საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანის I მკ/რ-ში სტადიონის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება - მერის კომენტარი
გლდანის I მკ/რ-ში სტადიონის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება - მერის კომენტარი

თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­თან ერ­თად, გლ­და­ნის I მიკ­რო­რა­ი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო-სპორ­ტუ­ლი სივ­რცის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდა. რო­გორც AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, გლ­და­ნის I მ/რ-ში, N13 და N14 კორ­პუ­სე­ბის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე, სა­დაც ამ დრო­ის­თვის სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კერ­ძო მე­სა­კუთ­რემ თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურს მი­მარ­თა, რაც ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­აპ­რო­ტეს­ტა. და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ზო­ნა­ლუ­რი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და სა­რეკ­რე­ა­ციო-სპორ­ტუ­ლი სივ­რცის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კერ­ძო მე­სა­კუთ­რის მო­თხოვ­ნა­ზე - მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უარ­ყო­ფი­თი რე­კო­მე­და­ცია გა­ი­ცა.

"დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ გა­ნი­ხი­ლა სა­კი­თხი საბ­ჭო­ზე და კო­მი­სი­ის ყვე­ლა წევ­რმა უარ­ყო­ფი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. შე­სა­ბა­მი­სად, აქ არ აშენ­დე­ბა კორ­პუ­სი, არ გა­იზ­რდე­ბა ქა­ლაქთმშე­ნებ­ლო­ბი­თი პა­რა­მეტ­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ინ­ვეს­ტო­რი არ და­ზა­რალ­დეს, მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვგეგ­მავთ, ვიმ­სჯე­ლებთ ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე. ეს გახ­ლავთ ტე­რი­ტო­რია, სა­დაც და­უშ­ვე­ბე­ლია მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა, გარ­და ამი­სა, მიმ­დე­ბა­რედ არ­სად არის სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი. სწო­რედ, ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღო საბ­ჭომ უარ­ყო­ფი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და აქ არ­სე­ბუ­ლი სტა­დი­ო­ნი არ და­ინ­გრე­ვა", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლ­და­ნის I მ/რ-ში, N13 და N14 კორ­პუ­სე­ბის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად ქა­ლაქთმშე­ნებ­ლო­ბი­თი პა­რა­მეტ­რის მო­მა­ტე­ბა­ზე, კერ­ძოდ, მი­წის ნაკ­ვე­თის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­სა­კუთ­რე პა­ა­ტა ნუ­ცუ­ბი­ძემ თბი­ლი­სის მე­რი­ას 2015 წლის 21 დე­კემ­ბერს მი­მარ­თა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ზო­ნა­ლურ­მა საბ­ჭომ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა. საბ­ჭოს წევრთა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­უშ­ვე­ბე­ლია სტა­დი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ის სამ­შე­ნებ­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბა და სა­სურ­ვე­ლია გა­მო­ი­ძებ­ნოს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა ტე­რი­ტო­რი­ას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის სტა­ტუ­სი შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს.

ამას­თან, ზო­ნა­ლუ­რი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, წარ­მო­ად­გენს მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბით გა­რე­მო­ცულ, კე­თილ­მო­წყო­ბილ, მოქ­მედ სტა­დი­ონს, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ერ­თა­დერთ სა­რეკ­რე­ა­ციო-სპორ­ტულ სივ­რცეს, რო­მე­ლიც ქმნის მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ზო­ნის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და მისი დე­მონ­ტა­ჟი და­უშ­ვე­ბე­ლია. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რას გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ბე­სიკ ქარ­ცი­ვა­ძე, თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ირაკ­ლი გვი­ლა­ვა, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ო­ნი, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტე­ბი და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გლდანის I მკ/რ-ში სტადიონის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება - მერის კომენტარი

გლდანის I მკ/რ-ში სტადიონის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება - მერის კომენტარი

თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, გლდანის I მიკრორაიონში არსებული სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, გლდანის I მ/რ-ში, N13 და N14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც ამ დროისთვის სპორტული მოედანი ფუნქციონირებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით კერძო მესაკუთრემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით და სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრის მოთხოვნაზე - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, უარყოფითი რეკომედაცია გაიცა.

"დედაქალაქის მერიამ განიხილა საკითხი საბჭოზე და კომისიის ყველა წევრმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, აქ არ აშენდება კორპუსი, არ გაიზრდება ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები. რაც შეეხება იმას, რომ ინვესტორი არ დაზარალდეს, მასთან მოლაპარაკებებს ვგეგმავთ, ვიმსჯელებთ ადგილმონაცვლეობის თაობაზე. ეს გახლავთ ტერიტორია, სადაც დაუშვებელია მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, გარდა ამისა, მიმდებარედ არსად არის სათამაშო მოედანი. სწორედ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო საბჭომ უარყოფითი გადაწყვეტილება და აქ არსებული სტადიონი არ დაინგრევა", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გლდანის I მ/რ-ში, N13 და N14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ქალაქთმშენებლობითი პარამეტრის მომატებაზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით მესაკუთრე პაატა ნუცუბიძემ თბილისის მერიას 2015 წლის 21 დეკემბერს მიმართა, რასთან დაკავშირებითაც, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზონალურმა საბჭომ უარყოფითი პასუხი გასცა. საბჭოს წევრთა რეკომენდაციების საფუძველზე, დაუშვებელია სტადიონის ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება და სასურველია გამოიძებნოს სამართლებრივი საშუალება, რათა ტერიტორიას საზოგადოებრივ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუნარჩუნდეს.

ამასთან, ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებით გარემოცულ, კეთილმოწყობილ, მოქმედ სტადიონს, ტერიტორიაზე არსებულ ერთადერთ სარეკრეაციო-სპორტულ სივრცეს, რომელიც ქმნის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და მისი დემონტაჟი დაუშვებელია. მოსახლეობასთან შეხვედრას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი, საკრებულოს დეპუტატები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია