პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამ ძალიან თბილად მიმიღო... ვდაქალობთ" - სოფო ბედია დედამთილთან ერთად დუეტში მეგრულად მღერის
"დედამ ძალიან თბილად მიმიღო... ვდაქალობთ" - სოფო ბედია დედამთილთან ერთად დუეტში მეგრულად მღერის

მომ­ღე­რა­ლი სოფო ბე­დია დე­დამ­თილს, მაყ­ვა­ლა სა­ნა­ი­ას, იმ დღი­დან, რაც მისი სარ­ძლო და­ერ­ქვა, დე­დას ეძა­ხის. ეს არ გას­ჭირ­ვე­ბია, რად­გან ქალ­ბა­ტონ­მა მაყ­ვა­ლამ თა­ვი­დან­ვე სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი­ვით მი­ი­ღო. რო­გორც გა­ირ­კვა, ის და მისი ქმა­რი, რაც სოფო სცე­ნა­ზე გა­მოჩ­ნდა, თვალს ადევ­ნებ­დნენ, გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. რას წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მომ­ღე­რა­ლი მათი რძა­ლი გახ­დე­ბო­და. ჟურ­ნა­ლი "სარ­კე" რძალ-დე­დამ­თილ­თან ინ­ტერ­ვი­უს გთა­ვა­ზობთ:

მაყ­ვა­ლა: სო­ფოს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­დან­ვე ვა­დევ­ნებ თვალს. მე და ჩემს მე­უღ­ლეს მისი ერთი პრო­ექ­ტიც არ გა­მოგ­ვი­ტო­ვე­ბია. ჩემი ქმა­რი სო­ფო­ზე თა­ვი­დან­ვე გიჟ­დე­ბო­და, და-ძმა ბე­დი­ებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და. სოფო და ბო­რი­სი პრო­ექ­ტებ­ში ფი­ნა­ლამ­დე გა­დი­ოდ­ნენ და მერე ვერ იგებ­დნენ. მე­უღ­ლე ძა­ლი­ან დარ­დობ­და, რა­ტომ და­ჩაგ­რე­სო. ბო­რი­სიც და სო­ფოც, ორი­ვე­ნი, უბად­ლო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან.

- როცა გა­ი­გეთ, რომ სოფო თქვე­ნი რძა­ლი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, რა რე­აქ­ცია გქონ­დათ?

მაყ­ვა­ლა: მი­შომ და­მი­რე­კა და მი­თხრა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ჩემს გულ­თან ახ­ლოს არი­სო. ჩემი შვი­ლის­თვის ვინც მი­სა­ღე­ბი იყო, ის ჩემ­თვი­საც მი­სა­ღე­ბია. სო­ფოს და მი­შოს ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვართ და ღმერ­თმა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ერთ ბა­ლიშ­ზე და­ა­ბე­როთ!

სოფო: ამინ! მე და მიშო ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბო­დით, დედა მა­შინ ბა­თუმ­ში იყო, მიშო ტე­ლე­ფო­ნით და­ე­კონ­ტაქ­ტა და უთხრა, ჩემი სი­ცო­ცხლე უნდა და­გა­ლა­პა­რა­კოო. მო­მე­რი­და, თა­ნაც რძალ-დე­დამ­თი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რო­გო­რი იყო, მა­ნამ­დე არ ვი­ცო­დი. დე­დამ ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღო, თბი­ლად მო­მი­კი­თხა, ტე­ლე­ფონ­ში­ვე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე. მიშო ისე­დაც აქებ­და სულ, ძა­ლი­ან კარ­გი ქა­ლია, სხვებს არ ჰგავს, სულ სხვა­ნა­ი­რი შეგ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი­აო. რა­ღაც მო­მენ­ტში არ მჯე­რო­და სხვე­ბის ლა­პა­რა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ინც დე­დამ­თი­ლი რა­ღაც "ისე­თი" თემა მე­გო­ნა. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ასე არ არის. ვდა­ქა­ლობთ. დედა გვერ­დით რომ და­გიდ­გე­ბა და გა­გი­გებს, ისე მიდ­გას.

2 წლის წინ, ბე­დო­ბა დღეს, გა­ვი­ცა­ნი, მი­შომ მი­მიყ­ვა­ნა სახ­ლში. როცა შე­ვე­დით, ბე­დია დაგ­ვე­ბე­დაო, თქვეს. ძა­ლი­ან თბი­ლი და ტკბი­ლი მი­ღე­ბა ჰქონ­დათ. შემ­დეგ უფრო გან­ვი­თარ­და ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბა და დღემ­დე ასე მოვ­დი­ვართ.

- რო­გორ ახერ­ხებთ რძალ-დე­დამ­თი­ლი ასეთ იდე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას?

მაყ­ვა­ლა: რო­გო­რი რძა­ლიც სო­ფოა, ასე­თი ჰყო­ლო­დეს ყვე­ლას. ამას ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ვამ­ბობ.

სოფო: და ყვე­ლას ჰყო­ლო­დეს ასე­თი დე­დამ­თი­ლი კი არა, დედა. შვილს გე­ფი­ცე­ბით, თუ ვა­ჭარ­ბებ­დე! სხვა­ნა­ი­რი ერ­თგუ­ლე­ბა, სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

- ქალ­ბა­ტო­ნო მაყ­ვა­ლა, რძლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­მე­ლი სიმ­ღე­რა გიყ­ვართ გა­მორ­ჩე­უ­ლად?

მაყ­ვა­ლა: სო­ფოს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა სიმ­ღე­რა მიყ­ვარს, შე­მიძ­ლია 24 სა­ა­თი ვუს­მი­ნო, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს და-ძმა ბო­რი­სი და სოფო, ერ­თად რომ მღე­რი­ან ჯანო კა­ხი­ძის "თმა­ში ჭა­ღა­რა შე­მო­მე­რია".

სოფო: სხვა­თა შო­რის, მე და დე­დას მეგ­რულ სიმ­ღე­რა­ზე გვაქვს დუ­ე­ტი ჩა­წე­რი­ლი. იცით, რა კარ­გად მღე­რის? ქორ­წილ­შიც ვიმ­ღე­რეთ ერ­თად.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"დედამ ძალიან თბილად მიმიღო... ვდაქალობთ" - სოფო ბედია დედამთილთან ერთად დუეტში მეგრულად მღერის

"დედამ ძალიან თბილად მიმიღო... ვდაქალობთ" - სოფო ბედია დედამთილთან ერთად დუეტში მეგრულად მღერის

მომღერალი სოფო ბედია დედამთილს, მაყვალა სანაიას, იმ დღიდან, რაც მისი სარძლო დაერქვა, დედას ეძახის. ეს არ გასჭირვებია, რადგან ქალბატონმა მაყვალამ თავიდანვე საკუთარი ქალიშვილივით მიიღო. როგორც გაირკვა, ის და მისი ქმარი, რაც სოფო სცენაზე გამოჩნდა, თვალს ადევნებდნენ, გულშემატკივრობდნენ. რას წარმოიდგენდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მომღერალი მათი რძალი გახდებოდა. ჟურნალი "სარკე" რძალ-დედამთილთან ინტერვიუს გთავაზობთ:

მაყვალა: სოფოს პირველი ნაბიჯებიდანვე ვადევნებ თვალს. მე და ჩემს მეუღლეს მისი ერთი პროექტიც არ გამოგვიტოვებია. ჩემი ქმარი სოფოზე თავიდანვე გიჟდებოდა, და-ძმა ბედიებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. სოფო და ბორისი პროექტებში ფინალამდე გადიოდნენ და მერე ვერ იგებდნენ. მეუღლე ძალიან დარდობდა, რატომ დაჩაგრესო. ბორისიც და სოფოც, ორივენი, უბადლო შემსრულებლები არიან.

- როცა გაიგეთ, რომ სოფო თქვენი რძალი უნდა გამხდარიყო, რა რეაქცია გქონდათ?

მაყვალა: მიშომ დამირეკა და მითხრა, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემს გულთან ახლოს არისო. ჩემი შვილისთვის ვინც მისაღები იყო, ის ჩემთვისაც მისაღებია. სოფოს და მიშოს ერთმანეთი ძალიან უყვართ და ღმერთმა სიცოცხლის ბოლომდე ერთ ბალიშზე დააბეროთ!

სოფო: ამინ! მე და მიშო ერთმანეთს ვხვდებოდით, დედა მაშინ ბათუმში იყო, მიშო ტელეფონით დაეკონტაქტა და უთხრა, ჩემი სიცოცხლე უნდა დაგალაპარაკოო. მომერიდა, თანაც რძალ-დედამთილის ურთიერთობები როგორი იყო, მანამდე არ ვიცოდი. დედამ ძალიან თბილად მიმიღო, თბილად მომიკითხა, ტელეფონშივე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მიშო ისედაც აქებდა სულ, ძალიან კარგი ქალია, სხვებს არ ჰგავს, სულ სხვანაირი შეგნების ადამიანიაო. რაღაც მომენტში არ მჯეროდა სხვების ლაპარაკიდან გამომდინარე, მაინც დედამთილი რაღაც "ისეთი" თემა მეგონა. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. ვდაქალობთ. დედა გვერდით რომ დაგიდგება და გაგიგებს, ისე მიდგას.

2 წლის წინ, ბედობა დღეს, გავიცანი, მიშომ მიმიყვანა სახლში. როცა შევედით, ბედია დაგვებედაო, თქვეს. ძალიან თბილი და ტკბილი მიღება ჰქონდათ. შემდეგ უფრო განვითარდა ჩვენი სიყვარული, ურთიერთობა და დღემდე ასე მოვდივართ.

- როგორ ახერხებთ რძალ-დედამთილი ასეთ იდეალურ ურთიერთობას?

მაყვალა: როგორი რძალიც სოფოა, ასეთი ჰყოლოდეს ყველას. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ.

სოფო: და ყველას ჰყოლოდეს ასეთი დედამთილი კი არა, დედა. შვილს გეფიცებით, თუ ვაჭარბებდე! სხვანაირი ერთგულება, სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს.

- ქალბატონო მაყვალა, რძლის მიერ შესრულებული რომელი სიმღერა გიყვართ გამორჩეულად?

მაყვალა: სოფოს მიერ შესრულებული ყველა სიმღერა მიყვარს, შემიძლია 24 საათი ვუსმინო, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს და-ძმა ბორისი და სოფო, ერთად რომ მღერიან ჯანო კახიძის "თმაში ჭაღარა შემომერია".

სოფო: სხვათა შორის, მე და დედას მეგრულ სიმღერაზე გვაქვს დუეტი ჩაწერილი. იცით, რა კარგად მღერის? ქორწილშიც ვიმღერეთ ერთად.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს