სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაბიანი სტივ ჯობსი": 31 წლის მილიარდერი ქალი, რომელმაც მედიცინაში გარღვევა მოახდინა
"კაბიანი სტივ ჯობსი": 31 წლის მილიარდერი ქალი, რომელმაც მედიცინაში გარღვევა მოახდინა

ელი­ზა­ბეთ ჰოლმსი მა­ღა­ლი ქერა ქა­ლია, და­უ­დე­ვა­რი ვარ­ცხნი­ლო­ბით. ის 31 წლი­საა და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მი­ლი­არ­დე­რი ქა­ლია. მას ხში­რად ადა­რე­ბენ სტივ ჯობსს. ბავ­შვო­ბა­ში ორი­ვე მარ­ტო­ო­ბა­ში ატა­რებ­და დროს, ორი­ვემ მი­ა­ტო­ვა სწავ­ლა, რად­გან მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­მე­ე­ბიც არ­სე­ბობს. ისე­ვე რო­გორც ჯობსს, ჰოლმსსაც თა­ვი­დან­ვე სჯე­რო­და, რომ მისი კომ­პა­ნია მსოფ­ლი­ოს შეც­ვლი­და. ჯობ­სი მი­ლი­არ­დე­რი გახ­და 40 წლის ასა­კის­თვის, ჰოლმსი - ბევ­რად ადრე.

იხი­ლეთ ვი­დეო

გა­სულ წელს მისი პრო­ექ­ტი "თე­რა­ნო­სი" (Theranos) 9 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ფას­და, აქ­ცი­ე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მი­სია. ჰოლმს შავი მოტ­კე­ცი­ლი სვი­ტე­რე­ბი აც­ვია, სვამს ფრეშს ნი­ა­ხუ­რი­თა და კიტ­რით, არ ჭამს ხორცს, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ორ­გა­ნიზ­მი ნაკ­ლებ ძილს ითხოვს. ჯობ­სის ბი­ოგ­რა­ფია კე­დელ­ზე უკი­დია, თუმ­ცა სვი­ტე­რე­ბით შე­რონ სტო­უნს ბა­ძავს ელი­ტუ­რი მე­ძა­ვის როლ­ში მარ­ტინ სკორ­სე­ზეს ფილ­მი­დან "კა­ზი­ნო". მას­ზე აღ­ტა­ცე­ბით და­წე­რეს "ფორბსმა" და "ფორ­ტუ­ნამ". ის ხვდე­ბა პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ე­ბის და მი­ლი­არ­დე­რე­ბის რე­ი­ტინგთა უმე­ტე­სო­ბა­ში.

ჰოლმსი მთელ თა­ვის დროს კომ­პა­ნი­ას უთ­მობს: იშ­ვი­ა­თად ერ­თო­ბა, უმ­ცრო­სი ძმის გარ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე Theranos-ში მუ­შა­ობს, თით­ქმის არა­ვის ესა­უბ­რე­ბა, არ და­დის პა­ემ­ნებ­ზე და უკა­ნას­კნე­ლი 10 წლის მან­ძილ­ზე არ აუ­ღია შვე­ბუ­ლე­ბა. კომ­პა­ნი­ის ნოუ-ჰაუ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა მხო­ლოდ 1 წვე­თი სის­ხლით თი­თი­დან ჩა­ა­ტა­როს 30 ტეს­ტი მიკროფ­ლუ­ი­დე­ბი­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც ჰოლმსის სა­ი­დუმ­ლოა. ეს უფრო სწრა­ფი და ია­ფია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში.

ამ­ჟა­მად, ამე­რი­კუ­ლი ბა­ზა­რი ორ გი­განტს შო­რის - "ქუ­ესტ და­ი­აგ­ნოს­ტიკს"-სა და "ლე­ბო­რა­ტო­რი კორ­პო­რე­იშნ ოვ ემე­რი­კა"-ს შო­რი­საა და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. მაგ­რამ მათი ანა­ლი­ზე­ბი "თე­რა­ნო­სის" ანა­ლი­ზებ­თან შე­და­რე­ბით უფრო ძვი­რია. მა­გა­ლი­თად, სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რის დო­ნის შე­მოწ­მე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მე­თო­დით 17 დო­ლა­რი ჯდე­ბა, "თე­რა­ნოს­ში" კი - 2,99 დო­ლა­რი.

ჰოლმსის თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბის 40% ექი­მე­ბის მიერ და­ნიშ­ნულ სის­ხლის ანა­ლი­ზებს არ აბა­რებს, რად­გან ან ნემ­სის ეში­ნი­ათ, ან მა­ღა­ლი ფა­სის გა­დახ­და არ შე­უძ­ლი­ათ. ელი­ზა­ბე­თის მი­ზა­ნია "თე­რა­ნო­სის" ცენ­ტრე­ბი აშშ-ში ნე­ბის­მი­ე­რი სახ­ლი­დან არა­უ­მე­ტეს 5 კმ მან­ძილ­ზე იყოს, მერე კი მსოფ­ლიო ექ­სპან­სია და­ი­წყოს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა BPN.GE-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"კაბიანი სტივ ჯობსი": 31 წლის მილიარდერი ქალი, რომელმაც მედიცინაში გარღვევა მოახდინა

"კაბიანი სტივ ჯობსი": 31 წლის მილიარდერი ქალი, რომელმაც მედიცინაში გარღვევა მოახდინა

ელიზაბეთ ჰოლმსი მაღალი ქერა ქალია, დაუდევარი ვარცხნილობით. ის 31 წლისაა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალია. მას ხშირად ადარებენ სტივ ჯობსს. ბავშვობაში ორივე მარტოობაში ატარებდა დროს, ორივემ მიატოვა სწავლა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს. ისევე როგორც ჯობსს, ჰოლმსსაც თავიდანვე სჯეროდა, რომ მისი კომპანია მსოფლიოს შეცვლიდა. ჯობსი მილიარდერი გახდა 40 წლის ასაკისთვის, ჰოლმსი - ბევრად ადრე.

იხილეთ ვიდეო

გასულ წელს მისი პროექტი "თერანოსი" (Theranos) 9 მილიარდ დოლარად შეფასდა, აქციების ნახევარზე მეტი მისია. ჰოლმს შავი მოტკეცილი სვიტერები აცვია, სვამს ფრეშს ნიახურითა და კიტრით, არ ჭამს ხორცს, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზმი ნაკლებ ძილს ითხოვს. ჯობსის ბიოგრაფია კედელზე უკიდია, თუმცა სვიტერებით შერონ სტოუნს ბაძავს ელიტური მეძავის როლში მარტინ სკორსეზეს ფილმიდან "კაზინო". მასზე აღტაცებით დაწერეს "ფორბსმა" და "ფორტუნამ". ის ხვდება პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიების და მილიარდერების რეიტინგთა უმეტესობაში.

ჰოლმსი მთელ თავის დროს კომპანიას უთმობს: იშვიათად ერთობა, უმცროსი ძმის გარდა, რომელიც ასევე Theranos-ში მუშაობს, თითქმის არავის ესაუბრება, არ დადის პაემნებზე და უკანასკნელი 10 წლის მანძილზე არ აუღია შვებულება. კომპანიის ნოუ-ჰაუ საშუალებას იძლევა მხოლოდ 1 წვეთი სისხლით თითიდან ჩაატაროს 30 ტესტი მიკროფლუიდებისა და ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ჰოლმსის საიდუმლოა. ეს უფრო სწრაფი და იაფია, ვიდრე ჩვეულებრივ ლაბორატორიებში.

ამჟამად, ამერიკული ბაზარი ორ გიგანტს შორის - "ქუესტ დაიაგნოსტიკს"-სა და "ლებორატორი კორპორეიშნ ოვ ემერიკა"-ს შორისაა დანაწილებული. მაგრამ მათი ანალიზები "თერანოსის" ანალიზებთან შედარებით უფრო ძვირია. მაგალითად, სისხლში ქოლესტერის დონის შემოწმება ჩვეულებრივი ლაბორატორიული მეთოდით 17 დოლარი ჯდება, "თერანოსში" კი - 2,99 დოლარი.

ჰოლმსის თქმით, ადამიანების 40% ექიმების მიერ დანიშნულ სისხლის ანალიზებს არ აბარებს, რადგან ან ნემსის ეშინიათ, ან მაღალი ფასის გადახდა არ შეუძლიათ. ელიზაბეთის მიზანია "თერანოსის" ცენტრები აშშ-ში ნებისმიერი სახლიდან არაუმეტეს 5 კმ მანძილზე იყოს, მერე კი მსოფლიო ექსპანსია დაიწყოს განაგრძეთ კითხვა BPN.GE-ზე