სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მეტრო 50 წლისაა - მსოფლიოს ყველაზე ლამაზი, ძველი და გრძელი მეტროპოლიტენები
თბილისის მეტრო 50 წლისაა - მსოფლიოს ყველაზე ლამაზი, ძველი და გრძელი მეტროპოლიტენები

მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი, შე­მოკ­ლე­ბით მეტ­რო - რელ­სე­ბი­ა­ნი სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა, რომ­ლის გზე­ბი უმე­ტე­სად, მი­წის­ქვეშ არის გან­ლა­გე­ბუ­ლი. მა­ტა­რე­ბელ­თა მოძ­რა­ო­ბა მეტ­რო­ში რე­გუ­ლა­რუ­ლია, გან­რი­გის მი­ხედ­ვით. მეტ­როს სა­შუ­ა­ლოდ, სა­ათ­ში 50-60 ათა­სი ადა­მი­ა­ნის გა­დაყ­ვა­ნა შე­უძ­ლია. თითო მა­ტა­რე­ბე­ლი 4-8 ვა­გონს ატა­რებს. გვი­რა­ბის დი­ა­მეტ­რი 5-6 მეტრს შე­ად­გენს. სად­გუ­რე­ბის პლატ­ფორ­მე­ბი სიგ­რძე­ში - 160 მეტრს არ აღე­მა­ტე­ბა, სი­გა­ნე­ში - 16 მ-ს. მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ხა­ზის ერთი კი­ლო­მეტ­რის გაყ­ვა­ნა სა­შუ­ა­ლოდ, 50 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რამ­დე ჯდე­ბა.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი

იხი­ლეთ ვი­დეო| ბევ­რი რამ, რაც თბი­ლი­სის მეტ­რო­ზე ჯერ არ გსმე­ნი­ათ

მეტ­რო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სწრა­ფი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ­ლი­თაც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქა­ლაქ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბა. მეტ­როს ის­ტო­რია სა­თა­ვეს ლონ­დო­ნი­დან იღებს, სა­დაც პირ­ვე­ლი­ვე დღეს 30.000 ადა­მი­ა­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს. ეს ინო­ვა­ცია მალე გახ­და მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის ცნო­ბი­ლი და ნიუ-იორ­კის შემ­დეგ, 1900 წელს მეტ­რო პა­რიზ­შიც გა­იყ­ვა­ნეს, 1902 წელს - ბერ­ლინ­ში.

ნიუ-იორ­კი

ნიუ-იორ­კის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი ხა­ზე­ბის სიგ­რძის მი­ხედ­ვით უმ­სხვი­ლე­სი მეტ­როა მსოფ­ლი­ო­ში, გა­იხ­სნა 1904 წელს. არ­სე­ბუ­ლი ხა­ზე­ბის სა­ერ­თო სიგ­რძე 1355 კმ-ს შე­ად­გენს (მათ შო­რის სამ­გზავ­როდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა 1056 კმ). სად­გუ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბაა - 468, მარ­შრუ­ტე­ბის - 26. მგზავ­რთა დღი­უ­რი გამ­ტა­რო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 3 906 849 ადა­მი­ანს შე­ად­გენს.

ლონ­დო­ნი

ლონ­დო­ნის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი ყვე­ლა­ზე უძ­ვე­ლე­სია მსოფ­ლი­ო­ში... 1863 წელს გა­იხ­სნა. 1854 წელს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მო­წო­ნე­ბუ­ლი აქ­ტით, პე­დინგტონ­სა და ფა­რინგდო­ნის ქუ­ჩას შო­რის, ქინგს ქრო­სის გავ­ლით, ე.წ. მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ანუ მი­წის­ქვე­შა რკი­ნიგ­ზის აგე­ბა და­ი­წყო, რის­თვი­საც ახა­ლი ვა­გო­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

შემ­დეგ მეტ­როს ქსე­ლის აგე­ბა რამ­დე­ნი­მე წლით უსახ­სრო­ბის გამო შე­ჩერ­და. ლონ­დონ-ქა­ლა­ქის კო­ო­პე­რა­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დელ ვე­ქილს - ჩარლზ პი­ერ­სონს ფი­ნან­სე­ბის მო­სა­ზი­დად, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის აშე­ნე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ლო­ბი­რე­ბა დას­ჭირ­და. 1859 წელს კი ლონ­დონ-ქა­ლა­ქის კორ­პო­რა­ცი­ის მეს­ვე­ურ­ნი ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფა­ზე მეტ­როს სქე­მის შე­საქ­მნე­ლად სა­ბო­ლო­ოდ და­ი­ყო­ლია. სა­მუ­შა­ო­ე­ბი, 1860 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო ინ­ჟი­ნერ ჯონ ფო­უ­ლე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. პი­ერ­სო­ნი მეტ­როს მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას ვერ მო­ეს­წრო...

პრა­ღა

პრა­ღის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სიგ­რძე 59.3 კმ-ია, იქ სულ 1.2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და მეტ­რო მათ­თვის სწრა­ფი ტრან­ზი­ტის სის­ტე­მაა.

ლო­ზა­ნა

ლო­ზა­ნა ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ქა­ლა­ქია, რო­მელ­საც მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი აქვს... ლო­ზა­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის შტაბ-ბინა.

თბი­ლი­სი

ჩვენ­თან მეტ­რო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ზუს­ტად 50 წლის წინ, 1966 წლის 11 იან­ვარს შე­ვი­და და რი­გით მე­ო­თხე მეტ­როს სის­ტე­მა იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში (მოს­კო­ვის, ლე­ნინ­გრა­დის და კი­ე­ვის შემ­დეგ). 22 მოქ­მე­დი სად­გუ­რია, აქე­დან 16 გლ­და­ნი-ვარ­კე­თი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით არის გან­ლა­გე­ბუ­ლი, ხოლო 6 - სა­ბურ­თა­ლოს ხაზ­ზე. ხა­ზე­ბის სა­ერ­თო სიგ­რძეა - 26.4 კმ. დე­და­ქა­ლა­ქის ვა­გო­ნებს ორი დეპო - ნა­ძა­ლა­დე­ვი და გლ­და­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბა, ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ა­ში 200-მდე ვა­გო­ნია. პლატ­ფორ­მე­ბი ხუთს იტევს, თუმ­ცა მხო­ლოდ 4-ვა­გო­ნი­ა­ნი ეშე­ლო­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გლ­და­ნი-ვარ­კე­თი­ლი­სა და სამ­ვა­გო­ნი­ა­ნი სა­ბურ­თა­ლოს ხაზ­ზე.

პირ­ვე­ლი ხაზი

1951 წლის 29 სექ­ტემ­ბერს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს დად­გე­ნი­ლე­ბით, თბი­ლის­ში მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა გა­და­წყდა. 1952 წლის იან­ვარ­ში თბი­ლი­სის მეტ­რომ­შე­ნის სამ­მარ­თვე­ლო ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ერთ წე­ლი­წად­ში პირ­ვე­ლი შახ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა და გა­და­სარ­ბე­ნი გვი­რა­ბე­ბის აგე­ბა და­ი­წყეს. 1957 წელს მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩერ­და და სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გვი­რა­ბის (რკი­ნიგ­ზის, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის, ჰიდ­რო­ტექ­ნი­კუ­რი) მშე­ნებ­ლო­ბას შე­უდ­გნენ, რის­თვი­საც მეტ­რომ­შე­ნის სამ­მარ­თვე­ლო გარ­და­იქ­მნა თბილგვი­რაბმ­შე­ნად.

1959 წელს კი მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის პირ­ვე­ლი რი­გის მშე­ნებ­ლო­ბა გა­ნახ­ლდა. 1966 წლის 11 იან­ვარს ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ა­ში ჩა­ბარ­და პირ­ვე­ლი რი­გის პირ­ვე­ლი უბა­ნი (6.3 კმ) ხუთი სად­გუ­რით: "დი­დუ­ბე", "ელექტრო­დე­პო", "ვაგ­ზლის მო­ე­და­ნი", "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი" და "რუს­თა­ვე­ლი".

1985 ნო­ემ­ბერ­ში ერ­თდრო­უ­ლად შე­იყ­ვა­ნეს ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ა­ში ორი უბა­ნი - ერთი 3.4 კი­ლო­მეტ­რის "დი­დუ­ბის" სად­გუ­რი­დან "თემ­ქამ­დე" და მე­ო­რე 2 კმ სად­გურ "სამ­გო­რი­დან" "ვარ­კე­თი­ლამ­დე". 1989 წლის იან­ვარ­ში "სა­რა­ჯიშ­ვი­ლი" და "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი" გა­იხ­სნა.

სა­ბურ­თა­ლოს (მე­ო­რე) ხაზი (5,8 კი­ლო­მეტ­რი სიგ­რძით) 1979 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ამუ­შავ­და, რო­მელ­მაც "სად­გუ­რის მო­ე­და­ნი" სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონს და­ა­კავ­ში­რა. პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეს ხაზი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო რო­გორც პირ­ვე­ლი ხა­ზის გან­შტო­ე­ბა, მაგ­რამ მშე­ნებ­ლო­ბის დამ­თავ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­და­წყდა, მე­ო­რე გა­და­სას­ვლე­ლი სად­გუ­რი - "ვაგ­ზა­ლი 2", რო­მელ­საც და­სა­წყის­ში არ ექ­ნე­ბო­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­წის­ზე­მო­თა ამო­სას­ვლე­ლი.

მეტ­რო­პო­ლი­ტენს ემ­სა­ხუ­რე­ბა ორი დეპო - "ნა­ძა­ლა­დე­ვი" (დეპო N1) და "გლ­და­ნი" (დეპო N2), აქე­დან პირ­ვე­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ბურ­თა­ლოს, მე­ო­რე კი - "გლ­და­ნი-ვარ­კე­თი­ლის" ხაზს.

ამას­თან, უსახ­სრო­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი (სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე) ვი­თა­რე­ბის გამო, ბევ­რი პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის იყო და­წყე­ბუ­ლი. სა­ბურ­თა­ლოს ხაზი კუ­კი­ი­სა და სვა­ნე­თი­სუბ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ და­წყე­ბუ­ლა. სად­გურ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო მე­ო­რე ამო­სას­ვლე­ლი ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე არ­სე­ბულ მი­წის­ქვე­შა კომ­პლექსში, რის­თვი­საც "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის" სად­გურ­ზე პირ­ვე­ლი ლი­ან­და­გის თავ­ზე გა­კეთ­და გა­და­სას­ვლე­ლი კიბე, ხოლო ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი დაპ­რო­ექტდა მგზავ­რთა დიდ ნა­კად­ზე, მეტ­როს ამო­სას­ვლე­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სად­გურ "ავ­ლა­ბარს" უკეთ­დე­ბო­და მე­ო­რე ამო­სას­ვლე­ლი ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი გვი­რა­ბით და ხი­დით ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორტთან.

მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ამოქ­მე­დე­ბა მარ­თლაც მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო არა მარ­ტო ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სათ­ვის, არა­მედ მისი მო­სა­ხე­ლო­ბი­სათ­ვის. ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლი ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ქა­ლა­ქის ამ სი­ახ­ლეს: "მე, რო­გორც თბი­ლი­სის მოტრფი­ა­ლეს, უეჭ­ვე­ლად მა­ხა­რებს ქარ­თუ­ლი მეტ­როს და­ბა­დე­ბა. გა­მო­გი­ტყდე­ბით, არც კი მჯე­რო­და, თუ კონ­კი­დან მეტ­რომ­დე ასე მცი­რე დრო დაგ­ვჭირ­დე­ბო­და".

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თბილისის მეტრო 50 წლისაა - მსოფლიოს ყველაზე ლამაზი, ძველი და გრძელი მეტროპოლიტენები

თბილისის მეტრო 50 წლისაა - მსოფლიოს ყველაზე ლამაზი, ძველი და გრძელი მეტროპოლიტენები

მეტროპოლიტენი, შემოკლებით მეტრო - რელსებიანი საქალაქო ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, რომლის გზები უმეტესად, მიწისქვეშ არის განლაგებული. მატარებელთა მოძრაობა მეტროში რეგულარულია, განრიგის მიხედვით. მეტროს საშუალოდ, საათში 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. თითო მატარებელი 4-8 ვაგონს ატარებს. გვირაბის დიამეტრი 5-6 მეტრს შეადგენს. სადგურების პლატფორმები სიგრძეში - 160 მეტრს არ აღემატება, სიგანეში - 16 მ-ს. მეტროპოლიტენის ხაზის ერთი კილომეტრის გაყვანა საშუალოდ, 50 მილიონ აშშ დოლარამდე ჯდება.

დაათვალიერეთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მეტროსადგურები

იხილეთ ვიდეო| ბევრი რამ, რაც თბილისის მეტროზე ჯერ არ გსმენიათ

მეტრო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სწრაფი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც მსოფლიოს მრავალ ქალაქში მილიონობით ადამიანი გადაადგილდება. მეტროს ისტორია სათავეს ლონდონიდან იღებს, სადაც პირველივე დღეს 30.000 ადამიანი გადაიყვანეს. ეს ინოვაცია მალე გახდა მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი და ნიუ-იორკის შემდეგ, 1900 წელს მეტრო პარიზშიც გაიყვანეს, 1902 წელს - ბერლინში.

ნიუ-იორკი

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი ხაზების სიგრძის მიხედვით უმსხვილესი მეტროა მსოფლიოში, გაიხსნა 1904 წელს. არსებული ხაზების საერთო სიგრძე 1355 კმ-ს შეადგენს (მათ შორის სამგზავროდ გამოიყენება 1056 კმ). სადგურების ოფიციალური რაოდენობაა - 468, მარშრუტების - 26. მგზავრთა დღიური გამტარობა დაახლოებით, 3 906 849 ადამიანს შეადგენს.

ლონდონი

ლონდონის მეტროპოლიტენი ყველაზე უძველესია მსოფლიოში... 1863 წელს გაიხსნა. 1854 წელს პარლამენტის მიერ მოწონებული აქტით, პედინგტონსა და ფარინგდონის ქუჩას შორის, ქინგს ქროსის გავლით, ე.წ. მეტროპოლიტენის ანუ მიწისქვეშა რკინიგზის აგება დაიწყო, რისთვისაც ახალი ვაგონების დამზადება გახდა საჭირო.

შემდეგ მეტროს ქსელის აგება რამდენიმე წლით უსახსრობის გამო შეჩერდა. ლონდონ-ქალაქის კოოპერაციის იმჟამინდელ ვექილს - ჩარლზ პიერსონს ფინანსების მოსაზიდად, მეტროპოლიტენის აშენებისთვის რამდენიმეწლიანი ლობირება დასჭირდა. 1859 წელს კი ლონდონ-ქალაქის კორპორაციის მესვეურნი ფინანსების გამოყოფაზე მეტროს სქემის შესაქმნელად საბოლოოდ დაიყოლია. სამუშაოები, 1860 წლის თებერვალში დაიწყო ინჟინერ ჯონ ფოულერის ხელმძღვანელობით. პიერსონი მეტროს მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო...

პრაღა

პრაღის მეტროპოლიტენის სიგრძე 59.3 კმ-ია, იქ სულ 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მეტრო მათთვის სწრაფი ტრანზიტის სისტემაა.

ლოზანა

ლოზანა ყველაზე პატარა ქალაქია, რომელსაც მეტროპოლიტენი აქვს... ლოზანაში მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა.

თბილისი

ჩვენთან მეტრო ექსპლუატაციაში ზუსტად 50 წლის წინ, 1966 წლის 11 იანვარს შევიდა და რიგით მეოთხე მეტროს სისტემა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). 22 მოქმედი სადგურია, აქედან 16 გლდანი-ვარკეთილის მიმართულებით არის განლაგებული, ხოლო 6 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა - 26.4 კმ. დედაქალაქის ვაგონებს ორი დეპო - ნაძალადევი და გლდანი ემსახურება, ექსპლოატაციაში 200-მდე ვაგონია. პლატფორმები ხუთს იტევს, თუმცა მხოლოდ 4-ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება გლდანი-ვარკეთილისა და სამვაგონიანი საბურთალოს ხაზზე.

პირველი ხაზი

1951 წლის 29 სექტემბერს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობა გადაწყდა. 1952 წლის იანვარში თბილისის მეტრომშენის სამმართველო ჩამოყალიბდა და ერთ წელიწადში პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება დაიწყეს. 1957 წელს მეტროპოლიტენის მშენებლობა შეჩერდა და სხვადასხვა დანიშნულების გვირაბის (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური) მშენებლობას შეუდგნენ, რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო გარდაიქმნა თბილგვირაბმშენად.

1959 წელს კი მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა განახლდა. 1966 წლის 11 იანვარს ექსპლოატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6.3 კმ) ხუთი სადგურით: "დიდუბე", "ელექტროდეპო", "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" და "რუსთაველი".

1985 ნოემბერში ერთდროულად შეიყვანეს ექსპლოატაციაში ორი უბანი - ერთი 3.4 კილომეტრის "დიდუბის" სადგურიდან "თემქამდე" და მეორე 2 კმ სადგურ "სამგორიდან" "ვარკეთილამდე". 1989 წლის იანვარში "სარაჯიშვილი" და "ახმეტელის თეატრი" გაიხსნა.

საბურთალოს (მეორე) ხაზი (5,8 კილომეტრი სიგრძით) 1979 წლის სექტემბერში ამუშავდა, რომელმაც "სადგურის მოედანი" საბურთალოს რაიონს დააკავშირა. პირველი გადაწყვეტილებით, ეს ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც პირველი ხაზის განშტოება, მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა, მეორე გადასასვლელი სადგური - "ვაგზალი 2", რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი.

მეტროპოლიტენს ემსახურება ორი დეპო - "ნაძალადევი" (დეპო N1) და "გლდანი" (დეპო N2), აქედან პირველი ემსახურება საბურთალოს, მეორე კი - "გლდანი-ვარკეთილის" ხაზს.

ამასთან, უსახსრობისა და ქვეყანაში არსებული (სხვადასხვა ეტაპზე) ვითარების გამო, ბევრი პროექტი შეჩერდა, რომლებიც თბილისის მეტროპოლიტენის განვითარებისთვის იყო დაწყებული. საბურთალოს ხაზი კუკიისა და სვანეთისუბნის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. სადგურ "თავისუფლების მოედანზე" უნდა გაკეთებულიყო მეორე ამოსასვლელი ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა კომპლექსში, რისთვისაც "თავისუფლების მოედნის" სადგურზე პირველი ლიანდაგის თავზე გაკეთდა გადასასვლელი კიბე, ხოლო ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაპროექტდა მგზავრთა დიდ ნაკადზე, მეტროს ამოსასვლელის გათვალისწინებით. სადგურ "ავლაბარს" უკეთდებოდა მეორე ამოსასვლელი ჰორიზონტალური გვირაბით და ხიდით ბალნეოლოგიურ კურორტთან.

მეტროპოლიტენის ამოქმედება მართლაც მნიშნველოვანი მოვლენა იყო არა მარტო ქალაქის ადმინისტრაციისათვის, არამედ მისი მოსახელობისათვის. ცნობილი მსახიობი ვასო გოძიაშვილი ასე გამოეხმაურა ქალაქის ამ სიახლეს: "მე, როგორც თბილისის მოტრფიალეს, უეჭველად მახარებს ქართული მეტროს დაბადება. გამოგიტყდებით, არც კი მჯეროდა, თუ კონკიდან მეტრომდე ასე მცირე დრო დაგვჭირდებოდა".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?

21 სექტემბრიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები იცვლება

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი და სოზარ სუბარი