Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 მილიონად შეფასებული ტილოს ქართული ისტორია - რას ყვება ქალი, რომლის მტკიცებით ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის საკუთრებაა
14 მილიონად შეფასებული ტილოს ქართული ისტორია - რას ყვება ქალი, რომლის მტკიცებით ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის საკუთრებაა

აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხი მზად არის ვან დე­ი­კის ნა­ხა­ტის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ტილო ჰო­ლან­დი­ას გა­დას­ცეს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეკა აბა­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ თურ­ქეთ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვან დე­ი­კის ნა­ხა­ტი მისი ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლე­ბა იყო.

აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, ნა­ხატს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ნამ­დვი­ლად აქვს კავ­ში­რი და ის, რომ ის აბა­ში­ძე­ე­ბის სახ­ლში ეკი­და, ოჯა­ხის ყვე­ლა ახ­ლო­ბელ­მა იცის.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ხა­ტის წარ­მო­მავ­ლო­ბას, რო­გორც აბა­ში­ძე გან­მარ­ტავს, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ მის­მა ძმამ, გი­ორ­გი აბა­ში­ძემ ნა­ხა­ტი სახ­ლში მი­ი­ტა­ნა და თქვა, რომ ვა­კე­ში, სა­კო­მი­სი­ო­ში 5 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ნა­ხა­ტის ყიდ­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ჩემი ძმა და­ა­კა­ვეს, საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გვე­სა­ჭი­რო­ე­ბო­და და გა­დავ­წყვი­ტეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ხა­ტი გაგ­ვე­ყი­და. იგი შეგ­ვი­ფა­სეს 80 000-დან 100 000 დო­ლა­რამ­დე. ნა­ხა­ტის სა­ნა­ხა­ვად მო­დი­ო­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩარ­თუ­ლია ნა­მუ­შევ­რე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა­ში და ისი­ნი გვთა­ვა­ზობ­დნენ კა­პი­კებს, თუმ­ცა ბოლო მო­მენ­ტამ­დე არ გავ­ყი­დეთ. შემ­დეგ კი მო­ვიდ­ნენ მალ­ხაზ მა­ხა­რა­ძე და ზა­ჰირ გუ­სე­ი­ნო­ვი, რომ­ლებ­მაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს 37 000 დო­ლა­რი. გა­ვა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და მათ დაგ­ვი­ტო­ვეს 7 000 დო­ლა­რი. და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა რამ­დე­ნი­მე დღე­ში უნდა მო­ე­ტა­ნათ, თუმ­ცა მას შემ­დეგ არ გა­მო­ჩე­ნი­ლან. რო­დე­საც ჩემი ძმა გა­თა­ვი­სუფ­ლდა, დე­და­ჩემ­მა გა­და­წყვი­ტა სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­თო­დე­ბით და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა და სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნეთ, დავა მო­ვი­გეთ და ზა­ჰირ გუ­სე­ი­ნოვს, რო­მე­ლიც მარ­ნე­ულ­ში ცხოვ­რობს, და­ე­კის­რა 30 000 დო­ლა­რის გა­დახ­და, თუმ­ცა მის სა­ხელ­ზე არა­ფე­რი ქო­ნე­ბა არ იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, თან­ხა არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ", - გა­ნა­ცხა­და ეკა აბა­ში­ძემ.

მისი თქმით, ის, რომ გი­ორ­გი აბა­ში­ძის მიერ ნა­ყი­დი ტილო ვან დე­იკს ეკუთ­ვნო­და, ოჯა­ხის­თვის უც­ნო­ბი იყო.

"დე­და­ჩე­მი არ­კვევ­და ტი­ლოს ავ­ტორს, თუმ­ცა ვერ გა­არ­კვია. შემ­დეგ ნა­თე­სავ­თან დავ­რე­კეთ ჰო­ლან­დი­ა­ში, რო­მე­ლიც ამას ცდი­ლობ­და", - გა­ნა­ცხა­და ეკა აბა­ში­ძემ. ამას­თან, მან წარ­მო­ად­გი­ნა დო­კუ­მენ­ტე­ბი, მათ შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და მინ­დო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ხა­ტის გა­ყიდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა. ეკა აბა­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­ხა­ტის ამოც­ნო­ბა მის­თვის მარ­ტი­ვია, რად­გან იცის ინი­ცი­ა­ლი, რო­მე­ლიც ნა­მუ­შე­ვარს თან ერ­თვო­და. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ლით ის აცხა­დებს, რომ ნა­ხა­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მისი თქმით, პი­რე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც მის­გან ნა­ხა­ტი წა­ი­ღეს, ცნო­ბი­ლი იყო, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი თურ­ქეთ­ში უნდა გა­და­ე­ტა­ნათ.

"მალ­ხაზ მა­ხა­რა­ძემ მო­იყ­ვა­ნა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც გაგ­ვაც­ნო კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად. იგი სა­უბ­რობ­და, თით­ქოს ნე­ბარ­თვას იღებ­და ნა­ხა­ტის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ტა­ნა­ზე. თუმ­ცა, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, იყ­ვნენ თუ არა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან", - გა­ნა­ცხა­და ეკა აბა­ში­ძემ და გან­მარ­ტა, რომ მალ­ხაზ მა­ხა­რა­ძე და ზა­ჰირ გუ­სე­ი­ნო­ვი მის­თვის უც­ნო­ბია, იყ­ვნენ შუ­ა­მავ­ლე­ბი, თუ უბ­რა­ლოდ გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

14 მილიონად შეფასებული ტილოს ქართული ისტორია - რას ყვება ქალი, რომლის მტკიცებით ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის საკუთრებაა

14 მილიონად შეფასებული ტილოს ქართული ისტორია - რას ყვება ქალი, რომლის მტკიცებით ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის საკუთრებაა

აბაშიძეების ოჯახი მზად არის ვან დეიკის ნახატის დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს სახელით ტილო ჰოლანდიას გადასცეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკა აბაშიძემ განუცხადა, რომელიც აცხადებს, რომ თურქეთში აღმოჩენილი ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის კუთვნილება იყო.

აბაშიძის განცხადებით, ნახატს საქართველოსთან ნამდვილად აქვს კავშირი და ის, რომ ის აბაშიძეების სახლში ეკიდა, ოჯახის ყველა ახლობელმა იცის.

რაც შეეხება ნახატის წარმომავლობას, როგორც აბაშიძე განმარტავს, დაახლოებით 15 წლის წინ მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ ნახატი სახლში მიიტანა და თქვა, რომ ვაკეში, საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა.

იხილეთ ვიდეო

"ნახატის ყიდვიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა დააკავეს, საპროცესო გარიგებისთვის გარკვეული თანხა გვესაჭიროებოდა და გადავწყვიტეთ აღნიშნული ნახატი გაგვეყიდა. იგი შეგვიფასეს 80 000-დან 100 000 დოლარამდე. ნახატის სანახავად მოდიოდა უამრავი ადამიანი, ვინც ჩართულია ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში და ისინი გვთავაზობდნენ კაპიკებს, თუმცა ბოლო მომენტამდე არ გავყიდეთ. შემდეგ კი მოვიდნენ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი, რომლებმაც შემოგვთავაზეს 37 000 დოლარი. გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ დაგვიტოვეს 7 000 დოლარი. დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილან. როდესაც ჩემი ძმა გათავისუფლდა, დედაჩემმა გადაწყვიტა სამართლებრივი მეთოდებით დაებრუნებინა აღნიშნული თანხა და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, დავა მოვიგეთ და ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, დაეკისრა 30 000 დოლარის გადახდა, თუმცა მის სახელზე არაფერი ქონება არ იყო დარეგისტრირებული, შესაბამისად, თანხა არ დაუბრუნებიათ", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.

მისი თქმით, ის, რომ გიორგი აბაშიძის მიერ ნაყიდი ტილო ვან დეიკს ეკუთვნოდა, ოჯახისთვის უცნობი იყო.

"დედაჩემი არკვევდა ტილოს ავტორს, თუმცა ვერ გაარკვია. შემდეგ ნათესავთან დავრეკეთ ჰოლანდიაში, რომელიც ამას ცდილობდა", - განაცხადა ეკა აბაშიძემ. ამასთან, მან წარმოადგინა დოკუმენტები, მათ შორის ხელშეკრულება და მინდობილობა, რომელიც აღნიშნული ნახატის გაყიდვას უკავშირდება. ეკა აბაშიძემ განაცხადა, რომ ნახატის ამოცნობა მისთვის მარტივია, რადგან იცის ინიციალი, რომელიც ნამუშევარს თან ერთვოდა. სწორედ აღნიშნული ინიციალით ის აცხადებს, რომ ნახატის იდენტიფიცირება შესაძლებელია. მისი თქმით, პირებისგან, რომლებმაც მისგან ნახატი წაიღეს, ცნობილი იყო, რომ ნამუშევარი თურქეთში უნდა გადაეტანათ.

"მალხაზ მახარაძემ მოიყვანა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც გაგვაცნო კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებად. იგი საუბრობდა, თითქოს ნებართვას იღებდა ნახატის საქართველოდან გატანაზე. თუმცა, ჩემთვის უცნობია, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები კულტურის სამინისტროდან", - განაცხადა ეკა აბაშიძემ და განმარტა, რომ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი მისთვის უცნობია, იყვნენ შუამავლები, თუ უბრალოდ გადამყიდველები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია