პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქმა მთხოვა: შენს დას გადაეცი, არანაირი ქონება არ მაქვს, რაც არის საპატრიარქოში, ქართველი ხალხისაა" - ირაკლი კაკაბაძე
"პატრიარქმა მთხოვა: შენს დას გადაეცი, არანაირი ქონება არ მაქვს, რაც არის საპატრიარქოში, ქართველი ხალხისაა" - ირაკლი კაკაბაძე

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც პატ­რი­არ­ქთან 8 იან­ვარს შეხ­ვედ­რის ამ­ბავს აღ­წერს. "დღეს სა­ო­ცა­რი შეხ­ვედ­რა მქონ­და პატ­რი­არ­ქთან. რამ­დე­ნი­მე წუთი ვი­სა­უბ­რეთ ამ­ქვეყ­ნი­ურ და იმ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე. ის, რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­ოც­რად მშვი­დი იყო. რო­გორც ყო­ველ­თვის მო­ი­კი­თხა თბი­ლად მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი. და მთხო­ვა: შენს დას გა­და­ე­ცი, მე არა­ნა­ი­რი ქო­ნე­ბა არ მაქვს - მე არც შვი­ლი მყავს რომ ქო­ნე­ბა და­ვუ­ტო­ვო - ჩემი შვი­ლე­ბი თქვენ ხართ და ყვე­ლა­ფე­რი რაც აქ არის, სა­პატ­რი­არ­ქო­ში ისევ და ისევ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­საა. სა­ერ­თოდ, ქო­ნე­ბის ქო­ნე­ბა არც ისე კარ­გი საქ­მეა. სჯო­ბია ის ადა­მი­ან­მა გას­ცეს, რო­გორც ამას მა­ცხო­ვა­რი ამ­ბობს".

სიბ­რძნეა ეს. დიახ, ქო­ნე­ბა ადა­მი­ანს ამ­ძი­მებს. ქო­ნე­ბა ადა­მი­ანს აუ­ბე­დუ­რებს. ადა­მი­ანს მხო­ლოდ მი­ნი­მუ­მი სჭირ­დე­ბა. მას სი­ხარ­ბე აბრმა­ვებს და აგი­ჟებს. ზუს­ტად ასე ფიქ­რობ­და დე­და­ჩე­მიც - ნა­თია ამი­რე­ჯი­ბიც. სწო­რედ ამი­ტომ იყო, რომ სი­ტყვა "ბურ­ჟუა" მის­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ტერ­მი­ნი იყო. "რა­სა­ცა გას­ცემ შე­ნია, რაც არა და­კარ­გუ­ლია". დიახ, ადა­მი­ა­ნის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიმ­დიდ­რე სწო­რედ იმა­შია თუ რამ­დე­ნად ბევ­რის გა­ცე­მა შე­უძ­ლია მას. გა­ცე­მაა სიმ­დიდ­რე და არა მოხ­ვე­ჭა.

...1992 წლის შემ­დეგ სწო­რე­დაც რომ ფსევ­დო კულ­ტუ­რა დამ­კვიდ­რდა სა­ქარ­თვე­ლო­ში - ნე­ო­ლი­ბე­რა­ლუ­რი ეგო­ცენ­ტრიზ­მი - და ეს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­შია. მთე­ლი მსოფ­ლიო მძი­მე სუ­ლი­ერ კრი­ზისს გა­ნიც­დის. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­ტე­რი­ა­ლის­ტუ­რი და­სავ­ლე­თი, სა­დაც ფუ­ლის-დაუ ჯონ­სის-ფი­ლის­ტე­რიზ­მის ფსევ­დო იდე­ა­ლი ბა­ტო­ნობს. რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი უდი­დე­სი ფი­ლო­სო­ფო­სი ამ­ბობს, დღე­ვან­დელ და­სავ­ლეთ­ში "დე­მოკ­რა­ტი­ის პორ­ნოგ­რა­ფი­აა", სა­დაც ფუ­ლის კულ­ტი ჭამს ყვე­ლა იდე­ალს. თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღარ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი. ის და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლია კრე­დიტ-კარ­ტებს და კრე­დიტ-კომ­პა­ნი­ებს. ადა­მი­ანს მარ­ტო ერთი არ­ჩე­ვა­ნი ეძ­ლე­ვა - რომ იყოს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მომ­ხმა­რე­ბე­ლი. მომ­ხმა­რებ­ლო­ბას ამა­ზო­ნის ჯუნ­გლებ­ში­აც ძა­ლით ტე­ნი­ან.

დიახ, ადა­მი­ა­ნი არ უნდა იყოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი. მან არ უნდა თქვას სხვა ადა­მი­ან­ზე: მე ის მო­ვიხ­მა­რე ან ვიხ­მა­რე. ადა­მი­ა­ნი მოყ­ვა­რუ­ლი უნდა იყოს. სხვა ადა­მი­ა­ნის მოყ­ვა­რუ­ლი. რო­გორც ემა­ნუ­ელ ლე­ვი­ნა­სი იტყო­და, ასე­ვე მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის დიდი მო­აზ­როვ­ნე - ადა­მი­ა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბაა რომ ის იყოს არა-ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი - მას ფე­ხებ­ზე არ უნდა ეკი­დოს "სხვა". მა­შინ არის ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი.

...ვინ ვარ მე რომ ვფლობ­დე კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ბო­რო­ტე­ბაა მსოფ­ლი­ო­ში. ათა­სო­ბით ადა­მი­ანს სახლ-კა­რის გა­რე­შე ტო­ვებს ეს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის მფლო­ბელ ბან­დიტ­თა სის­ტე­მა. ნამ­დვი­ლი ქურ­დე­ბი კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­ე­ბი არი­ან. დიახ, პრუ­დო­ნი მარ­თა­ლი იყო - კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა ქურ­დო­ბაა.

...მე არ მინ­და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა. ისე­ვე რო­გორც პატ­რი­არ­ქს არ უნდა კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა. უარი ვთქვი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ზე - და მი­ვი­ღე სა­ერ­თო სა­კუთ­რე­ბა. არა ბოლ­შე­ვი­კუ­რი სა­კუთ­რე­ბა - არა­მედ სა­ერ­თო სა­კუთ­რე­ბა.

ადა­მი­ა­ნი არ არის ბო­რო­ტი არ­სე­ბა. ასე ფიქ­რობ­და დე­და­ჩე­მი. ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა რომ არა მა­ტე­რი­ის­თვის, არა­მედ იდე­ის­თვის იცხოვ­როს და მოკ­ვდეს. ასეც ფიქ­რობ­და დე­და­ჩე­მი. უი­დეო და მა­ტე­რი­ა­ლის­ტი ადა­მი­ა­ნი ისე­თი­ვე მარ­ტო­ო­ბა­ში კვდე­ბა ვარ­დით ხელ­ში, რო­გორც ორ­სონ უელ­სის "მო­ქა­ლა­ქე კე­ი­ნი" - ასეც ფიქ­რობ­და დე­და­ჩე­მი. ეს მის წიგ­ნებ­შიც წე­რია. და ბევ­რი სხვა რა­მეც.

პატ­რი­არ­ქმა დღეს სიბ­რძნე მი­თხრა. მას არ აქვს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა - მას არ აქვს ქო­ნე­ბა - და ის ბედ­ნი­ე­რია თა­ვი­სი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლით. მა­შა­სა­და­მე, მეც არ უნდა მქონ­დეს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა. სი­ხარ­ბე ან­გრევს ადა­მი­ანს. სიყ­ვა­რუ­ლი აშე­ნებს მას", - ას­რუ­ლებს ვრცელ პოსტს კა­კა­ბა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პატრიარქმა მთხოვა: შენს დას გადაეცი, არანაირი ქონება არ მაქვს, რაც არის საპატრიარქოში, ქართველი ხალხისაა" - ირაკლი კაკაბაძე

"პატრიარქმა მთხოვა: შენს დას გადაეცი, არანაირი ქონება არ მაქვს, რაც არის საპატრიარქოში, ქართველი ხალხისაა" - ირაკლი კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც პატრიარქთან 8 იანვარს შეხვედრის ამბავს აღწერს. "დღეს საოცარი შეხვედრა მქონდა პატრიარქთან. რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ის, როგორც ყოველთვის, საოცრად მშვიდი იყო. როგორც ყოველთვის მოიკითხა თბილად მთელი ჩემი ოჯახი. და მთხოვა: შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს - მე არც შვილი მყავს რომ ქონება დავუტოვო - ჩემი შვილები თქვენ ხართ და ყველაფერი რაც აქ არის, საპატრიარქოში ისევ და ისევ ქართველი ხალხისაა. საერთოდ, ქონების ქონება არც ისე კარგი საქმეა. სჯობია ის ადამიანმა გასცეს, როგორც ამას მაცხოვარი ამბობს".

სიბრძნეა ეს. დიახ, ქონება ადამიანს ამძიმებს. ქონება ადამიანს აუბედურებს. ადამიანს მხოლოდ მინიმუმი სჭირდება. მას სიხარბე აბრმავებს და აგიჟებს. ზუსტად ასე ფიქრობდა დედაჩემიც - ნათია ამირეჯიბიც. სწორედ ამიტომ იყო, რომ სიტყვა "ბურჟუა" მისთვის დამამცირებელი ტერმინი იყო. "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია". დიახ, ადამიანის და საზოგადოების სიმდიდრე სწორედ იმაშია თუ რამდენად ბევრის გაცემა შეუძლია მას. გაცემაა სიმდიდრე და არა მოხვეჭა.

...1992 წლის შემდეგ სწორედაც რომ ფსევდო კულტურა დამკვიდრდა საქართველოში - ნეოლიბერალური ეგოცენტრიზმი - და ეს არა მარტო საქართველოშია. მთელი მსოფლიო მძიმე სულიერ კრიზისს განიცდის. განსაკუთრებით კი მატერიალისტური დასავლეთი, სადაც ფულის-დაუ ჯონსის-ფილისტერიზმის ფსევდო იდეალი ბატონობს. როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ამბობს, დღევანდელ დასავლეთში "დემოკრატიის პორნოგრაფიაა", სადაც ფულის კულტი ჭამს ყველა იდეალს. თავისუფლება აღარ არის თავისუფალი. ის დამორჩილებულია კრედიტ-კარტებს და კრედიტ-კომპანიებს. ადამიანს მარტო ერთი არჩევანი ეძლევა - რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი. მომხმარებლობას ამაზონის ჯუნგლებშიაც ძალით ტენიან.

დიახ, ადამიანი არ უნდა იყოს მომხმარებელი. მან არ უნდა თქვას სხვა ადამიანზე: მე ის მოვიხმარე ან ვიხმარე. ადამიანი მოყვარული უნდა იყოს. სხვა ადამიანის მოყვარული. როგორც ემანუელ ლევინასი იტყოდა, ასევე მეოცე საუკუნის დიდი მოაზროვნე - ადამიანის მოვალეობაა რომ ის იყოს არა-ინდიფერენტული - მას ფეხებზე არ უნდა ეკიდოს "სხვა". მაშინ არის ადამიანი ადამიანი.

...ვინ ვარ მე რომ ვფლობდე კერძო საკუთრებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა მსოფლიოში. ათასობით ადამიანს სახლ-კარის გარეშე ტოვებს ეს კერძო საკუთრების მფლობელ ბანდიტთა სისტემა. ნამდვილი ქურდები კერძო მესაკუთრეები არიან. დიახ, პრუდონი მართალი იყო - კერძო საკუთრება ქურდობაა.

...მე არ მინდა კერძო საკუთრება. ისევე როგორც პატრიარქს არ უნდა კერძო საკუთრება. უარი ვთქვი კერძო საკუთრებაზე - და მივიღე საერთო საკუთრება. არა ბოლშევიკური საკუთრება - არამედ საერთო საკუთრება.

ადამიანი არ არის ბოროტი არსება. ასე ფიქრობდა დედაჩემი. ადამიანის დანიშნულებაა რომ არა მატერიისთვის, არამედ იდეისთვის იცხოვროს და მოკვდეს. ასეც ფიქრობდა დედაჩემი. უიდეო და მატერიალისტი ადამიანი ისეთივე მარტოობაში კვდება ვარდით ხელში, როგორც ორსონ უელსის "მოქალაქე კეინი" - ასეც ფიქრობდა დედაჩემი. ეს მის წიგნებშიც წერია. და ბევრი სხვა რამეც.

პატრიარქმა დღეს სიბრძნე მითხრა. მას არ აქვს კერძო საკუთრება - მას არ აქვს ქონება - და ის ბედნიერია თავისი ხალხის სიყვარულით. მაშასადამე, მეც არ უნდა მქონდეს კერძო საკუთრება. სიხარბე ანგრევს ადამიანს. სიყვარული აშენებს მას", - ასრულებს ვრცელ პოსტს კაკაბაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს