"უბრალოდ, ვიღაც კარგი ბიჭი, ქოლგის დამტარებლის, დაცვების და სიგნალიზაციების გარეშე" - ვინ გააკვირვა პანკისში ინგა გრიგოლია

"უბრალოდ, ვიღაც კარგი ბიჭი, ქოლგის დამტარებლის, დაცვების და სიგნალიზაციების გარეშე" - ვინ გააკვირვა პანკისში ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გროგოლია დღეს მთავრობის წევრებსა და კოლეგებთან ერთად პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. ინგა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიღებული შთაბეჭდილების შესახებ წერს.

"ეხლა უნდა მოვყვე ჩემი დღევანდელი შთაბეჭდილება, რომელიც სრულიად უჩვეულო აღმოჩნდა ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის)))) მოკლედ, მივფრინავთ პანკისში.. ვერტმფრენის ასაფრენ ბილიკთან ვდგევართ და ვუცდით გაფრენას.... ჩერდება რაღაც მანქანა, თუ არ ვცდები სედანი ტოიოტა და გადმოდის მძღოლი, კეტავს კარს და გვიერთდება შეუმჩნევლად, ქეჟუალ ფორმაში))))))) მეცნო და ცოტა ხანში მივხვდი, რომ ესაა სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის მიმართულებით, დათო ბაქრაძე ))))) არც მძღოლი....არც კარის გამღები....არც ქოლგის დამტარებელი...არც დაცვა და არც არაფერი.... უბრალოდ, ვიღაც კარგი ბიჭი))))))) აი, გაზეთებში რომ წამიკითხავს, ეგეთი კარგი ტიპი, დაცვების და სიგნალიზაციების გარეშე))))) (რატომ უნდა გვიკვირდეს ხომ? მაგრამ გვიკვირს..... და თან სასიამოვნოდ გამიკვირდა.... ხოდა, მე კი არ გამიკვირდა და მომეწონა მარტო მისი ეს უდაცვობა და უქოლგობა... ყველას მოეწონა, ოპერატორიან-ჟურნალისტიანად, ვინც იქ იყო...რაღაც არაქართული მოვლენა გაიჩითა))))", - წერს ინგა გრიგოლია.

თუმცა მის ემოციებს არ იზიარებს, მაგალითად, ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია, რომელიც პანკისში მინისტრების ვიზიტისას ვერტმფრენების რაოდენობამ გააღიზიანა.

"სამი მინისტრის - თავდაცვის, განათლების და ევროინტეგრაციის - სამი ვერტმფრენი! ერთში ვერ ჩაეტეოდნენ, იმხელა ტრ***ები აქვთ გაზრდილი... ისე, ამ გახსნილი "ორასი ქარხნიდან", ერთი როგორ არ აღმოჩნდა ამ უბედურ პანკისის ხეობაში? ან რა გზავნილები ჩაიტანეს ასეთი მნიშვნელოვანი? ეფექტურად მუშაობს ახალი მთავრობა, ვერაფერს იტყვი, მოკლედ", - დაწერა ცოტნემ.

კრიტიკოსებს ინგა გრიგოლიამ კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა:

"ცოტა ხნის წინ ჩამოვედი პანკისიდან... ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩემი აზრით, იქ თავდაცვის მინისტრის ჩასვლა, იმ მდგომარეობის გამო, რაც იქ ხდება.... გადავხედე-გადმოვხედე ინფორმაციებს და მაინც მოუხერხებიათ ნეგატივის დანახვა (((((((( ვიდიტე ლი... რატომ ჩაფრინდნენ იქ თურმე ვერტმფრენებით (((((((((( ამ ქვეყანაში ყველაფერს კარგს მაინც გაუკუღმართებულად ხედავენ.... რომელი ამ მთავრობის მეხოტბე მე ვარ, მაგრამ ძალიან კარგი იყო პანკისში თინას ჩასვლა და აუცილებლად უნდა გაგველანძღა ხომ მაინც?????((((((((((( რაც ჩემი თვალით ვნახე, იმას ვწერ", - დაწერა ჟურნალისტმა.

იხილეთ ასევე: "პანკისიდან დავბრუნდით... ემოციები ჭარბობს..." - თინა ხიდაშელი ადგილობრივებთან შეხვედრის დეტალებზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს