უგ­ზავ­ნე ის თქვი, ვინ იყო მა­შინ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი. სამი წელი გა­ი­ძა­ხო­დი, რომ ჩემს შვილს და მას­თან ერ­თად მყო­ფებს ია­რა­ღი ჰქონ­დათ და ახლა ამ­ბობ, რომ არ ჰქო­ნია ია­რა­ღი", - გა­ნა­ცხა­და რო­ბა­ქი­ძემ, რო­მელ­საც მო­სა­მარ­თლემ წეს­რი­გის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ პრო­ცე­სი ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მის, ელიზ­ბარ ჩიკ­ვა­ი­ძის და­კი­თხვით გაგ­რძელ­და. მა­ნამ­დე კი სხდო­მა­ზე და­უშ­ვეს სოსო რო­ბა­ქი­ძე, რო­მე­ლიც დარ­ბა­ზი­დან წინა სხდო­მა­ზე გა­ა­ძე­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ირაკლი ფირცხალავა - ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურა FBI-ს დასკვნას მალავს

ირაკლი ფირცხალავა - ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურა FBI-ს დასკვნას მალავს

პროკურატურა FBI-ს დასკვნას მალავს, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა.

ფირცვალავამ საქმის ერთ-ერთი პროკურორი ტყუილში დაადანაშაულა, რამაც სხდომაზე კამათი გამოიწვია.

"პროკურორი ამირან გულუაშვილი არის მატყუარა. მან თქვა, რომ არსებობს ამერიკის ფედერალური ბიუროს საბოლოო დასკვნა. თუმცა ეს დასკვნა საქმეში არ არის. თუ ასეთი დასკვნა გააჩნია, წარმოადგინოს სასამართლოში", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

თავის მხრივ, პროკურორმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა, გააჩნია დაცვის მხარეს. ამირან გულუაშვილმა ბრალდებულს კორექტულობისკენ მოუწოდა.

პროცესზე განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ. მისი თქმით, დარბაზის მხრიდან სასამართლო სხდომების განმავლობაში მათ შეურაცხყოფას აქვს ადგილი, რისთვისაც დონაძემ ჩანაწერების ამოღება ითხოვა.

მას დარბაზიდან რეპლიკის სახით გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე. "ჩემს დას რომ სპეცრაზმი გაუგზავნე ის თქვი, ვინ იყო მაშინ შეურაცხყოფილი. სამი წელი გაიძახოდი, რომ ჩემს შვილს და მასთან ერთად მყოფებს იარაღი ჰქონდათ და ახლა ამბობ, რომ არ ჰქონია იარაღი", - განაცხადა რობაქიძემ, რომელსაც მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

აღნიშნულის შემდეგ პროცესი ბრალდების მხარის მოწმის, ელიზბარ ჩიკვაიძის დაკითხვით გაგრძელდა. მანამდე კი სხდომაზე დაუშვეს სოსო რობაქიძე, რომელიც დარბაზიდან წინა სხდომაზე გააძევეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ