მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ტილო მისი ოჯახის საკუთრებაა
ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ტილო მისი ოჯახის საკუთრებაა

აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის მტკი­ცე­ბით, სტამ­ბოლ­ში ნა­პოვ­ნი ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრის ვან დე­ი­კის ნა­მუ­შე­ვა­რი მათი სა­კუთ­რე­ბა იყო. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" ეკა აბა­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტილო მის ოჯახ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბო­და.

"მას ჰქონ­და უზარ­მა­ზა­რი ოქ­როს­ფე­რი ჩარ­ჩო. ყვე­ლამ იცის, რომ ეს ნა­ხა­ტი იყო ჩვენს ოჯახ­ში და ჩვე­ნი იყო. მე ვიცი ინი­ცი­ა­ლე­ბი, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა ამ ნა­ხა­ტის ამოც­ნო­ბა", - აცხა­დებს აბა­ში­ძე. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლამ იცო­და, რომ აბა­ში­ძე­ე­ბი ამ ნა­ხატს ყიდ­დნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც ეკა აბა­ში­ძე აცხა­დებს, რო­დე­საც მი­ი­ღო ტი­ლოს გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­ა­ფა­სე­ბი­ნეს ნა­ხა­ტი და სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა დად­გინ­და 80 ათა­სი­დან 100 ათას დო­ლა­რამ­დე. აბა­ში­ძის თქმით, როცა მის ოჯახ­ში ნა­ხა­ტის ყიდ­ვის მსურ­ვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, მათ შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და.

"ჩვენ შევ­თან­ხმდით რა­ღაც თან­ხა­ზე იმი­ტომ, რომ სას­წრა­ფოდ იყო ფული გა­და­სახ­დე­ლი, ანუ ეს იყო 37 ათა­სი დო­ლა­რი. რე­ა­ლუ­რად გა­დაგ­ვი­ხა­დეს 7 ათა­სი ლარი თუ დო­ლა­რი, არ მახ­სოვს. წა­ვი­და ეს ხალ­ხი, გა­ი­ტა­ცეს ეს სუ­რა­თი. ეს ადა­მი­ა­ნი სულ გვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნით, მაგ­რამ გვა­ტყუ­ებ­და, აი, თურ­ქეთ­ში­აო ამ­ბობ­და. ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ, რომ მო­გეხ­მა­რე­ბით, რომ და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი ნა­ხა­ტი. არა­ფე­რი არ გვინ­და, გვინ­და ჩვე­ნი ნა­ხა­ტი", - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

რო­გორც ეკა აბა­ში­ძე აცხა­დებს, ოჯახ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა და მო­ი­გო კი­დეც. მი­სი­ვე თქმით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მომ­წერ პირს და­ა­კის­რეს თან­ხის გა­დახ­და, თუმ­ცა რად­გან მის სა­ხელ­ზე არ იყო არა­ფე­რი გა­ფორ­მე­ბუ­ლი, მას მხო­ლოდ მან­ქა­ნა და­უ­ყა­და­ღეს.

თურ­ქე­თის ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით გა­ტა­ნი­ლი ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრის, ენ­ტო­ნი ვან დე­ი­კის ნა­ხა­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ თურ­ქუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე 14-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ნა­ხა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თი­დან შე­ი­ტა­ნეს, რუ­სეთ­ში კი ევ­რო­პი­დან. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ნა­ხა­ტის არა­ლე­გა­ლუ­რად გა­ყიდ­ვას ორი ბიზ­ნეს­მე­ნი ცდი­ლობ­და. ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მი­ხედ­ვით

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: სა­ქარ­თვე­ლო­ში მძარ­ცველ­თა ჯგუ­ფის­გან 200 000 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი და 14 მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი ვან დე­ი­კის ნა­ხა­ტი ორი­გი­ნა­ლია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ტილო მისი ოჯახის საკუთრებაა

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ტილო მისი ოჯახის საკუთრებაა

აბაშიძეების ოჯახის მტკიცებით, სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის ვან დეიკის ნამუშევარი მათი საკუთრება იყო. როგორც ტელეკომპანია "იმედს" ეკა აბაშიძემ განუცხადა, აღნიშნული ტილო მის ოჯახში წლების განმავლობაში ინახებოდა.

"მას ჰქონდა უზარმაზარი ოქროსფერი ჩარჩო. ყველამ იცის, რომ ეს ნახატი იყო ჩვენს ოჯახში და ჩვენი იყო. მე ვიცი ინიციალები, რითაც შეიძლება ამ ნახატის ამოცნობა", - აცხადებს აბაშიძე. მისივე თქმით, ყველამ იცოდა, რომ აბაშიძეები ამ ნახატს ყიდდნენ.

იხილეთ ვიდეო

როგორც ეკა აბაშიძე აცხადებს, როდესაც მიიღო ტილოს გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება, შეაფასებინეს ნახატი და სავარაუდო ღირებულება დადგინდა 80 ათასიდან 100 ათას დოლარამდე. აბაშიძის თქმით, როცა მის ოჯახში ნახატის ყიდვის მსურველები მივიდნენ, მათ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

"ჩვენ შევთანხმდით რაღაც თანხაზე იმიტომ, რომ სასწრაფოდ იყო ფული გადასახდელი, ანუ ეს იყო 37 ათასი დოლარი. რეალურად გადაგვიხადეს 7 ათასი ლარი თუ დოლარი, არ მახსოვს. წავიდა ეს ხალხი, გაიტაცეს ეს სურათი. ეს ადამიანი სულ გვეკონტაქტებოდა ტელეფონით, მაგრამ გვატყუებდა, აი, თურქეთშიაო ამბობდა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მოგეხმარებით, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ნახატი. არაფერი არ გვინდა, გვინდა ჩვენი ნახატი", - განაცხადა აბაშიძემ.

როგორც ეკა აბაშიძე აცხადებს, ოჯახმა სასამართლოს მიმართა და მოიგო კიდეც. მისივე თქმით, ხელშეკრულების ხელმომწერ პირს დააკისრეს თანხის გადახდა, თუმცა რადგან მის სახელზე არ იყო არაფერი გაფორმებული, მას მხოლოდ მანქანა დაუყადაღეს.

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან.

მომზადებულია ტელეკომპანია "იმედის" მიხედვით

ასევე წაიკითხეთ: საქართველოში მძარცველთა ჯგუფისგან 200 000 დოლარად შეძენილი და 14 მილიონად შეფასებული ვან დეიკის ნახატი ორიგინალია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია