მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ალეკო ელისაშვილს მიმართავენ
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ალეკო ელისაშვილს მიმართავენ

პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბით პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ ალე­კო ელი­საშ­ვილს სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბი­სა და შემ­დგომ­ში მი­ღე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, თით­ქმის 3 წე­ლია, პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ტი­ურ­დე­ბა ჩვენ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დის­კუ­სია. ამ თე­მის გარ­შე­მო ეჭ­ვე­ბის და­თეს­ვა და მისი აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სებ­თან, რად­გან ამ­დე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის არ­სე­ბო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა მთლი­ა­ნად ასა­მა­რებ­და "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რის" არ­სე­ბო­ბის იმ ილუ­ზი­ას, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა სხვა­დას­ხვა მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ხნის მან­ძილ­ზე სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ო­და პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რად­გან ჩვე­ნი არა­ერ­თგზის მი­მარ­თვის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ მი­ვაღ­წი­ეთ ისეთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც შექ­მნი­და პი­რო­ბებს ჩვე­ნი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის. ამის ნაც­ვლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აირ­ჩია "ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან" კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის გზა, რა­მაც ის შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, რომ დამ­ნა­შა­ვე რე­ჟი­მის ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩვენს მი­მართ დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა და ტა­ლა­ხის სრო­ლის ახა­ლი კამ­პა­ნია გა­ი­შა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი­სა, ჩვენ დღე­საც ვით­ვლე­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბად. დამ­ნა­შა­ვე რე­ჟი­მი კი ყვე­ლა­ნა­ი­რად უწყობს ხელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნე­იტ­რა­ლუ­რი იმი­ჯის მქო­ნე პი­რე­ბის მხრი­დან ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვას. უა­პე­ლა­ცი­ოდ ის­მის ბრალ­დე­ბე­ბი, რომ ჩვენ­თვის პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი პი­რე­ბი თურ­მე ან­გა­რე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ, თო­რემ ჩვენს საქ­მე­ებ­ში არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი, ანუ ჩვენ ვი­ყი­დეთ ეს სტა­ტუ­სე­ბი. მათ შო­რის ბა­ტონ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა არა­ერ­თხელ გა­მოთ­ქვა ასე­თი ბრალ­დე­ბე­ბი, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­ზუს­ტა, რომ ჩვენს შო­რის არა ყვე­ლას, არა­მედ მხო­ლოდ ზო­გი­ერთს გუ­ლის­ხმობ­და", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15 იან­ვარს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თე­ბა სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ალე­კო ელი­საშ­ვილს სთხო­ვენ, აღ­ნიშ­ნულ მოს­მე­ნა­ზე მი­ვი­დეს.

"ალე­კო ელი­საშ­ვილს, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, ახ­ლად აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის ინი­ცი­ა­ტორს, ვთხოვთ მობ­რძან­დეს აღ­ნიშ­ნულ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე და ჩვენ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლოს მისი ბრალ­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნო­ბა, იქვე და­ა­სა­ხე­ლოს კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - ისიც, ვი­საც ასე­თი ან­გა­რე­ბა ამოძ­რა­ვებ­და და ისიც, ვინც თურ­მე "შე­ი­ძი­ნა" ეს სტა­ტუ­სი. რაც მთა­ვა­რია, და­ა­სა­ხე­ლოს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი და არა ჭო­რე­ბი, ეჭ­ვე­ბი და ვა­რა­უ­დე­ბი, რათა არ შე­უ­რა­ცხყოს წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. მით უმე­ტეს, რომ მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, იგი არ ენ­დო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას და სურს პარ­ლა­მენ­ტის მიერ ამ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელ აწე­რენ ლე­ვან ჩა­ჩუა, თორ­ნი­კე მო­ლაშ­ვი­ლი, ზაალ ჟვა­ნია, რა­მა­ზი ღვა­ლა­ძე, ზაზა გვიმ­რა­ძე, რატი მა­ი­სუ­რა­ძე, ჯე­მალ გუნ­დიშ­ვი­ლი, ოლეგ კე­შე­ლა­ვა, შოთა ია­მა­ნი­ძე, ნანა თხე­ლი­ძე და სხვე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ალეკო ელისაშვილს მიმართავენ

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ალეკო ელისაშვილს მიმართავენ

პარლამენტის დადგენილებით პოლიტპატიმრებად ცნობილი პირები თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობას სთავაზობენ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ავრცელებენ.

"საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და შემდგომში მიღებული ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლების შემდეგ, თითქმის 3 წელია, პერიოდულად აქტიურდება ჩვენთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მონიჭების თემასთან დაკავშირებული დისკუსია. ამ თემის გარშემო ეჭვების დათესვა და მისი აქტუალიზაცია დაკავშირებული იყო "ნაციონალური მოძრაობის" სასიცოცხლო ინტერესებთან, რადგან ამდენი პოლიტიკური პატიმრის არსებობის დადასტურება მთლიანად ასამარებდა "დემოკრატიის შუქურის" არსებობის იმ ილუზიას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა სხვადასხვა მაქინაციებით მოიპოვა მსოფლიო საზოგადოების გარკვეულ წრეებში. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ ხნის მანძილზე სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, რადგან ჩვენი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც შექმნიდა პირობებს ჩვენი სრული რეაბილიტაციისთვის. ამის ნაცვლად ხელისუფლებამ აირჩია "ნაცმოძრაობასთან" კოჰაბიტაციის გზა, რამაც ის შედეგი მოიტანა, რომ დამნაშავე რეჟიმის ინიციატივით ჩვენს მიმართ დისკრედიტაციისა და ტალახის სროლის ახალი კამპანია გაიშალა. აღნიშნულის გამო, მიუხედავად პოლიტპატიმრის სტატუსისა, ჩვენ დღესაც ვითვლებით მსჯავრდებულებად. დამნაშავე რეჟიმი კი ყველანაირად უწყობს ხელს საზოგადოებაში ნეიტრალური იმიჯის მქონე პირების მხრიდან ჩვენს საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვას. უაპელაციოდ ისმის ბრალდებები, რომ ჩვენთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მომნიჭებელი პირები თურმე ანგარებით მოქმედებდნენ, თორემ ჩვენს საქმეებში არ იყო პოლიტიკური მოტივები, ანუ ჩვენ ვიყიდეთ ეს სტატუსები. მათ შორის ბატონმა ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ გამოთქვა ასეთი ბრალდებები, თუმცა, მოგვიანებით დააზუსტა, რომ ჩვენს შორის არა ყველას, არამედ მხოლოდ ზოგიერთს გულისხმობდა", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორების ინფორმაციით, 15 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაიმართება საკომიტეტო მოსმენა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და ალეკო ელისაშვილს სთხოვენ, აღნიშნულ მოსმენაზე მივიდეს.

"ალეკო ელისაშვილს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებთან ერთად, ახლად აგორებული კამპანიის ინიციატორს, ვთხოვთ მობრძანდეს აღნიშნულ საკომიტეტო მოსმენაზე და ჩვენთან ერთად განიხილოს მისი ბრალდებების საფუძვლიანობა, იქვე დაასახელოს კონკრეტული ბრალდებულები - ისიც, ვისაც ასეთი ანგარება ამოძრავებდა და ისიც, ვინც თურმე "შეიძინა" ეს სტატუსი. რაც მთავარია, დაასახელოს კონკრეტული ფაქტები და არა ჭორები, ეჭვები და ვარაუდები, რათა არ შეურაცხყოს წესიერი ადამიანები. მით უმეტეს, რომ მისივე განცხადებით, იგი არ ენდობა პროკურატურას და სურს პარლამენტის მიერ ამ საკითხის შესწავლა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელ აწერენ ლევან ჩაჩუა, თორნიკე მოლაშვილი, ზაალ ჟვანია, რამაზი ღვალაძე, ზაზა გვიმრაძე, რატი მაისურაძე, ჯემალ გუნდიშვილი, ოლეგ კეშელავა, შოთა იამანიძე, ნანა თხელიძე და სხვები.

პოლიციამ ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა - მას ერთი აბი "სუბოქსინი" აღმოუჩინეს

პოლიციამ 14  წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედებების ბრალდებით 30 წლის ბიჭი დააკავა

დაკავებულები არიან სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც ყალბი აქტივის ხარჯზე ნავთობპროდუქტები განაბაჟეს