პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებული ორი კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა. პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება - ხდება ცალკეული ოლქების გაერთიანება, ხოლო ცალკეული ოლქების - დაყოფა. კერძოდ, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ცვლილებებით, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიას და ცაგერს.

იცლება ყველა სხვა დანარჩენი მაჟორიტარული ოლქის საზღვარი. თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კი მხოლოდ საგარეჯოში, გურჯაანში, ხაშურში, საჩხერში, ჭიათურაში, წყალტუბოსა და სამტრედიაში იქნება. მეორე ცვლილება კი, მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."