მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს გამოყენებას პუტინიც შეეცდება და ერდოღანიც"
"საქართველოს გამოყენებას პუტინიც შეეცდება და ერდოღანიც"

სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2016 წლის პირ­ვე­ლი კვი­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. კვლა­ვაც გრძელ­დე­ბო­და და ალ­ბათ კი­დევ კარ­გა ხანს გას­ტანს გა­უ­გებ­რო­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შო­რის; ძა­ლას იკ­რებს დე­ბა­ტე­ბი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის თა­ო­ბა­ზეც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გი­ორ­გი ქა­და­გი­ძეს ა.წ. თე­ბერ­ვალ­ში ვადა ეწუ­რე­ბა. პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი ღია იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ პრე­ზი­დენ­ტის წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტუ­რა ჩა­აგ­დონ და მისი არ­ჩე­ვა წლის ბო­ლოს­თვის გა­და­ი­დოს. კვლა­ვაც რთუ­ლია ვი­თა­რე­ბა ჩვენს რე­გი­ონ­ში - რუ­სეთ-თურ­ქე­თის და­პი­რის­პი­რე­ბა ახალ ფა­ზა­ში შე­დის, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზეც აი­სა­ხე­ბა. მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­სა და 2016 წლის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

- ვფიქ­რობ, რთუ­ლი წელი გვე­ლო­დე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სწრაფ და ეფექ­ტი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, რაც ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას. უპირ­ვე­ლე­სად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია პრობ­ლე­მე­ბი მსოფ­ლი­ო­სა და ჩვენს რე­გი­ონ­ში, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზეც მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას. ბევ­რი იმ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი, რომსლე­ბიც დღეს ამ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­შიც იკ­ვე­თე­ბა, რაც ეკო­ნო­მი­კუ­რის გარ­და, პო­ლი­ტი­კურ საფრ­თხე­საც მო­ას­წა­ვებს­. გა­მოვ­ყოფ­დი რუ­სეთ-თურ­ქე­თის კონ­ფლიქტს, რაც ცხელ ომამ­დე არ მივა, მაგ­რამ უკვე ცხა­დად ჩანს ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ნიშ­ნე­ბი. ამ­გვა­რი ომის ერთ-ერთი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია არა პირ­და­პი­რი შე­ჯა­ხე­ბა, არა­მედ ომში ჩარ­თუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის ინ­ტე­რეს­თა არე­ა­ლებ­ში მოქ­მე­დე­ბის და­გეგ­მვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ასე­თი თურ­ქე­თის­თვის ჩრდი­ლოეთ კავ­კა­სი­აა, რუ­სე­თის­თვის - ქურ­თე­ბის მოძ­რა­ო­ბა თურ­ქეთ­ში, შუ­ა­ში კი სა­ქარ­თვე­ლოა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც და­პი­რის­პი­რე­ბი­სას პუ­ტი­ნიც შე­ეც­დე­ბა და ერ­დო­ღა­ნიც. ამი­ტომ არ გა­მოვ­რი­ცხავ, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში სცა­დონ და­ძა­ბუ­ლო­ბის კე­რე­ბის გა­ჩე­ნა, თუმ­ცა, იმე­დი მაქვს, რომ ამ ამო­ცა­ნებს ჩვე­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი თავს ღირ­სე­უ­ლად გა­არ­თმე­ვენ. გარე ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ობი­ექ­ტურ პრობ­ლე­მებს ემა­ტე­ბა ბევ­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი პრობ­ლე­მა ქვეყ­ნის შიგ­ნით. 2016 წელი სა­არ­ჩევ­ნო წე­ლია, რაც უფრო ზრდის სე­რი­ო­ზუ­ლი რყე­ვე­ბის საფრ­თხეს. სამ­წუ­ხა­როდ, თვალ­სა­ჩი­ნოა რო­გორც შიდა, ასე­ვე გარე ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბიც და მათი გაღ­რმა­ვე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი პერ­სპექ­ტი­ვაც.

ეს შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კა­საც. ვფიქ­რობ, პირ­ველ კვარ­ტალ­ში ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე ინფლა­ცი­უ­რი და­წო­ლა ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, რაც გაზ­რდის სო­ცი­ა­ლურ საფრ­თხეს. სამ­წუ­ხა­როდ, ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ჯან­სა­ღე­ბის სის­ტე­მუ­რი ნიშ­ნე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ჯერ არ ჩანს და ვერც ამ პრო­ცე­სე­ბის შე­მა­კა­ვე­ბელ ბა­რი­ე­რებს ვხე­დავ. ამ ნე­გა­ტი­ურ პრო­ცე­სებს ისიც აღ­რმა­ვებს, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი ისე და­ვი­წყეთ, ელექ­ტო­რა­ტი პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას და­ახ­ლო­ე­ბის ნაც­ვლად უფრო და­შორ­და. ამომ­რჩე­ველ­თა ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ვარ­გა, მაგ­რამ ოპო­ზი­ცია უა­რე­სია. სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ საფრ­თხეს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს და ვერც მის პრე­ვენ­ცი­ას ახერ­ხებს.

- გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრო­ბას ბევ­რი პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა: მას უწო­დეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" "ჟანგბა­დის ბა­ლი­ში" და "მაშ­ვე­ლი რგო­ლი"... - ამ ეპი­თე­ტე­ბი­თაც კარ­გად ჩანს, რომ მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს, მის და­ნიშ­ვნა­ში ნამ­დვი­ლად არის პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლო­გი­კა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­საც შე­ლა­ხუ­ლი აქვს ავ­ტო­რი­ტე­ტი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია, ხი­დე­ბის გა­დე­ბა... ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ძი­რი­თა­დად, ხი­დე­ბის დაწ­ვით იყო ცნო­ბი­ლი, კვი­რი­კაშ­ვი­ლი კი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და კო­რექ­ტუ­ლო­ბით. პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ მისი პირ­ვე­ლი გზავ­ნი­ლე­ბიც მე­ტყვე­ლებს, რომ ის ეც­დე­ბა, სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხოს კო­ლე­გებ­თან, პრე­ზი­დენ­ტთან, პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ას­თან, სხვა­დას­ხვა სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუფ­თან და ა.შ. თუმ­ცა, მე მა­ინც მგო­ნია, რომ მას, ძი­რი­თა­დად, მე­ურ­ნე­ო­ბა ჩა­ბარ­დე­ბა, ასე ვთქვათ, ის იქ­ნე­ბა ტექ­ნი­კუ­რი პრე­მი­ე­რი და არა - რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლი. ის, მი­უ­ხე­და­ვად სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფი­ი­სა, აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სი არას­დროს ყო­ფი­ლა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა შე­უძ­ლია, არ ვი­ცით. სხვა­თა შო­რის, აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ის 2012 წელ­საც არ ყო­ფი­ლა ჩარ­თუ­ლი. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია კო­ა­ლი­ცი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ მი­ე­სალ­მე­ბა კვი­რი­კაშ­ვი­ლის ლი­დე­რო­ბას. მათ სხვა რა­მის იმე­დი აქვთ - ფიქ­რო­ბენ, რომ კვი­რი­კაშ­ვილს პო­ლი­ტი­კის არა­ფე­რი გა­ე­გე­ბა, ამი­ტომ იო­ლად მო­ა­ხერ­ხე­ბენ მის მარ­თვას, ანუ პო­ლი­ტი­კას ისი­ნი წარ­მარ­თა­ვენ, კვი­რი­კაშ­ვილს კი გან­ზე და­ტო­ვე­ბენ. და­ახ­ლო­ე­ბით წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა ელო­დე­ბა ახალ პრე­მი­ერს... რა თქმა უნდა, მას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ეს ერთი წე­ლი­წა­დი მის­თვის ურ­თუ­ლე­სი იქ­ნე­ბა...

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"საქართველოს გამოყენებას პუტინიც შეეცდება და ერდოღანიც"

"საქართველოს გამოყენებას პუტინიც შეეცდება და ერდოღანიც"

სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, 2016 წლის პირველი კვირა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებით გამორჩეული იყო. კვლავაც გრძელდებოდა და ალბათ კიდევ კარგა ხანს გასტანს გაუგებრობა სასამართლო სისტემის სხვადასხვა ინსტანციის წარმომადგენელთა შორის; ძალას იკრებს დებატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატების თაობაზეც. მოგეხსენებათ, გიორგი ქადაგიძეს ა.წ. თებერვალში ვადა ეწურება. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალი კანდიდატურის შერჩევის პროცესი ღია იქნება, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატურა ჩააგდონ და მისი არჩევა წლის ბოლოსთვის გადაიდოს. კვლავაც რთულია ვითარება ჩვენს რეგიონში - რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის, რაც ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და 2016 წლის გამოწვევებზე გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ვფიქრობ, რთული წელი გველოდება. ხელისუფლების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული იმ გამოწვევების განეიტრალება, რაც ქვეყნის წინაშე დგას. უპირველესად, აღსანიშნავია პრობლემები მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში, რაც, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაზეც მოახდენს გავლენას. ბევრი იმ ქვეყნის ინტერესი, რომსლებიც დღეს ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართული, საქართველოშიც იკვეთება, რაც ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკურ საფრთხესაც მოასწავებს­. გამოვყოფდი რუსეთ-თურქეთის კონფლიქტს, რაც ცხელ ომამდე არ მივა, მაგრამ უკვე ცხადად ჩანს ჰიბრიდული ომის ნიშნები. ამგვარი ომის ერთ-ერთი მახასიათებელია არა პირდაპირი შეჯახება, არამედ ომში ჩართული სუბიექტების ინტერესთა არეალებში მოქმედების დაგეგმვა და განხორციელება. ასეთი თურქეთისთვის ჩრდი­ლოეთ კავკასიაა, რუსეთისთვის - ქურთების მოძრაობა თურქეთში, შუაში კი საქართველოა, რომლის გამოყენებასაც დაპირისპირებისას პუტინიც შეეცდება და ერდოღანიც. ამიტომ არ გამოვრიცხავ, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სცადონ დაძაბულობის კერების გაჩენა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანებს ჩვენი სპეცსამსახურები თავს ღირსეულად გაართმევენ. გარე ფაქტორებით გამოწვეულ ობიექტურ პრობლემებს ემატება ბევრი სუბიექტური პრობლემა ქვეყნის შიგნით. 2016 წელი საარჩევნო წელია, რაც უფრო ზრდის სერიოზული რყევების საფრთხეს. სამწუხაროდ, თვალსაჩინოა როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეებიც და მათი გაღრმავების ნეგატიური პერსპექტივაც.

ეს შეეხება ეკონომიკასაც. ვფიქრობ, პირველ კვარტალში ეროვნულ ვალუტაზე ინფლაციური დაწოლა ძლიერი იქნება, რაც გაზრდის სოციალურ საფრთხეს. სამწუხაროდ, ეკონომიკური გაჯანსაღების სისტემური ნიშნები ქვეყანაში ჯერ არ ჩანს და ვერც ამ პროცესების შემაკავებელ ბარიერებს ვხედავ. ამ ნეგატიურ პროცესებს ისიც აღრმავებს, რომ საარჩევნო პროცესი ისე დავიწყეთ, ელექტორატი პოლიტიკურ ელიტას დაახლოების ნაცვლად უფრო დაშორდა. ამომრჩეველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ ოპოზიცია უარესია. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ საფრთხეს ვერ აცნობიერებს და ვერც მის პრევენციას ახერხებს.

- გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობას ბევრი პოზიტიური შეფასება მოჰყვა: მას უწოდეს "ქართული ოცნების" "ჟანგბადის ბალიში" და "მაშველი რგოლი"... - ამ ეპითეტებითაც კარგად ჩანს, რომ მმართველ კოალიციას სერიოზული პრობლემები აქვს. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, მის დანიშვნაში ნამდვილად არის პოლიტტექნოლოგიური ლოგიკა - ხელისუფლებას, რომელსაც შელახული აქვს ავტორიტეტი, წინასაარჩევნოდ სჭირდება საზოგადოების გარკვეული წრეების კონსოლიდაცია, ხიდების გადება... ღარიბაშვილი, ძირითადად, ხიდების დაწვით იყო ცნობილი, კვირიკაშვილი კი ყოველთვის გამოირჩეოდა კორექტულობით. პრემიერად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი გზავნილებიც მეტყველებს, რომ ის ეცდება, საერთო ენა გამონახოს კოლეგებთან, პრეზიდენტთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფთან და ა.შ. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ მას, ძირითადად, მეურნეობა ჩაბარდება, ასე ვთქვათ, ის იქნება ტექნიკური პრემიერი და არა - რეალური პოლიტიკის გამტარებელი. ის, მიუხედავად საინტერესო ბიოგრაფიისა, აქტიური პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა და ამ მიმართულებით რა შეუძლია, არ ვიცით. სხვათა შორის, აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ის 2012 წელსაც არ ყოფილა ჩართული. ამის გათვალისწინებით, ღიმილის მომგვრელია კოალიციის ზოგიერთი წევრის განცხადება, რომ მიესალმება კვირიკაშვილის ლიდერობას. მათ სხვა რამის იმედი აქვთ - ფიქრობენ, რომ კვირიკაშვილს პოლიტიკის არაფერი გაეგება, ამიტომ იოლად მოახერხებენ მის მართვას, ანუ პოლიტიკას ისინი წარმართავენ, კვირიკაშვილს კი განზე დატოვებენ. დაახლოებით წარმომიდგენია, რა ელოდება ახალ პრემიერს... რა თქმა უნდა, მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ერთი წელიწადი მისთვის ურთულესი იქნება...

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."