პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე - მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ
ირაკლი კობახიძე - მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ

არ­სე­ბუ­ლი სი­ჭარ­ბით, მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში ჩვენს რი­გებ­ში მსა­ხი­ო­ბებ­სა და სპორ­ტსმე­ნებს არ იხი­ლავთ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"არის გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, მათ შო­რის, სა­კად­რო კუ­თხი­თაც. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ­თვის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­და­ხა­ლი­სე­ბა წარ­მო­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში აქ­ცენ­ტი კონ­კრე­ტულ სფე­რო­ებ­ში გა­მოც­დილ, პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­კეთ­დე­ბა.

"ვა­დას­ტუ­რებთ, რომ არ­სე­ბუ­ლი სი­ჭარ­ბით, მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში ჩვენს რი­გებ­ში მსა­ხი­ო­ბებ­სა და სპორ­ტსმე­ნებს არ იხი­ლავთ. აქ­ცენ­ტი კონ­კრე­ტულ სფე­რო­ებ­ში გა­მოც­დილ, პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­კეთ­დე­ბა", - გან­მარ­ტა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, იზი­ა­რე­ბენ თუ არა მშვი­დად აღ­ნიშ­ნულ მიდ­გო­მებს მსა­ხი­ო­ბე­ბი და სპორ­ტსმე­ნე­ბი, პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ბუ­ნებ­რი­ვია, ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­ხა­ლი­სე­ბა მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სია, თუმ­ცა თი­თო­ე­უ­ლი სა­კად­რო სა­კი­თხის გუნ­დუ­რად გან­ხილ­ვას ვგეგ­მავთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პრო­ცე­სი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად გა­ივ­ლის".

კო­ბა­ხი­ძეს ჟურ­ნა­ლის­ტმა კი­თხვა პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გარ­და სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უს­ვა.

"თუ NDI-ის კვლე­ვებს გუ­ლის­ხმობთ, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი 2012 წლამ­დეც და მის შემ­დე­გაც ყო­ველ­თვის თვი­სებ­რი­ვად არის აც­დე­ნი­ლი. არც ნი­ჰი­ლის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი ამომ­რჩევ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 60%. დიახ, იმის გამო, რომ პარ­ტი­ას ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა არ ჰქონ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შო­რის კავ­ში­რი შე­სუს­ტდა, მაგ­რამ გვაქვს რე­სურ­სი, ვი­თა­რე­ბა გა­მო­ვას­წო­როთ. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თვე­ბით პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, იგეგ­მე­ბა თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა პარ­ტი­ის ლი­დე­რად მისი დაბ­რუ­ნე­ბა, პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ტი­ა­ში სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მარ­თლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მისი ჩარ­თუ­ლო­ბა კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რებს და ეს სა­არ­ჩევ­ნო შე­დეგ­ზეც აი­სა­ხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკლი კობახიძე - მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ

ირაკლი კობახიძე - მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ

არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

"ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, იზიარებენ თუ არა მშვიდად აღნიშნულ მიდგომებს მსახიობები და სპორტსმენები, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ "ბუნებრივია, ნებისმიერი გადახალისება მტკივნეული პროცესია, თუმცა თითოეული საკადრო საკითხის გუნდურად განხილვას ვგეგმავთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი კონსტრუქციულად გაივლის".

კობახიძეს ჟურნალისტმა კითხვა პოლიტიკურ ასპარეზზე "ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვა პოლიტიკური ძალების გააქტიურებასთან დაკავშირებით დაუსვა.

"თუ NDI-ის კვლევებს გულისხმობთ, ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები და არჩევნების შედეგები 2012 წლამდეც და მის შემდეგაც ყოველთვის თვისებრივად არის აცდენილი. არც ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის მაჩვენებელია 60%. დიახ, იმის გამო, რომ პარტიას ჩამოყალიბებული სტრუქტურა არ ჰქონდა, მოსახლეობასა და "ქართულ ოცნებას" შორის კავშირი შესუსტდა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვითარება გამოვასწოროთ. მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით პრობლემების გადაჭრაში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება წინასაარჩევნოდ და მოსალოდნელია თუ არა პარტიის ლიდერად მისი დაბრუნება, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ პარტიაში სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციები მართლაც მიმდინარეობს.

"წინასაარჩევნოდ მისი ჩართულობა კიდევ უფრო აქტიური გახდება. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა "ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ეს საარჩევნო შედეგზეც აისახება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."