პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წიწილა" ბრედ პიტი, მენაყინე ჯულია რობერტსი, ყასაბი ალენ დელონი: რით ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები ახალგაზრდობაში
"წიწილა" ბრედ პიტი, მენაყინე ჯულია რობერტსი, ყასაბი ალენ დელონი: რით ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები ახალგაზრდობაში

სა­ნამ ცნო­ბი­ლე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ, უამ­რა­ვი ვარ­სკვლა­ვი სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით ირ­ჩენ­და თავს. ზოგს ბი­ნის ქირა ჰქონ­და გა­და­სახ­დე­ლი, ზოგს - სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი, ზოგი კი უბ­რა­ლოდ, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძო­და. თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ ვარ­სკვლა­ვუ­რი გზა ია-ვარ­დით არის მო­ფე­ნი­ლი, ძა­ლი­ან ცდე­ბა. ისი­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბად არ და­ბა­დე­ბუ­ლან, მძი­მე შრო­მი­სა და მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბის შე­დე­გად მი­აღ­წი­ეს წარ­მა­ტე­ბას. წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა კი მძი­მე და შრო­მა­ტე­ვა­დია. მთა­ვა­რია, გქონ­დეს მი­ზა­ნი და მის მი­საღ­წე­ვად იღწ­ვო­დე.

ჰო­ლი­ვუ­დის სექს-სიმ­ბო­ლო ბრედ პიტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის აწყო­ბამ­დე წი­წი­ლის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი სწრა­ფი კვე­ბის რეს­ტო­რა­ნის El Pollo Loco-ს წინ ფლა­ე­რებს არი­გებ­და, ასე­ვე მუ­შა­ობ­და გამ­ყიდ­ვე­ლად, ბარ­მე­ნად, მძღო­ლად, ოფი­ცი­ან­ტად და მტვირ­თა­ვა­დაც კი. ოს­კა­რო­სა­ნი მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი კი სტუ­დენ­ტო­ბი­სას ხან ჭურ­ჭლის რე­ცხვით ირ­ჩენ­და თავს, ხა­ნაც ფრინ­ვე­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში ასუფ­თა­ვებ­და ქათ­მებს და კვერ­ცხებს აგ­რო­ვებ­და.

იქამ­დე სა­ნამ "ლა­მაზ­მა­ნი" გახ­დე­ბო­და ჯუ­ლია რო­ბერტსი Baskin Robbins-ში ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი იყო, ასე­ვე მუ­შა­ობ­და ფეხ­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში და "მაკ­დო­ნალდსში". სხვა­თა შო­რის, ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი იყო ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მიკ ჯა­გე­რიც, Rolling Stones-ის სო­ლის­ტი ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მუ­შა­ობ­და ზე­დამ­ხედ­ვე­ლად.

"მაკ­დო­ნალდსში" მუ­შა­ობ­დნენ შე­რონ სტო­უ­ნი და რე­ი­ჩელ მა­კა­დამ­სი. რე­ი­ჩე­ლი რეს­ტორ­ნის სა­ლა­როს­თან 3 წელი მუ­შა­ობ­და. რენე ზელ­ვე­გე­რი კი სტრიპ­ტიზ-ბარ­ში მუ­შა­ობ­და მიმ­ტა­ნად.

ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი კუ­რი­ე­რად, დამ­ლა­გებ­ლად და მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. შე­და­რე­ბით სო­ლი­დუ­რი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და ჯე­ნი­ფერ ლო­პესს - პოპ-დივა ახალ­გაზ­რდო­ბა­ში იუ­რი­დი­ულ ფირ­მა­ში დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და.

იქამ­დე სა­ნამ ვეს­ტერ­ნე­ბის ვარ­სკვლა­ვი გახ­დე­ბო­და, კლინტ ის­ტვუ­დი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის აუ­ზებს ასუფ­თა­ვებ­და. კრის­ტო­ფერ უო­კე­ნი ლო­მე­ბის მომ­თვი­ნი­ე­რე­ბე­ლი იყო, ამ პრო­ფე­სი­ას იგი 16 წლის ასაკ­ში და­ე­უფ­ლა. ჰა­რი­სონ ფორ­დი დურ­გლად მუ­შა­ობ­და, სა­ნამ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მას სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზეს: ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რის, ჯორჯ ლუ­კა­სის კა­ბი­ნე­ტის გა­რე­მონ­ტე­ბა. სად აღარ უმუ­შა­ვია ალ პა­ჩი­ნოს - კუ­რი­ე­რად, მიმ­ტა­ნად, ფოს­ტა­ლი­ო­ნად და დამ­ლა­გებ­ლა­დაც... მა­მა­კა­ცუ­რი სი­ლა­მა­ზის ფრან­გი სიმ­ბო­ლო ალენ დე­ლო­ნი კი დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი ყა­სა­ბი გახ­ლავთ.

უმა თურ­მა­ნი 15 წლის მშობ­ლებს ნიუ-იორკში გა­ექ­ცა და პი­ცე­რი­ა­ში ჭურ­ჭელს რე­ცხავ­და. მე­გან ფოქ­სი, რო­მე­ლიც დღეს მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლია ბა­ნა­ნის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი იდგა მა­ღა­ზი­ის დახ­ლთან. კი­დევ ერთი ლა­მაზ­მა­ნი ამან­და სე­იფ­რი­დი მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და.

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი "მე­კობ­რე" ჯონი დეპი კალ­მებს ჰყიდ­და. ჰიუ ჯეკ­მა­ნი ცირ­კის მას­ხა­რა გახ­ლდათ, მეტ­სა­ხე­ლად "კოკო" და ერთ შო­უ­ში 50$-ს იღებ­და. ნი­კო­ლას ქე­ი­ჯი კი ლოს-ან­ჯე­ლე­სის თე­ატრ Fairfax-ის სტუმ­რებს პო­პ­კორნს სთა­ვა­ზობ­და.

გვენ სტე­ფა­ნი რძის პრო­დუქ­ტე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და. ვუპი გოლდბერ­გი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე აგუ­რებს აწყობ­და, ასე­ვე მუ­შა­ობ­და და­რა­ჯად და გრი­მი­ო­რად მორ­გში.

მსა­ხი­ო­ბი სტივ ბუ­შე­მი ნიუ იორკში 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ხან­ძრედ მუ­შა­ობ­და. იგი 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის ნან­გრე­ვე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ცნო­ბი­ლი "რემ­ბო" სილ­ვეს­ტერ სტა­ლო­ნე კლუ­ბის მცვე­ლი იყო, ასე­ვე ვო­ლი­ე­რებს ალა­გებ­და. ჯიმ კერი სა­ბუ­რა­ვე­ბის ქარ­ხა­ნა­ში წმენ­დდა ია­ტაკს, ასე­ვე მუ­შა­ობ­და დაც­ვა­ში და შვე­ი­ცა­რად. კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნო კი იქამ­დე სა­ნამ გა­მორ­ჩე­უ­ლი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბას და­ი­წყებ­და, პორ­ნო-კი­ნო­თე­ატ­რის მე­ბი­ლე­თედ მუ­შა­ობ­და, ასე­ვე გამ­ყიდ­ვე­ლად ვი­დე­ო­მა­ღა­ზი­ა­ში.

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

AMBEBI.GE

"წიწილა" ბრედ პიტი, მენაყინე ჯულია რობერტსი, ყასაბი ალენ დელონი: რით ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები ახალგაზრდობაში

"წიწილა" ბრედ პიტი, მენაყინე ჯულია რობერტსი, ყასაბი ალენ დელონი: რით ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები ახალგაზრდობაში

სანამ ცნობილები გახდებოდნენ, უამრავი ვარსკვლავი სხვადასხვა საშუალებით ირჩენდა თავს. ზოგს ბინის ქირა ჰქონდა გადასახდელი, ზოგს - სწავლის საფასური, ზოგი კი უბრალოდ, თავის გადარჩენისთვის იბრძოდა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ვარსკვლავური გზა ია-ვარდით არის მოფენილი, ძალიან ცდება. ისინი ვარსკვლავებად არ დაბადებულან, მძიმე შრომისა და მიზანსწრაფულობის შედეგად მიაღწიეს წარმატებას. წარმატებისკენ მიმავალი გზა კი მძიმე და შრომატევადია. მთავარია, გქონდეს მიზანი და მის მისაღწევად იღწვოდე.

ჰოლივუდის სექს-სიმბოლო ბრედ პიტი წარმატებული კარიერის აწყობამდე წიწილის ფორმაში გამოწყობილი სწრაფი კვების რესტორანის El Pollo Loco-ს წინ ფლაერებს არიგებდა, ასევე მუშაობდა გამყიდველად, ბარმენად, მძღოლად, ოფიციანტად და მტვირთავადაც კი. ოსკაროსანი მეთიუ მაკკონაჰი კი სტუდენტობისას ხან ჭურჭლის რეცხვით ირჩენდა თავს, ხანაც ფრინველების ფაბრიკაში ასუფთავებდა ქათმებს და კვერცხებს აგროვებდა.

იქამდე სანამ "ლამაზმანი" გახდებოდა ჯულია რობერტსი Baskin Robbins-ში ნაყინის გამყიდველი იყო, ასევე მუშაობდა ფეხსაცმლის მაღაზიაში და "მაკდონალდსში". სხვათა შორის, ნაყინის გამყიდველი იყო ახალგაზრდობაში მიკ ჯაგერიც, Rolling Stones-ის სოლისტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მუშაობდა ზედამხედველად.

"მაკდონალდსში" მუშაობდნენ შერონ სტოუნი და რეიჩელ მაკადამსი. რეიჩელი რესტორნის სალაროსთან 3 წელი მუშაობდა. რენე ზელვეგერი კი სტრიპტიზ-ბარში მუშაობდა მიმტანად.

ჯენიფერ ენისტონი კურიერად, დამლაგებლად და მიმტანად მუშაობდა. შედარებით სოლიდური სამსახური ჰქონდა ჯენიფერ ლოპესს - პოპ-დივა ახალგაზრდობაში იურიდიულ ფირმაში დამხმარედ მუშაობდა.

იქამდე სანამ ვესტერნების ვარსკვლავი გახდებოდა, კლინტ ისტვუდი ჰოლივუდის ვარსკვლავების აუზებს ასუფთავებდა. კრისტოფერ უოკენი ლომების მომთვინიერებელი იყო, ამ პროფესიას იგი 16 წლის ასაკში დაეუფლა. ჰარისონ ფორდი დურგლად მუშაობდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს მას სამსახური შესთავაზეს: ახალგაზრდა რეჟისორის, ჯორჯ ლუკასის კაბინეტის გარემონტება. სად აღარ უმუშავია ალ პაჩინოს - კურიერად, მიმტანად, ფოსტალიონად და დამლაგებლადაც... მამაკაცური სილამაზის ფრანგი სიმბოლო ალენ დელონი კი დიპლომირებული ყასაბი გახლავთ.

უმა თურმანი 15 წლის მშობლებს ნიუ-იორკში გაექცა და პიცერიაში ჭურჭელს რეცხავდა. მეგან ფოქსი, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალია ბანანის ფორმაში გამოწყობილი იდგა მაღაზიის დახლთან. კიდევ ერთი ლამაზმანი ამანდა სეიფრიდი მოხუცთა თავშესაფარში მიმტანად მუშაობდა.

ყველაზე ცნობილი "მეკობრე" ჯონი დეპი კალმებს ჰყიდდა. ჰიუ ჯეკმანი ცირკის მასხარა გახლდათ, მეტსახელად "კოკო" და ერთ შოუში 50$-ს იღებდა. ნიკოლას ქეიჯი კი ლოს-ანჯელესის თეატრ Fairfax-ის სტუმრებს პოპკორნს სთავაზობდა.

გვენ სტეფანი რძის პროდუქტების მაღაზიაში დამლაგებლად მუშაობდა. ვუპი გოლდბერგი მშენებლობაზე აგურებს აწყობდა, ასევე მუშაობდა დარაჯად და გრიმიორად მორგში.

მსახიობი სტივ ბუშემი ნიუ იორკში 4 წლის განმავლობაში მეხანძრედ მუშაობდა. იგი 2001 წლის 11 სექტემბერს სავაჭრო ცენტრების ნანგრევების დასუფთავებაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

ცნობილი "რემბო" სილვესტერ სტალონე კლუბის მცველი იყო, ასევე ვოლიერებს ალაგებდა. ჯიმ კერი საბურავების ქარხანაში წმენდდა იატაკს, ასევე მუშაობდა დაცვაში და შვეიცარად. კვენტინ ტარანტინო კი იქამდე სანამ გამორჩეული ფილმების გადაღებას დაიწყებდა, პორნო-კინოთეატრის მებილეთედ მუშაობდა, ასევე გამყიდველად ვიდეომაღაზიაში.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება