სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანკისიდან დავბრუნდით... ემოციები ჭარბობს..." - თინა ხიდაშელი ადგილობრივებთან შეხვედრის დეტალებზე
"პანკისიდან დავბრუნდით... ემოციები ჭარბობს..." - თინა ხიდაშელი ადგილობრივებთან შეხვედრის დეტალებზე

დღეს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი პან­კის­ში ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რებს შეხ­ვდნენ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე შეხ­ვედ­რის დროს მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"პან­კი­სი­დან დავ­ბრუნ­დით.

ემო­ცი­ე­ბი ჭარ­ბობს. ბუ­ნე­ბის შექ­მნი­ლი სი­ლა­მა­ზე, კა­ცის შექ­მნი­ლი ადათ-წე­სე­ბი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტაქ­ტი და ზრდი­ლო­ბა, ახა­ლი მე­ჩე­თი, ძვე­ლი მე­ჩე­თი, ერთ ოთახ­ში მო­ფუს­ფუ­სე შავ-თავ­საფ­რი­ა­ნი და ჯინ­სებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გო­გო­ნე­ბი, ულა­მა­ზეს დიდი მწვა­ნე თვა­ლე­ბი­ა­ნი ბავ­შვე­ბი, ჩეჩ­ნუ­რი ცეკ­ვა და ვაჟა-ფშვე­ლა ... ბევ­რი შე­მიძ­ლია დავ­წე­რო კი­დევ, მაგ­რამ ვფიქ­რობ ემო­ცი­აც და მისი მი­ზე­ზიც გა­სა­გე­ბია.

ბევ­რნი ჩა­ვე­დით. გვინ­დო­და ყუ­რა­დღე­ბის, ზრუნ­ვის, დახ­მა­რე­ბის, ხე­ლის გა­წო­დე­ბის, მხარ­ში ამოდ­გო­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი დე­მონ­სტრი­რე­ბა. მარ­ტო ჩე­ვა­დით მი­ნის­ტრე­ბი, მო­ად­გი­ლე­ე­ბი, ჯარ­ში გა­ნათ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი - დაც­ვის, ჩვენს მიერ ჩაყ­ვა­ნი­ლი ტა­შისმკვრე­ლე­ბი­სა და ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­ხოტ­ბე­ე­ბის გა­რე­შე.

პრობ­ლე­მებ­ზე, ხე­ო­ბის სატ­კი­ვარ­ზე გვინ­დო­და სა­უ­ბა­რი, ღიად, და­უ­ფა­რა­ვად, ბა­რი­ე­რე­ბი­სა და შუ­ა­მავ­ლე­ბის გა­რე­შე.

იდეა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში პან­კი­სელ ახალ­გაზ­რდებ­თან შეხ­ვედ­რის დროს და­ი­ბა­და. თა­ვი­სი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე გვიყ­ვე­ბოდ­ნენ - თქვენ­თან ვი­ლა­პა­რა­კოთ თუ სურ­ვი­ლი არ­სე­ბობს ღია და გულ­წრფე­ლი სა­უბ­რის­თქო და ერთ კვი­რა­ში იდე­ას ხორ­ცი შე­ვას­ხით.

პან­კი­სე­ლებს შევ­პირ­დით, რომ 2-3 კვი­რა­ში დავ­ბრუნ­დე­ბით უკან, პა­სუ­ხე­ბით მათ მიერ დას­მულ კი­თხვებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე.

ერ­თად უნდა ვე­ძე­ბოთ გა­მო­სა­ვა­ლი და თუ მარ­თლა გვა­წუ­ხებს, მარ­თლა გვინ­და დახ­მა­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებთ.

ცო­ცხალ ადა­მი­ანს ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია და პირ­ველ რიგ­ში კი ის რომ ყუ­რა­დღე­ბა, დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი, შე­საძ­ლებ­ლის მაქ­სი­მუ­მის კე­თე­ბის დე­მონ­ტრი­რე­ბას ახ­დენ­დეს მუ­დამ.

მე მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა.

ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს", - წერს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

"პანკისიდან დავბრუნდით... ემოციები ჭარბობს..." - თინა ხიდაშელი ადგილობრივებთან შეხვედრის დეტალებზე

"პანკისიდან დავბრუნდით... ემოციები ჭარბობს..." - თინა ხიდაშელი ადგილობრივებთან შეხვედრის დეტალებზე

დღეს მთავრობის წევრები პანკისში ადგილობრივებსა და უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე შეხვედრის დროს მიღებული ემოციების შესახებ წერს:

"პანკისიდან დავბრუნდით.

ემოციები ჭარბობს. ბუნების შექმნილი სილამაზე, კაცის შექმნილი ადათ-წესები, წარმოუდგენელი ტაქტი და ზრდილობა, ახალი მეჩეთი, ძველი მეჩეთი, ერთ ოთახში მოფუსფუსე შავ-თავსაფრიანი და ჯინსებში გამოწყობილი გოგონები, ულამაზეს დიდი მწვანე თვალებიანი ბავშვები, ჩეჩნური ცეკვა და ვაჟა-ფშველა ... ბევრი შემიძლია დავწერო კიდევ, მაგრამ ვფიქრობ ემოციაც და მისი მიზეზიც გასაგებია.

ბევრნი ჩავედით. გვინდოდა ყურადღების, ზრუნვის, დახმარების, ხელის გაწოდების, მხარში ამოდგომის სრულფასოვანი დემონსტრირება. მარტო ჩევადით მინისტრები, მოადგილეები, ჯარში განათლებაზე პასუხისმგებელი სამხედრო მოსამსახურეები - დაცვის, ჩვენს მიერ ჩაყვანილი ტაშისმკვრელებისა და ადგილზე მობილიზებული მეხოტბეების გარეშე.

პრობლემებზე, ხეობის სატკივარზე გვინდოდა საუბარი, ღიად, დაუფარავად, ბარიერებისა და შუამავლების გარეშე.

იდეა რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის სამინისტროში პანკისელ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს დაიბადა. თავისი თანასოფლელების პრობლემებზე გვიყვებოდნენ - თქვენთან ვილაპარაკოთ თუ სურვილი არსებობს ღია და გულწრფელი საუბრისთქო და ერთ კვირაში იდეას ხორცი შევასხით.

პანკისელებს შევპირდით, რომ 2-3 კვირაში დავბრუნდებით უკან, პასუხებით მათ მიერ დასმულ კითხვებსა და პრობლემებზე.

ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი და თუ მართლა გვაწუხებს, მართლა გვინდა დახმარება აუცილებლად შევძლებთ.

ცოცხალ ადამიანს ყველაფერი შეუძლია და პირველ რიგში კი ის რომ ყურადღება, დახმარების სურვილი, შესაძლებლის მაქსიმუმის კეთების დემონტრირებას ახდენდეს მუდამ.

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა.

ვემსახურები საქართველოს", - წერს თავდაცვის მინისტრი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს