სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ფარულავა თავისი გადაცემისთვის "უცენზურო" თანაწამყვან მამაკაცს ეძებს
ია ფარულავა თავისი გადაცემისთვის "უცენზურო" თანაწამყვან მამაკაცს ეძებს

ია ფა­რუ­ლა­ვა შე­საძ­ლოა, სულ მალე ეკ­რანს ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში და­უბ­რუნ­დეს. ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. გა­და­ცე­მის პრო­ექ­ტი ქარ­თველ მსა­ხი­ობს უკვე შექ­მნი­ლი აქვს, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­საც აწარ­მო­ებს სხვა­დას­ხვა არხთან, მაგ­რამ რო­მე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში გავა მისი გა­და­ცე­მა, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. პრო­ექ­ტის დე­ტა­ლებ­ზე მსა­ხი­ო­ბი "ამ­ბე­ბი.გე"-ს ესა­უბ­რა.

- მე მაქვს და­წე­რი­ლი საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლის გა­ქაჩ­ვა ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს გა­უ­ჭირ­დე­ბათ, რად­გან რთუ­ლი პრო­ექ­ტია. უკვე მქონ­და რამ­დე­ნი­მე არხთან მო­ლა­პა­რა­კე­ბა, მო­ე­წო­ნათ პრო­ექ­ტი, მაგ­რამ ისე­თი ფორ­მა­ტი, რო­გო­რიც მინ­და გა­კეთ­დეს, მი­თხრეს, ჯო­ბია თა­ვი­დან ცოტა მსუ­ბუ­ქი ვა­რი­ან­ტით და­ვი­წყო­თო.

- რო­გო­რი ფორ­მა­ტის იქ­ნე­ბა თქვე­ნი გა­და­ცე­მა?

- მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე, სა­ე­თე­რო­ში, სტუ­დი­ა­ში, დე­რე­ფან­ში. გვჭირ­დე­ბა გა­მოც­დი­ლი რე­ჟი­სო­რი, პრობ­ლე­მაა ჩემ­ნა­ი­რი ტი­პის, მა­მა­კა­ცი თა­ნა­წამ­ყვა­ნის პოვ­ნა. გვჭირ­დე­ბა კარ­გი ხმის რე­ჟი­სო­რი, რო­მე­ლიც ზუს­ტად ისე გა­ა­ფორ­მებს ჩვენს ნათ­ქვამს, რო­გორც ზუს­ტად იგ­რძნობს ყვე­ლა­ფერს. ბევ­რი კა­მე­რა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, იქ­ნე­ბა პირ­და­პი­რი ეთე­რი, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა. ამი­ტომ ურ­ჩევ­ნი­ათ ცოტა "ლა­ი­თი" ვა­რი­ან­ტი და­ვი­წყოთ.

- რა იგუ­ლის­ხმეთ თქვენს პოს­ტში, როცა თქვით, რომ გა­და­ცე­მა ცოტა უცენ­ზუ­რო იქ­ნე­ბა?

- უცენ­ზუ­რო თა­ნა­წამ­ყვა­ნი უნდა მყავ­დეს ეთერ­ში, რო­მე­ლიც კო­მენ­ტა­რებს გა­ა­კე­თებს. ამა­ზე ხან გაგ­ვე­ცი­ნე­ბა, ხან - არა. ცხოვ­რე­ბა­ში რო­გორც ვლა­პა­რა­კობთ, ისე ვი­სა­უბ­რებთ ეთერ­შიც.

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვე­ნი გა­და­ცე­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გავა...

- არ და­ვა­კონ­კრე­ტებ. ერ­თმა არ­ხმა მი­თხრა, რომ ასე­თი ფორ­მა­ტი მას არ აწყობს, მე­ო­რემ თქვა, რომ ამის რე­სურ­სი არ აქვს. მე­სა­მემ რა თქვა, ამას შე­გა­ტყო­ბი­ნებთ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ია ფარულავა თავისი გადაცემისთვის "უცენზურო" თანაწამყვან მამაკაცს ეძებს

ია ფარულავა თავისი გადაცემისთვის "უცენზურო" თანაწამყვან მამაკაცს ეძებს

ია ფარულავა შესაძლოა, სულ მალე ეკრანს ტელეწამყვანის ამპლუაში დაუბრუნდეს. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით შეატყობინა საზოგადოებას. გადაცემის პროექტი ქართველ მსახიობს უკვე შექმნილი აქვს, მოლაპარაკებასაც აწარმოებს სხვადასხვა არხთან, მაგრამ რომელი ტელევიზიის ეთერში გავა მისი გადაცემა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. პროექტის დეტალებზე მსახიობი "ამბები.გე"-ს ესაუბრა.

- მე მაქვს დაწერილი საკმაოდ რთული პროექტი, რომლის გაქაჩვა ქართულ ტელევიზიებს გაუჭირდებათ, რადგან რთული პროექტია. უკვე მქონდა რამდენიმე არხთან მოლაპარაკება, მოეწონათ პროექტი, მაგრამ ისეთი ფორმატი, როგორიც მინდა გაკეთდეს, მითხრეს, ჯობია თავიდან ცოტა მსუბუქი ვარიანტით დავიწყოთო.

- როგორი ფორმატის იქნება თქვენი გადაცემა?

- მოქმედება ხდება რამდენიმე ადგილზე, საეთეროში, სტუდიაში, დერეფანში. გვჭირდება გამოცდილი რეჟისორი, პრობლემაა ჩემნაირი ტიპის, მამაკაცი თანაწამყვანის პოვნა. გვჭირდება კარგი ხმის რეჟისორი, რომელიც ზუსტად ისე გააფორმებს ჩვენს ნათქვამს, როგორც ზუსტად იგრძნობს ყველაფერს. ბევრი კამერა იქნება საჭირო, იქნება პირდაპირი ეთერი, სატელეფონო ზარები, ასეთი მასშტაბური პროექტი ჯერ არ გაკეთებულა. ამიტომ ურჩევნიათ ცოტა "ლაითი" ვარიანტი დავიწყოთ.

- რა იგულისხმეთ თქვენს პოსტში, როცა თქვით, რომ გადაცემა ცოტა უცენზურო იქნება?

- უცენზურო თანაწამყვანი უნდა მყავდეს ეთერში, რომელიც კომენტარებს გააკეთებს. ამაზე ხან გაგვეცინება, ხან - არა. ცხოვრებაში როგორც ვლაპარაკობთ, ისე ვისაუბრებთ ეთერშიც.

- ამბობენ, რომ თქვენი გადაცემა "რუსთავი 2"-ის ეთერში გავა...

- არ დავაკონკრეტებ. ერთმა არხმა მითხრა, რომ ასეთი ფორმატი მას არ აწყობს, მეორემ თქვა, რომ ამის რესურსი არ აქვს. მესამემ რა თქვა, ამას შეგატყობინებთ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება