სუროგაციის ცენტრის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს აკრიტიკებს. კუკუნაშვილმა ჟორჟოლიანის რამდენიმე კვირის წინანდელი პოსტი გაიხსენა, რომელშიც ტელეწამყვანმა ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის სტილის მიბაძვასთან დაკავშირებით დაწერა.
"რა ჯობია ნუნუკას თუ მიბაძავ ხოლმე, დაგეხვეწება გემოვნება. ასე რომ, კომპლიმენტი უთქვამთ მათ, ვინც ნუნუკას მიბაძვაში დაგდო ბრალი. ისე უბრალოებასა და გულწრფელობაშიც თუ მიბაძავ, კარგი იქნება. თუმცა, შენ ხომ ისეთი "ჰაი კლასი" ხარ ნუნუკასნაირები ვინ არიან, ვერც კი ხვდები. ხო კიდევ ეხლა გამახსენდა. ნანუკას დასმულ შეკითხვაზე მის კედელზე, ვინ მოეწვია გადაცემაში, ერთ გოგოს დაუწერია, მარიამ კუკუნაშვილი მოიწვიეო. ნანუკასაც "გულწრფელად" უკითხავს, ეგ ვინღააო. მე ის ვარ, ჩემს სფეროში მთელი მსოფლიო რომ მიცნობს. შენ ვინ გიცნობს შენი პროფესიით, სნობი სეფექალების გარდა, შე წერაკითხვის უცოდინარო! ძუძუმოშიშვლებული რომ მევლო გადაცემიდან გადაცემაში და სექსზე რომ მელაპარაკა, ხომ გეცოდინებოდა, ვინ ვარ. რა ვქნათ, შენი "პროფესიონალიზმი", მეტს ვერ ქაჩავს", - წერს კუკუნაშვილი პოსტში.
პოსტს ასამდე კომენტარი მოჰყვა, მათ შორის საზოგადოების ცნობილი სახეების, რომელთა ნაწილი ნანუკა ჟორჟოლიანის დაცვას შეეცადა და მარიამ კუკუნაშვილს ტონი დაუწუნა. მათ შორის იყო კუკუნაშვილის ახლო მეგობარი ია ფარულავა, რომელიც კომენტარში წერს: "მე არ ვიცი ნუნუკას ამბავი, მაგრამ კომენტარი ეგ ვინ არისო რომ უკითხვას შენზე, მექანიკურ შეცდომად მიმაჩნია. აი ისეთად, მე რომ ცუდ კომენტარებს მექანიკურად ვალაიქებ და თან ისე რომ, არც ვკითხულობ. ნანუკას არ ვიცავ თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, მას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ სიამოვნებით დაგითმობდა თავის შოუში ნებისმიერ დროს ნებისმიერ თემაზე. ამის პასუხად კუკუნაშვილმა ჟორჟოლიანის "ძველი ცოდვები გაიხსენა": "მექანიკური შეცდომა კი შესაძლოა... სადაც არტილერია და არტერია ეშლება, რა გასაკვირია..."
მოგვიანებით თავად კრიტიკის ადრესატი გამოეხმაურა პოსტს. ნანუკა ჟორჟოლიანი კუკუნაშვილის პასუხად წერს: "არასოდეს მომიწვევიხარ გადაცემაში და ესაა მიზეზი ამ სტატუსების, მესმის შენი. სულ რომ ყოველ დღე მომიძღვნა სტატუსი, მაინც არ მოგიწვევ. შენ ხომ ისედაც მსოფლიო "გიცნობს" მარიამ, ძაან "მასშტაბური" ხარ ჩემი გადაცემისთვის".
ასევე დაგაინტერესებთ:
სუროგაციის წყალობით მილიონერად ქცეული ქართველი ქალი
"ეს ქალი ძაან ლამაზად იცვამს" - პრემიერის მეუღლის შემდეგ ხმაური ნანუკა ჟორჟოლიანის კაბამ გამოიწვია