თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი 14-მილიონიანი ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. aksam.com.tr-ის ცნობით, ჰოლანდიელი მხატვრის, ანტონი ვან დეიკის ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან. არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბიზნესმენები ქართველები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში კონტრაბანდული გზით სავარაუდოდ რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან.