სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამბაქოს ომების ბნელი კუთხეები - რა გახდა "ფილიპ მორისსა" და "ომეგა ჯგუფს" შორის უთანხმოების მიზეზი?
თამბაქოს ომების ბნელი კუთხეები - რა გახდა "ფილიპ მორისსა" და "ომეგა ჯგუფს" შორის უთანხმოების მიზეზი?

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვეა, სა­ქარ­თვე­ლოს თამ­ბა­ქოს ბა­ზარ­ზე უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბა. ჯერ იყო და, თამ­ბა­ქოს რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა­ზე ფა­სე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და, შემ­დეგ, აქ­ცი­ზის ზრდას­თან ერ­თად, თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის თამ­ბა­ქოს ფასი 20-40 თეთ­რით გა­ი­ზარ­და, ხოლო "მარლ­ბო­რო­სა" და "პარ­ლა­მენ­ტის" მომ­ხმა­რებ­ლებს კი სა­ა­ხალ­წლო "სა­ჩუ­ქა­რი" გა­უ­კე­თეს - ერთი კო­ლო­ფი სი­გა­რე­ტი 8-10 ლა­რამ­დე გაძ­ვირ­და. მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ფა­სე­ბის ასე­თი კო­ლო­სა­ლუ­რი ზრდა "ფი­ლიპ მო­რის­სა" და მის ექ­სკლუ­ზი­ურ დის­ტრი­ბუ­ტორ "ომე­გა ჯგუფს" შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი უთან­ხმო­ე­ბის შე­დე­გი იყო. თუმ­ცა, სი­გა­რე­ტის რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ფა­სე­ბის ასე­თი ზრდით მომ­ხმა­რე­ბელ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უთან­ხმო­ე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ამ დრომ­დე არც ერთ კომ­პა­ნი­ა­ში არ სა­უბ­რო­ბენ.

ერ­თკვი­რი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ "ფი­ლიპ მო­რის­მა" სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც თამ­ბა­ქო­ზე ფა­სე­ბის ზრდა სა­ცა­ლო მო­ვაჭ­რე­ებს და­აბ­რა­ლა, ხოლო "ომე­გა ჯგუფ­ზე" სი­ტყვაც არ დას­ცდე­ნია. არა­და, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სწო­რედ ეს არის - რა მოხ­და კომ­პა­ნი­ებს შო­რის თით­ქმის 18-წლი­ა­ნი პარტნი­ო­რო­ბის შემ­დეგ? ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მოკ­ვლე­ვა ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა და თამ­ბა­ქოს ომე­ბის ყვე­ლა­ზე ბნელ კუ­თხე­ებ­ში შეგ­ვე­ხე­და.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი

"ფი­ლიპ მო­რის­სა" და "ომე­გა ჯგუფს" შო­რის რომ უთან­ხმო­ე­ბა მწიფ­დე­ბო­და, ჯერ კი­დევ მა­შინ იყო ცნო­ბი­ლი, როცა შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში "ომე­გას" სი­გა­რე­ტის ფაბ­რი­კამ პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა შე­წყვი­ტა. სი­გა­რე­ტის ფაბ­რი­კა "ოჯთ" ათამ­დე და­სა­ხე­ლე­ბის სი­გა­რეტს ამ­ზა­დებს, მათ შო­რის რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დსაც, რა­ზეც ლი­ცენ­ზია "ფი­ლიპ მო­რი­სის­გან" მი­ი­ღო და ნედ­ლე­ულ­საც ეს უკა­ნას­კნე­ლი აწ­ვდი­და. ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფილ პარტნი­ო­რებს შო­რის და­ვაც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით წარ­მო­იქ­მნა. ერთი მი­ზე­ზი კონ­სიგ­ნა­ცი­ით მი­წო­დე­ბუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის­თვის თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბაა. მე­ო­რე მი­ზე­ზი კი არის დის­ტრი­ბუ­ტო­რის მიერ სი­გა­რე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ, კერ­ძოდ, თურ­ქეთ­ში გა­ტა­ნა. თუ ეს მარ­თა­ლია, გა­მო­დის, რომ "ომე­გა" შე­თან­ხმე­ბას არ­ღვევ­და.

ამ და შე­საძ­ლოა, კი­დევ სხვა მი­ზე­ზე­ბის გა­მოც, თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ე­ბელ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენდმა ქარ­თველ პარტნი­ორს კონ­ტრაქ­ტი შე­უ­წყვი­ტა. ყო­ფილ პარტნი­ო­რებს შო­რის და­ვამ სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ჩვე­ნი წყა­როს გან­მარ­ტე­ბით, "ომე­გამ" დის­ტრი­ბუ­ცი­ის შე­წყვე­ტის გამო "ფი­ლიპ მო­რი­სის­გან" სა­სა­მართLლოში ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნის გა­დახ­და მო­ი­თხო­ვა. ეს კი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია - არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი დავა წა­ა­გოს, არა­მედ რე­პუ­ტა­ცი­ის შე­საძ­ლო შე­ლახ­ვის გა­მოც. ამი­ტო­მაც არ ახ­მა­უ­რე­ბენ მო­და­ვე მხა­რე­ე­ბი დე­ტა­ლებს. თუმ­ცა, იმა­ვე წყა­როს შე­ფა­სე­ბით, ასე­თი და­ვის პი­რო­ბებ­ში მო­რი­გე­ბა ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბა და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ხმა­მა­ღა­ლი სკან­და­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ამა­სო­ბა­ში, "ფი­ლიპ მო­რი­სის" პრო­დუქ­ცი­ის მა­რა­გე­ბი "ომე­გას" ეწუ­რე­ბა და არც სხვა დის­ტრი­ბუ­ტო­რებს სურთ "სა­შა­რო ვი­თა­რე­ბა­ში" გა­რე­ვა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

თამბაქოს ომების ბნელი კუთხეები - რა გახდა "ფილიპ მორისსა" და "ომეგა ჯგუფს" შორის უთანხმოების მიზეზი?

თამბაქოს ომების ბნელი კუთხეები - რა გახდა "ფილიპ მორისსა" და "ომეგა ჯგუფს" შორის უთანხმოების მიზეზი?

დაახლოებით ერთი თვეა, საქართველოს თამბაქოს ბაზარზე უცნაური ამბები ხდება. ჯერ იყო და, თამბაქოს რამდენიმე სახეობაზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, შემდეგ, აქციზის ზრდასთან ერთად, თითქმის ყველა სახეობის თამბაქოს ფასი 20-40 თეთრით გაიზარდა, ხოლო "მარლბოროსა" და "პარლამენტის" მომხმარებლებს კი საახალწლო "საჩუქარი" გაუკეთეს - ერთი კოლოფი სიგარეტი 8-10 ლარამდე გაძვირდა. მალევე გაირკვა, რომ ფასების ასეთი კოლოსალური ზრდა "ფილიპ მორისსა" და მის ექსკლუზიურ დისტრიბუტორ "ომეგა ჯგუფს" შორის წარმოქმნილი უთანხმოების შედეგი იყო. თუმცა, სიგარეტის რამდენიმე დასახელების დეფიციტისა და ფასების ასეთი ზრდით მომხმარებელთა უკმაყოფილების მიუხედავად, უთანხმოების დეტალებზე ამ დრომდე არც ერთ კომპანიაში არ საუბრობენ.

ერთკვირიანი დუმილის შემდეგ "ფილიპ მორისმა" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც თამბაქოზე ფასების ზრდა საცალო მოვაჭრეებს დააბრალა, ხოლო "ომეგა ჯგუფზე" სიტყვაც არ დასცდენია. არადა, ყველაზე საინტერესო სწორედ ეს არის - რა მოხდა კომპანიებს შორის თითქმის 18-წლიანი პარტნიორობის შემდეგ? ჩვენ შევეცადეთ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაგვეტარებინა და თამბაქოს ომების ყველაზე ბნელ კუთხეებში შეგვეხედა.

იხილეთ სიუჟეტი

"ფილიპ მორისსა" და "ომეგა ჯგუფს" შორის რომ უთანხმოება მწიფდებოდა, ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი, როცა შარშან ნოემბერში "ომეგას" სიგარეტის ფაბრიკამ პროდუქციის წარმოება შეწყვიტა. სიგარეტის ფაბრიკა "ოჯთ" ათამდე დასახელების სიგარეტს ამზადებს, მათ შორის როგორც ადგილობრივ, ისე რამდენიმე საერთაშორისო ბრენდსაც, რაზეც ლიცენზია "ფილიპ მორისისგან" მიიღო და ნედლეულსაც ეს უკანასკნელი აწვდიდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყოფილ პარტნიორებს შორის დავაც სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნა. ერთი მიზეზი კონსიგნაციით მიწოდებული ნედლეულისთვის თანხის გადაუხდელობაა. მეორე მიზეზი კი არის დისტრიბუტორის მიერ სიგარეტის საქართველოს გარეთ, კერძოდ, თურქეთში გატანა. თუ ეს მართალია, გამოდის, რომ "ომეგა" შეთანხმებას არღვევდა.

ამ და შესაძლოა, კიდევ სხვა მიზეზების გამოც, თამბაქოს მწარმოებელმა საერთაშორისო ბრენდმა ქართველ პარტნიორს კონტრაქტი შეუწყვიტა. ყოფილ პარტნიორებს შორის დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ჩვენი წყაროს განმარტებით, "ომეგამ" დისტრიბუციის შეწყვეტის გამო "ფილიპ მორისისგან" სასამართLლოში ათეულობით მილიონის გადახდა მოითხოვა. ეს კი საერთაშორისო კომპანიისთვის საფრთხის შემცველია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება ფინანსური დავა წააგოს, არამედ რეპუტაციის შესაძლო შელახვის გამოც. ამიტომაც არ ახმაურებენ მოდავე მხარეები დეტალებს. თუმცა, იმავე წყაროს შეფასებით, ასეთი დავის პირობებში მორიგება ძალიან გართულდება და დიდი ალბათობით, ხმამაღალი სკანდალია მოსალოდნელი. ამასობაში, "ფილიპ მორისის" პროდუქციის მარაგები "ომეგას" ეწურება და არც სხვა დისტრიბუტორებს სურთ "საშარო ვითარებაში" გარევა.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."